- აღწერა: დასაბანი გელ-ქაფი მგრძნობიარე ცხიმიანი კანისთვის
- მოცულობა: 100მლ/250მლ
- დანიშნულება: ცხიმიანი კანის მოვლის საშუალებები; დასაბანი საშუალებები

Teen Derm Gel Sensitive - დასაბანი გელ-ქაფი მგრძნობიარე ცხიმიანი კანისთვის, 100მლ/250მლ.
სპეციალურად შემუშავებული გელი ყველა ტიპის აკნესთვის, მათ შორის, მძიმე ანთებადი (ჩირქოვანი) ფორმისთვის, მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც კი.
მთავარი მოქმედი ინგრედიენტი – დაპატენტებული α-PURE კომპლექსი, რომელიც მოიცავს აკნეს განვითარების ყველა რგოლზე მოქმედ ნივთიერებებს (5α-ავოკუტა, სალიცილის მჟავა, ბოსველიას ექსტრაქტი, აქვაქსილი). შედეგად α-PURE კომპლექსი:
- არეგულირებს ცხიმიანობას
- ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების ჩამოფცქვნას
- აფერხებს ბაქტერიების პროლიფერაციას და ახშობს ანთებას.
α-PURE კომპლექსის გარდა თინ დერმი გელი მგრძნობიარე კანისთვის შეიცავს ცხიმიანობის მაკონტროლებელ და ანტიბაქტერიულ საშუალებას – ცინციდონს და პროპოლისს (ფუტკრების მიერ დამზადებულ ფისოვან ნივთიერებებს), რომელსაც, ასევე, ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური ეფექტი.
აქტიური ინგრედიენტები:
· 5α-ავოკუტა
· ცინციდონი
· ბოსველიას ექსტრაქტი
- აქვაქსილი, პროპოლისი
უპირატესობები:
- ნაზად წმენდს, აგლუვებს და ამშვიდებს კანს.
- აუმჯობესებს კანის ტექსტურას.
- აქრობს კანის სიპრიალეს.
- აქვს ფიზიოლოგიური PH და სასიამოვნო სურნელი.
- არის არაკომედოგენური.
- არ შეიცავს საპონს, არ აშრობს კანს.
წაისვით ოდნავ ნოტიო კანზე დილით და საღამოს სახესა და კისერზე. წრიული მოძრაობით და მსუბუქი მასაჟით ააქაფეთ 1-2 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გელით დაბანის შემდეგ რეკომენდებულია შესაბამისი კრემის გამოყენება თინ დერმის სერიიდან.
0% პარაბენი. 0% ფენოქსიეთანოლი. 0% არომატიზატორი. 0% საპონი
არის ჰიპოალერგიული. გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი