სეტაფილი - სახის ნაზი ამქერცლავი
Cetaphil Gentle Exfoliating Cleanser
კატეგორიები:
სახის დასაბანი საშუალება მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის
აღწერა
დანიშნულება: სახის კანის მოვლის საშუალებები
სეტაფილის ნაზად ამქერცლავი გამწმენდი ხელს უწყობს კანის განახლებას - იწვევს მკვდარი უჯრედების აქერცვლას კანის ზედაპირისგან. კანს ხდის უფრო გლუვს და ბზინვარეს.
დერმატოლოგთა მიერ შემუშავებული ფორმულა შეიცავს ბამბუკის ექსტრაქტს, ვიტამინ E-ს და პრო-ვიტამინ B5. რეკომენდებულია გამოყენება მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც. საკმარისად ნაზია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ინარჩუნებს კანის ბუნებრივ pH-ს. იცავს კანს მგრძნობიარე კანისთვის დამახასიათებელ 5 ნიშნისგან - სიმშრალე, გაღიზიანება, გაუხეშება, დაჭიმულობა და კანის დაზიანებული ბარიერი. არ იწვევს ფორების დახშობას, არ აღიზიანებს კანს.
გამოყენების წესი: გამოიყენეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ კანის ტიპის მიხედვით.
გაფრთხილება - კანის სიმშრალის ან გაღიზიანების შემთხვევაში შეამცირეთ გამოყენების სიხშირე. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თვალში მოხვედრისას კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15°C-დან 25°C-მდე), მშრალ, გრილ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.