Nuk
ჰუმანა პლატინი ოპტიმუმ პრე / Humana Platin Optimum Pre
  • აღწერა: რძის ადაპტირებული ნარევი 0-დან 12 თვის ჩათვლით
  • მოცულობა: 350 გრ
  • დანიშნულება: რძე ადაპტირებული; ბავშვის კვება

აღწერა

ჰუმანა პლატინი ოპტიმუმ პრეთი კვება შეიძლება გაგრძელდეს 0-დან 12 თვის ჩათვლით. ბავშვს შეიძლება მიეცეს დედის რძის მსგავსად, საჭიროებისამებრ. თუკი ბავშვი სათანადოდ აღარ მატულობს წონაში, რეკომენდებულია საკვების შეცვლა ჰუმანა პლატინი ოპტიმუმ 1-ით.
ჰუმანა პლატინი ოპტიმუმ პრე არის რძის ადაპტირებული ნარევი;
ბავშვის მზარდ ორგანიზმს უზრუნველყოფს ყველა საკვები ნივთიერებით;
დანიშვნა შესაძლებელია ურეჟიმოდ, ანუ მოთხოვნილების მიხედვით, რადგან შემადგენოლობით მაქსიმალურად უახლოვ-დება დედის რძეს;
ნახშირწყლოვანი კომპონენტი წარმოდ-გენილია მხოლოდ ლაქტოზით;
ალბუმინ/კაზეინის შეფარდება 60:40.

შემადგენლობა

LC-PUFA-ს (DHA:ARA=1:1), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ტვინის, მხედველობისა და კოგნიტური ფუნქციის განვითარებაში;
პრებიოტიკს (GOS), რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში ნორმალური მიკროფლორის ჩა­მო­ყალიბებას და საკვების ოპტიმალურ მონე­ლებას;

ნუკლეოტიდებს (AMF, CMP, GMP, IMP და UMP), რომლებიც ხელს უწყობენ: მცირე წონით დაბადებული ბავშვების ზრდას;
დიარეის სიხშირის შემცირებას;
ლიპიდური მეტაბოლიზმის და ჩვილის იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებას.

არ შეიცავს:
გლუტენს;
კონსერვანტებს, საღებავებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.

გამოყენების წესი

ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება ანადუღარი და 70ºC-მდე გაგრილებული ჩვეულებრივი წყალი ან 70ºC-მდე გამთბარი ”ჰუმანას” წყალი
3 საზომი კოვზი (14 გ) ფხვნილი + 90 მლ წყალი = 100 მლ დასალევად გამზადებულ ნარევს
გააგრილეთ დასალევად გამზადებული ნარევი: გამოიყენეთ წყლით სავსე ჯამი ან მიუშვირეთ წყალს (5-7 წუთის განმავლობაში).
მზა ნარევი ბავშვს უნდა მიეცეს 37ºC-მდე გაგრილებული.
მითითებული დოზები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და შესაძ­ლებელია შეიცვალოს ბავშვის ინდივიდუა­ლური საჭიროებიდან გამომდინარე.

მზა

კვების

 100

7-8

130

6-7

170

5-6

200

4-5

გაფრთხილება

გახსნილ მდგომარეო-ბაში ყუთი ინახება მშრალ და გრილ ადგილას სამი კვირის განმავლობაში. ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს.