Plasmon
სკინ-კაპი / Skin Cap
  • აღწერა: სამკურნალო შამპუნი
  • მოცულობა: 150 მლ
  • დანიშნულება: თმის მოვლა; ცხიმიანი თმის მოვლის საშუალებები

აღწერა

შამპუნის აქტიური ნივთიერება - აქტივირებული თუთიის პირიტიონატი, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა. მაღალი აქტივობა გააჩნია პრეპარატს Pytyrosporum ovale და PPytyrosporum orbiculare- ეს მიმართ, რომლებიც იწვევენ ანთებას და აქერცვლას ფსორიაზის და სებორეის დროს. შამპუნის სპეციალური შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, აძლიერებს თუთიის პირიტიონატის ანტიმიკრობულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას; ქმნის მძლავრ გარემოს,თავის კანის ქერქოვან შრეში, ჩვეულებრივი საპროფიტული ფლორის წინააღმდეგ: ეხმარება წვის და ქავილის მოხსნაში. შამპუნში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატი თრგუნავს კანის ზედა შრეების პათოლოგიურ ზრდას, ამის გამო ამცირებს ზედმეტ აქერცვლას ფსორიაზის, სებორეის და ქერტლის დროს.

ჩვენება
თავის თმიანი საფარის ნაწილის ფსორიაზი და დერმატიტი. მშრალი და ცხიმოვანი სებორეა, სეროზული ეკზემა,ქავილი,ქერტლი. შამპუნი ზრდის კანის ჰიდრატაციას, ამცირებს მის ცხიმიანობას, იწვევს გამწმენდ მოქმედებას და თმის ფოლიკულების ფუნქციის ნორმალიზაციას.


შემადგენლობა

თუთიის პირიტიონატი…..1%

გამოყენების წესი

გამოყენების წინ ფლაკონი ინტენსიურად უნდა შევანჯღრიეთ. დაასველეთ თმები. შამპუნის მცირე რაოდენობა წაისვით თმაზე და კარგად შეიზილეთ.
ჩამოიბანეთ და წაისვით ისევ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ წყლით. გამოიყენეთ 2-3 ჯერ კვირაში 2 კვირის მანძილზე. საჭიროების დროს გაიმეორეთ იგივე დოზებით.
შამპუნის დამარბილებელი მოქმედება გვაძლევს საშუალებას ხშირად დავიბანოთ თავი მგრზნობიარე კანით. არ მოქმედებს თმის ბუნებრივ ფერზე.

გაფრთხილება

უკუჩვენებები:
შამპუნის ზოგიერთი კომპონენტებისადმი ზედმეტი მგრძნობელობა.
გაფრთხილება:
ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე.

მოცულობა

  • 150 მლ

დამატებითი მონაცემები

შამპუნი კარგად გადაიტანება. იშვითად აღინიშნება ალერგიული რეაქციები, ამ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

ინახება 4-3oC ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა:5 წელი.