ნიმუს მედი ურეა 10% ტანის რძე (შარდოვანა)/ Numis med Urea 10%
აღწერა
ძალიან მშრალი კანისთვის და ასაკით გამოწვეული სიმშრალის დროს. თანმხლები მკურნალობა ატოპიური დერმატიტის, დიაბეტის და ფსორიაზის დროს.
დანიშნულება
მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებები
ინსტრუქცია
ნუმის მედი ტანის რძე 10% ურეა (შარდოვანა) აუმჯობესებს კანის უნარს შეინარჩუნოს ტენიანობა. სპეციალური მოვლა მაღალეფექტური შარდოვანათი უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ კვებას, ტენიანობის შენარჩუნებას და ამშვიდებს ქავილისადმი მიდრეკილ კანს. მას ანიჭებს სიგლუვეს და ელასტიურობას - ამცირებს დაჭიმულობის შეგრძნებას.
დერმატოლოგიური კვლევებით დადასტურებულია ეფექტურობა და თავსებადობა ძალიან მშრალ, პრობლემურ კანთან.
შესაფერისია ალერგიული მგრძნობიარე კანისათვის, რადგან არ შეიცავს: არომატიზატორებს, ლანოლინს, პოლიეთილენგლიკოლს, საღებავებს და პარაბენებს.
ინგრედიენტები
წყალი, შარდოვანა, კაპრილის / კაპრის ტრიგლიცერიდი, ეთილჰექსილ სტეარატი, გლიცერინი, პოლიგლიცერილ - 4 დიიზოსტეარატი / პოლიჰიდროქსისტეარატი/სებაკატი, სქვალანი, ფენოქსიეთანოლი, მაგნიუმის სტეარატი, პანთენოლი, ნატრიუმის ლაქტატი, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, ტოკოფეროლი, ეთილჰექსილგლიცერინი, პარაფინი, პიროქტონ ოლამინი, ბისაბოლოლი, დიეთილჰექსილ ნატრიუმის სულფოსუქცინატი, რძემჟავა, ჰიდროგენიზებული C12-18 ტრიგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი, Anthemis Nobilis ყვავილის ზეთი, პროპილენგლიკოლი, Cera Alba,, სტეარის მჟავა, ვერცხლის ქლორიდი.
ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენება გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.