Nuk
ჰუმანა ანტიკოლიკი / Humana Anticolic
  • აღწერა: სამკურნალო ნარევი დაბადებიდან პირველი წლის ბოლომდე
  • მოცულობა: 300 გრ
  • დანიშნულება: სამკურნალო ნარევი; ბავშვის კვება

აღწერა

ჰუმანა ანტიკოლიკი სრული სპექტრით შეიცავს ყველა საჭირო საკვებ ინგრედიენტს, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია დაბადებიდან პირველი წლის ბოლომდე, როგორც დამოუკიდებლად, ასევე დედის რძეზე დამატების სახით.
• ჰუმანას ანტიკოლიკი არის ჩვილი ბავშვის¬თვის შექმნილი უნიკალური და ინოვაციური ფორმულა;
• გამოიყენება 0–დან 12 თვემდე იმ შემთხვევაში, როდესაც დედის რძე არ არის, ან მისი რაოდენობა არასაკმარისია და ამასთანავე ბავშვს აღენიშნება კუჭნაწლავის ფიზიოლოგიურ უმწიფრობასთან დაკავშირებული პრობლემები: აირები (ე.წ. კოლიკები), დისპეფსია, არარეგულარული დეფეკაცია, რასაც თან სდევს დისკომფორტი და ნუტრიენტების შეწოვის დაქვეითება;
• იგი ოპტიმალურად შეიცავს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტს.

შემადგენლობა

ჰუმანას ანტიკოლიკი გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:
• S.A.M.F. უნიკალური სტრუქტურირებული ცხი¬მები - ცხიმოვანი კომპონენტი ჰუმანას ანტიკოლიკში განსაკუთრებულია. ეს არის ჰუმანას უნიკალური პატენტი - კარაქის ფრაქცია, რომელიც ტრიგლიცერიდების შემადგენლობაში არსებული β-პოზიციაში მყოფი პალმიტინის მჟავის 55%-ისა და რძის ტრადიციული ცხიმოვანი მჟავების გარდა შეიცავს ერბოს მჟავასა და კონიუგირებულ ლინოლის მჟავას (CLA); 
o მიიღება რძის ნატურალური პროდუქ¬ტიდან, ქიმიური მოდიფიცირების გარეშე;
o ხელს უწყობს შეწოვის გაუმჯობესებას და თავიდან აგვაცილებს ყაბზობას (აუმჯობე¬სებს განავლის კონსისტენციას);
• გამდიდრებულია LC-PUFA-თი ე.წ. „ჭკვიანი“ ცხიმოვანი მჟავებით, რომელთა როლი ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის თავის ტვინისა და მხედველობის განვითარებისთვის; 
• ცილის ჰიდროლიზატი - საჭმლის მონელების სტიმულირების მიზნით ცილოვანი ფრაქცია შექმნილია ნაწილობრივ ჰიდროლიზებული შრატის ცილისგან. ამდენად, ჰიდროლიზის დრო შემცირებულია, რაც ხელს უწყობს კუჭის დროულ დაცლას; 
• პრებიოტიკი (GOS), რომელიც ხელს უწყობს ჩვილის ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის აღდგენას.;
• ლაქტოზის დაბალი შემცველობა - ხელს უშლის აირების ჭარბად წარმოქმნას და მასთან დაკავშირებული დისკომფორტის განვითარებას; 
• ნუკლეოტიდები (AMF, CMP, GMP, IMP და UMP), რომლებიც ხელს უწყობენ:
o მცირე წონით დაბადებული ბავშვების ზრდას;
o დიარეის სიხშირის შემცირებას;
o ლიპიდური მეტაბოლიზმისა და ჩვილის იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებას;

გამოყენების წესი

ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება ანადუღარი და 70ºC-მდე გაგრილებული ჩვეულებრივი წყალი ან 70ºC-მდე გამთბარი ”ჰუმანას” წყალი
3 საზომი კოვზი (15გ) ფხვნილი + 90 მლ წყალი = 100 მლ დასალევად გამზადებულ ნარევს
გააგრილეთ დასალევად გამზადებული ნარევი: გამოიყენეთ წყლით სავსე ჯამი ან მიუშვირეთ წყალს (5-7 წუთის განმავლობაში).
მზა ნარევი ბავშვს უნდა მიეცეს 37ºC-მდე გაგრილებული
ნარევის დღიური რაოდენობა ინდი-ვიდუალურია და უნდა შეირჩეს ექიმის მიერ

ჩვილის

წყლის ()

საზომი

მზა ()

კვების

1

ექიმის

2–8

90

3

100

7-8

3

120

4

130

6-7

4

150

5

170

5-6

4

180

6

200

4-5

გაფრთხილება

გახსნილ მდგომარეობაში ყუთი ინახება მშრალ და გრილ ადგილას სამი კვირის განმავლობაში. ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს.