სხეულის ულტრა-დამატენიანებელი რძე - ტოპიკრემი / Ultra-Moisturizing Body Milk - Topicrem
- აღწერა: მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის(ახალშობილი, ბავშვი, მოზრდილი)
- მოცულობა: 200 მლ; 500 მლ
- დანიშნულება: მგრძნობიარე კანის მოვლის საშუალებები

დანიშნულება:
მგრძნობიარე კანის მოვლის საშუალებები, დამატენიანებელი საშუალებები
ჩვენება:
მგრძნობიარე და მშრალი კანი. ჩვილი, ბავშვი, მოზრდილი
თვისებები:
უზრუნველყოფს 24 საათიან ინტენსიურ დატენიანებას, გამდიდრებულია დამატენიანებელი (2% შარდოვანა, 10% გლიცერინი), დამცველობითი და ლიპიდშემავსებელი თვისებების მქონე ინგრედიენტებით. აქვს დელიკატური სურნელი. კანი ხდება რბილი, ელასტიური, იხსნება დაჭიმულობის შეგრძნება. სწრაფად შეიწოვება. არ აქვს ცხიმიანი და წებოვანი ტექსტურა.
გამოყენების წესი:
წაისვით დღეში ერთხელ ან ორჯერ. ტესტირებულია დერმატოლოგების და პედიატრების მიერ. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას