სენსიტელიალ SPF 50+ / SENSITELIAL SPF 50+
  • აღწერა: მზისგან დამცავი გამჭირვალე კრემი მშრალი და ნორმალური კანისთვის
  • მოცულობა: 40 მლ
  • დანიშნულება: ბავშვის კანის მზისგან დამცავი საშუალებები ; ბავშვის მოვლის საშუალებები

აღწერა

პროდუქტი მინერალური მზის ეკრანისა და ქიმიური ფილტრების კომბინაციით უზრუნველყოფს შთანთქვის ფართო სპექტრს (SPF>60 UVA=29) და მზისგან განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის დაცვას. 
მარგალიტის ფხვნილი აძლიერებს მზისგან დამცავ ინდექსს, ხასიათდება დამატენიანებელი და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებით. იდეალურია მგრძნობიარე, ძალიან ნაზი, გარუჯვისადმი დაუმორჩილებელი კანისთის. რეკომენდებულია სამკურნალო საშუალებების (მაგ.: ფტორქინოლონები, ტეტრაციკლინები, ტაკროლიმუსი, იზოტრეტინიონი, მეტოტრექსატი და სხვა) მიღებისას ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. 
სენსიტელიალის კრემის მსუბუქი, თხევადი ტექსტურა ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება; არ ტოვებს ცხიმიანობისა და წებოვანების შეგრძნებას კანზე; არის ჰიპოალერგიული, არაკომედოგენური, ფოტოსტაბილური და წყლის მიმართ მდგრადი.

ჩვენება
• ფოტოდაბერება
• ფოტოდერმატოზები (მზის მიმართ მგრძნობიარე კანი)
• პიგმენტური ლაქები
• პიგმენტური (ყავისფერი) ლაქების პროფილაქტიკა 
• მგრძნობიარე და ჰიპერმგრძნობიარე კანი
• ექსტრემალური პირობები (ზღვა და მთა)
• პილინგის, ლაზეროთერაპიის და კანზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი


შემადგენლობა

• მინერალური ეკრანი (ტიტანის დიოქსიდი, ალუმინის ჰიდროქსიდი)
• ორგანული ფილტრები (ოქტოკრილენი, ეთილჰექსილ მეტოქსიცინამატი, ბუთილ მეტოქსიდიბენზოილმეთანი, ბის-ეთილჰექსილოქსიფენოლ მეტოქსილფენილ ტრიაზონი)
• მარგალიტის ფხვნილი (მზისგან დამცავი ფაქტორის გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება)

გამოყენების წესი

წაისვით სახეზე სქლად და თანაბრად გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე, ხანგრძლივად ყოფნისას ყოველ 2-3 სთ-ში ერთხელ. პროდუქტის განმეორებით წასმა განსაკუთრებით რეკომენდებულია ცურვის, ოფლიანობის და შემშრალების შემდეგ. 
ბავშვებისთვის რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან.

გაფრთხილება

მოარიდეთ ახალშობილები და პატარა ბავშვები მზის პირდაპირ სხივებს.
ნუ გაჩერდებით მზეზე დიდი ხნით მზის დამცავი კრემის გამოყენების დროსაც კი.
მზეზე ხანგრძლივი ექსპოზიცია საშიშია ჯანმრთელობისთვის.

მოცულობა

  • 40 მლ

დამატებითი მონაცემები

არ შეიცავს ტოქსიურ კონსერვანტებს და არომატიზატორებს.

ფასი

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ „ფარმადეპო“-ს სააფთიაქო ქსელში.