გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის, ეფექტური საშუალებაა დახშული ფორების სამკურნალოდ. ნიღაბი, მასში შემავალი თეთრი და მწვანე თიხის წყალობით, აშორებს კანს ზედმეტ ცხიმსა და ჭუჭყს, ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას და კანის ანთებით პროცესებს. აქვს ფორების შემკვრელი მოქმედება. გოგირდი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას და ეპიდერმისიდან მკვდარი უჯრედების აქერცვლის პროცესს. იგი ასევე აღადგენს კანის მინერალურ ბალანსს და აუმჯობესებს მის იმუნიტეტს.
შემადგენლობა:
• ანტი-აკნეს მცენარეული კომპლექსი
• ხორბლის ჩანასახის ექსტრაქტი
• მწვანე თიხა
•თეთრი თიხა
• ქაფური
• გოგირდი
• თუთია
ჩვენება: ცხიმიანი და კომბინირებული კანი, აკნეს კომპლექსური მკურნალობა.
გამოყენების წესი: დავიტანოთ კარგად გაწმენდილ კანზე, გავიჩეროთ 10-15 წუთი და ჩამოვიბანოთ. ნიღბის შემდეგ გამოვიყენოთ გამწმენდი ლოსიონი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ნიღაბი რეკომენდირებულია კვირაში 1-2-ჯერ, მოერიდეთ თვალის გარშემო უბნებს.
პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ პსპ-სა და ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში