Plasmon
სტრიების საწინააღმდექო ტანის კარაქი - ველედა / stretch mark body butter
  • აღწერა: აუმჯობესებს კანის მოქნილობას და ტონუსს
  • მოცულობა: 150 მლ
  • დანიშნულება: ორსულთა და მშობიარობის შემდგომი კანის მოვლა

სტრიების საწინააღმდექო ტანის კარაქი

ვეგანური

 

სტრიების საწინააღმდეგო ტანის კარაქი ადვილად ნაწილდება კანზე. უმჯობესია მშრალ კანზე წაისვათ და მსუბუქი მასაჟით შეიზილოთ კანში. ასეთ შემთხვევაში კრემი სწრაფად შეიწოვება და მაშინვე შეგიძლიათ ჩაცმა. ტანის კარაქი კაკაოსა და შის ცხიმებით კვებავს და გამოშრობისგან იცავს კანს. აძლიერებს ლიპიდურ ბარიერს და  ხანგრძლივი დროით ატენიანებს. აზიური ცენტელა ხელს უწყობს რეგენერაციას და ელასტიურობას მატებს კანს. კრემი წასმისთანავე ხსნის ქავილის შეგრძნებას, მოჭიმული კანი რბილი და ერთგვაროვანი ხდება. ტანის კარაქის რეგულარუ მოხმარება აუმჯობესებს კანის მოქნილობას და ტონუსს, რაც ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას და ახლად გაჩენილი სტრიებს საგრძნობლად აუფერულებს.  

კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის.

ტანის კარაქი რეკომენდებულია გარდამავალი ასაკის გოგონება და ბიჭებისათვის კანის ასაკობრივი ცვლილებების დროს გაჩენილი სტრიების მოსავლელად. ასევე სხვადასხვა ასაკში წონის ხშირი ცვალებადობის დროს მოდუნებული და ნახეთქებიანი კანის მოსავლელად.

გამოყენება შეიზილეთ დღეში ორჯერ წრიული მოძრაობით მუცელზე, ბარძაყებსა, დუნდულებზე და მკერდზე /არ გამოიყენოთ ძუძუს თავებზე/. რეკომენდებულია ორსულობის დაწყებიდანვე და გააგრძელეთ მშობიარობის შემდეგ სამი თვე.

 

შემადგენლობა: წყალი, შის ცხიმი, გლიცერინი, კაკაოს ცხიმი, ჟოჟობას თესლის ზეთი, მზესუმზირას თესლის ზეთი, ბეჰენილის სპირტი, ცეტეარილის სპირტი, ხორბლის ღივის ზეთი, პენტილენგლიკოლი, ნატრიუმის ცეტეარილსულფატი, არნიკას ყვავილის ექსტრაქტი, აზიური ცენტელას ყვავილის/ფოთლის/ღეროს ექსტრაქტი, ოქროსფერი ზაფრანას ბოლქვის ექსტრაქტი, ბეტაინი, სენეგალური აკაციის გუმფისი, ლიმონმჟავა, გლიცერილკაპრილატი, ნატრიუმის კაპროილ/ლაუროილლაქტილატი, სურნელი* მიღებულია ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან /ლიმონენი*, ლინალოოლი*, ციტრონელოლი*, გერანიოლი*, ციტრალი*, ფარნეზოლი*

 

დაიწყეთ სტრიების საწინააღმდეგო ზეთის და ტანის კარაქის გამოყენება ორსულობის პირველივე თვიდან და განაგრძეთ ლაქტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ კიდევ სამი თვის განმავლობაში.

სტრიების საწინააღმდეგო ეს ორი პროდუქტი შეარჩიეთ თქვენი სურვილის მიხედვით. ორსულთა ზეთი უმჯობესია ნოტიო კანზე წაისვათ და მსუბუქი ხანგრძლივი მასაჟით შეიზილოთ.  ტანის კარაქი ასევე წრიული მოძრაობით უნდა შეიზილოთ და უფრო სწრაფად შეიწოვება ვიდრე ზეთი. კანის მოვლისთვის იდეალური იქნება საღამოს ან იმ დღეებში როცა სახლში ხართ ზეთი გამოიყენოთ. დილას კი, როცა სწრაფად გჭირდებათ   ჩაცმა და სახლიდან გასვლა, ტანის კარაქი.