ტანის მათეთრებელი ლოსიონი აღიავებს, ათანაბრებს, კვებავს და ატენიანებს კანს. იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტები დამთრგუნველად მოქმედებენ მელანინის სინთეზზე. Synovea HR და a არბუტინის კომბინაცია თრგუნავს მელანოგენეზის პროცესს საწყის სტადიაზე, რის ხარჯზეც აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და ხელს უშლის ახლის წარმოქმნას. Synovea HR ასევე აქვს ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები. მაკადამიას და ჟოჟობას ეთერზეთები იდეალურია მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად. ნუშის ზეთი არეგულირებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს, ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, აქვს მსუბუქი გამათეთრებელი მოქმედება. ავოკადოს ზეთს გააჩნია დამარბილებელი, მკვებავი და ნაოჭსაწინააღმდეგო თვისებები.
შემადგენლობა:
• Synovea HR
• არბუტინი
• მაკადამიას ეთერზეთი
• ჟოჟობას ზეთი
• ნუშის ზეთი
• ავოკადოს ზეთი
ჩვენება: ჰიპერპიგმენტაცია (მელაზმა, ქლოაზმა, ასაკობრივი ლაქები, ჭორფლი); პიგმენტაცია გამოწვეული ორსულობით, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით, ინსოლაციით, კოსმეტიკური საშუალებებით და სამკურნალო პრეპარატებით; ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია; ფოტოდაბერება;
გამოყენების წესი: მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ ტანზე 2 ჯერ დღეში.
პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ პსპ-სა და ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში