- აღწერა: ლოკალურად გაუხეშებული კანის მოვლა
- მოცულობა: 75 მლ
- დანიშნულება: მშრალი და გარქოვანებული კანის მოვლის საშუალებები

ჩვენება:
ლოკალურად გაუხეშებული კანი, ჰიპერკერატოზი
თვისებები:
იდეალურია ლოკალურად გაუხეშებული კანის, ჰიპერკერატოზის (keratosis pilaris), კოჟრების, ჩაბრუნებული თმის დროს.
კერატოლიზური აგენტის შარდოვანას მაღალი კონცენტრაციის (30%) საშუალებით მას აქვს გამოხატული ამქერცლავი მოქმედება, ამცირებს გაუხეშებული და შესქელებული უბნების მოცულობას. დამამშვიდებელი მოქმედების მქონე Marine Prebiotic-ისა და ალანტოინის საშუალებით ამშვიდებს ქავილს და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას.
მისი არაცხიმოვანი, გელ-კრემისებური ტექსტურა ადვილად დაიტანება კანზე და სწრაფად შეიწოვება.
კანი ხდება შესამჩნევად გლუვი, რბილი და ელასტიური. შედეგი პირველივე გამოყენებიდან, დადასტურებული ეფექტურობა მე-5 დღიდან.
გამოყენების წესი:
წაისვით დღეში ერთხელ ან ორჯერ ლოკალურად გაუხეშებულ უბნებზე, ფეხებსა და თავის კანზე. არ წაისვათ დაზიანებულ უბნებზე.
გაფრთხილება: გამოიყენება 12 წლიდან