შემადგენლობა და გამოშვების ფორმა.
ბენეტი ორალური სპრეი: ფლაკონში 30 მლ, შეფუთვაში სპრეის პლასტიკური ადაპტერი.
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი - 0.045 გ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, საქარინი, პიტნის ესენცია, ეთანოლი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის პირის ღრუს დაავადებების დროს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი, ბენეტი გარგლის აქტიური ინგრედიენტი, არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (NSAID), რომელსაც აქვს სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისაგან განსხვავებული ფარმაკოლოგიური პროფილი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები. ბენზიდამინი არის ლიპოფილური, აქვს ლოკალური საანესთეზიო და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტი. პრეპარატი ხელს არ უშლის არაინფლამატორული პროსტაგლანდინების სინთეზს, მუკოპოლისაქარიდების დამცველ ეფექტს, ორგანიზმის ნორმალურ რეაქციებს და შეხორცებას, არა აქვს ულცეროგენული ეფექტი. აქედან გამომდინარე ბენზიდამინი მოქმედებს ანალგეზურადაც მისი ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტითრომბული ეფექტის გამო, რომლებიც მოქმედებენ ქირურგიული, ტრავმული, ინფექციური და სხვა მიზეზებით გამოწვეულ მწვავე (პირველადი) ანთების ლოკალურ მექანიზმებზე.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები, როგორიცაა კარგი აბსორბცია ტოპიკური აპლიკაციის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს იგივე ქსოვილოვანი კონცენტრაციის მიღებას ორალურ დოზაზე ნაკლები დოზით და ბევრად უფრო დაბალი პლაზმური კონცენტრაცია, ვიდრე ორალური დოზის შემთხვევაში, ზრდის პრეპარატის ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს და ამცირებს სისტემური ტოქსიკური ეფექტის შესაძლებლობას.
ჩვენებები
- ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
- ტონზილექტომიის შემდეგ;
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით (მაგ. ტრაქეალური ინტუბაცია) გამოწვეული ორალური მუკოზიტი (პირის ლორწოვანის ანთება და გაღიზიანება);
- აფთოზური წყლულების, გლოსიტის, გინგივიტის და სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- რეკურენტული აფთოზური სტომატიტი;
- პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული ბეხჩეტის დაავადებით;
- პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით;
- ორალური დაზიანებების მკურნალობა მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს;
- ორალური ეროზიული ბრტყელი ლიქენის მკურნალობა;
- ტკივილის შესამსუბუქებლად პირის ღრუს და ხახის სხვადასხვა მანუპულაციების შემდეგ: პერიოდონტალური პროცედურები, ოპერაციები პირის ღრში, კბილებზე, ყბებზე;
- ორალური ლორწოვანი ანთებების (სტომატიტის) მკურნალობა.
დოზირების რეჟიმი
ბენეტი გარგლი
პრეპარატი გამოიყენება პირში გამოსავლებად.
პაციენტმა ბენეტის 15 მლ მოცულობის ხსნარი (პლასტმასის სახურავი ავსებული ნიშნულამდე) 20-30 წამის განმავლობაში პირში უნდა გამოივლოს. გამოვლების ხსნარი შემდეგ გარეთ უნდა გადმოიღვაროს და არ უნდა ჩაიყლაპოს.
თუ ექიმი სხვანაირად არ დანიშნავს, ბენეტის გამოვლება უნდა მოხდეს დღეში 2-4-ჯერ 3-4 საათიანი ინტერვალით; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 5-ჯერ გამოყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-7 დღეა, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგ. რადიაციული მუკოზიტისას, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 15 დღემდე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გაფრთხილება გამოყენებისას: ჩვეულებრივ, ბენეტის სავლები გამოიყენება პირში გამოსავლებად განზავების გარეშე. აპლიკაციის შემდეგ დარჩენილი ხსნარი არ უნდა გადაიყლაპოს და გარეთ უნდა გადმოიღვაროს. თუ პაციენტებს აღენიშნებათ წვისა და დაბუჟების სიმპტომები, რეკომენდებულია ბენეტის განზავება.
ბენეტი სპრეი
მოზრდილები და ხანდაზმულები: თითო შესხურება 1.5-3 საათის ინტერვალით, 4-8-ჯერ დღეში.
ბავშვები (6-12 წელი): თითო შესხურება 1.5-3 საათის ინტერვალით, 4-ჯერ დღეში.
ბავშვები 6 წლის ქვემოთ: ერთი შესხურება სხეულის ყოველ 4 კგ წონაზე 1.5-3 საათის ინტერვალით, მაქსიმუმ 4 შესხურება დღე-ღამეში.
თუ ექიმი დანიშნავს, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის 5-ჯერ გამოყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა 4-5 დღეა. თუ ამ პერიოდში არ დადგა სასურველი ეფექტი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები იშვიათი და ძირითადად მსუბუქია. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია ორალური მგრძნობელობის დაქვეითება და დაბუჟება. ეს ეფექტები ძირითადად ტრანზიტორულია. მათი პერსისტირების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ მცირდება პრეპარატის განზავებასთან ერთად. აღწერილია აგრეთვე გულისრევა, ღებინება, გემოვნების გაუკუღმართება, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია (0.22-6%); ასევე შეიძლება განვითარდეს გემოვნების ცვლილებები, მადის დაკარგვა და გასტროინტესტინური დარღვევები (0.1%); იშვიათად ალერგია, ძილის დარღვევები.
არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის კატეგორია B. აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპრატის სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა (პირის ღრუს ლორწოვანიდან უმნიშვნელო აბსორბციისა და მისი ნაწილის ჩაყლაპვის შემდეგ), ამიტომ ბენეტი გარგლის ჭარბი დოზირება ან ტოქსიკურობა არ ვითარდება.
საჭიროა პრეპარატის თვალებთან კონტაქტის თავიდან აცილება.
ბავშვები: ბენეტი გარგლის პირის ღრუში გამოსავლები ხსნარი რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხსნარის ჩაყლაპვის მაღალი ალბათობის გამო.
ბავშვები: რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება, ბენეტის ორალური სპრეის გამოყენება რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
პრეპარატის ზეგავლენა ეფექტი ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე
აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირება
რადგან სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა მუკოზური აბსორბციისა და ბენეტი გარგლის ნაწილობრივი ჩაყლაპვის გამო, სისტემური ჭარბი დოზირების ან ტოქსიკურობის საკითხი არ დგას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.