Sensitelial spray SPF 30 - მზისგან დამცავი სპრეი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის
ახალი ფორმულა შემუშავებულია ნაზი და მგრძნობიარე კანისთვის (განსაკუთრებით ბავშვის). 3 ფოტოსტაბილური და ეფექტური ორგანული ფილტრის სინერგისტული მოქმედება უზრუნველყოფს მზის სხივებისგან ოპტიმალურ ფოტოდაცვას UVA/UVB-ის მთელ/სრულ სპექტრზე.
ფლუიდის მსუბუქი ტექსტურა ადვილად ნაწილდება და კარგად შეიწოვება; არ ტოვებს კანზე ცხიმიანობის შეგრძნებას; არის ჰიპოალერგიული, არაკომედოგენური, ფოტოსტაბილური და წყლის მიმართ მდგრადი.
ჩვენებები:
ბავშვის ნაზი/მგრძნობიარე კანი
ექსტრემალური პირობები (ზღვა და მთა)
მზის მიმართ მგრძნობიარე კანი
ფოტოდერმატოზები (მზის ალერგია)
პიგმენტური (ყავისფერი) ლაქების პროფილაქტიკა
ფოტოდაბერება
მგრძნობიარე და ჰიპერმგრძნობიარე კანი
მკურნალობისშემდგომი ფოტოსენსიბილიზაცია
პილინგის, ლაზეროთერაპიის და კანზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი
შემადგენლობა:
ორგანული ფილტრები (ეთილჰექსილ მეტოქსიცინამატი, ბუთილ მეტოქსიდიბენზოილმეთანი, ბისეთილჰექსილოქსიფენოლ მეტოქსილფენილ ტრიაზონი)
გლიცერინი (დამატენიანებელი და კანის ბარიერული ფუნქციის აღმდგენი მოქმედება)
მარგალიტის ფხვნილი (მზისგან დამცავი ფაქტორის გამაძლიერებლი, დამატენიანებელი და დაბერების საწინააღმდეგო მომქმედება)
გამოყენების წესი:
მზეზე გასვლის წინ (30 წთ-ით ადრე) წაისვით სქლად და თანაბრად სახეზე, ხოლო მზეზე ხანგრძლივად ყოფნისას ყოველ 2-3 სთ-ში ერთხელ.
პროდუქტის განმეორებით წასმა განსაკუთრებით რეკომენდებულია ცურვის, ოფლიანობის და შემშრალების შემდეგ.
დაისხით მცირე მოცულობის აეროზოლი სხეულზე და გაინაწილეთ მთელ ტანზე.
მოარიდეთ ახალშობილები და პატარა ბავშვები მზის პირდაპირ სხივებს.
ნუ გაჩერდებით მზეზე დიდი ხნით მზის ეკრანის გამოყენების დროსაც კი.
მზეზე ხანგრძლივი ექსპოზიცია საშიშია ჯანმრთელობისათვის.
უსაფრთხოების გარანტია: არ შეიცავს პარაბენებს და არომატიზატორებს; ხასიათდება კარგი ტოლერანტობით