Nuk
ამქერცლავი მათეთრებელი ლოსიონი - სოსკინი / PRE-WHITENING EXFOLIATING LOTION - Soskin
  • აღწერა: ამქერცლავი ლოსიონი ეპიდერმისის მსუბუქი პილინგისთვის
  • მოცულობა: 250 მლ
  • დანიშნულება: პიგმენტური ლაქების მოვლის საშუალებები

აღწერა
ამქერცლავი ლოსიონი ახდენს ეპიდერმისის მსუბუქ პილინგს და ამზადებს კანს დეპიგმენტაციისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი Dermawhite® წარმოადგენს ლიმონმჟავას, ფერულის მჟავას და გლიკოლის მჟავას კომპექსს. მჟავეებს გააჩნიათ სინერგიული მოქმედება, რის ხარჯზეც რეგულირდება პიგმენტაცია და თანაბრდება კანის ფერი. არბუტინი ფერმენტ თიროზინაზას ინჰიბირებით ამცირებს მელანოციტებში მელანინის სინთეზს. გლიკოლის მჟავა წმინდავს კანს მკვდარი უჯრედებისგან, მოქმედებს ცილოვან ბიოსინთეზზე და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. მისი ამქერცლავი მოქმედების გამო, უმჯობესდება აქტიური ნივთიერებების დერმის სისქეში შეღწევადობა.

შემადგენლობა
• Dermawhite®;
• არბუტინი;
• გლიკოლის მჟავა;
 
ჩვენება
• ჰიპერპიგმენტაცია (მელაზმა, ქლოაზმა, ასაკობრივი ლაქები, ჭორფლი)
• პიგმენტაცია გამოწვეული ორსულობით, ჩასახმის საწინააღმდეგო აბებით, ინსოლაციით, კოსმეტიკური საშუალებებით და სამკურნალო პრეპარატებით.
• ფოტოდაბერება;
• ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია;
• ბიოპილინგი (რომელიც მიმართულია კანის ეპიდერმისის ზედაპირული აქერცვლისკენ);

გამოყენების წესი
დაიტანეთ ბამბის დისკით  კარგად გაწმენდილ სახეზე და კისერზე  დილას და საღამოს. მოერიდეთ თვალის გარშემო უბნებს. 
 
დამატებითი მონაცემები
პროდუქტის შეძენას შეძლებთ gpc-ის, psp-ს, ფარმაცევტული სახლის, ავერსის,  სააფთიაქო ქსელებში. 
 
გამოშვების ფორმა
ლოსიონი პლასტმასის ბოთლში 250 მლ.
 

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ პსპ-სა და ჯპს-ის  სააფთიაქო ქსელში