Nuk
სტანდარტული ბოთლი / Standard Baby Bottle
  • აღწერა: ბავშვის ბოთლი
  • მოცულობა: 125მლ; 250 მლ
  • დანიშნულება: ბავშვის ბოთლები & აქსესუარები; ბავშვის მოვლის საშუალებები

ერთადერთი ბოთლი დაპატენტებული შიდა გამწოვი სისტემით 
ექიმის შექმნილია და მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ კვებასთან  

ამცირებს კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს
 "დოქტორ ბრაუნის" ბოთლები ამცირებს კოლიკას, მუცლის შებერილობას და ამოქარვებას.

ინარჩუნებს C, A და E ვიტამინების დონეს
ამცირებს ბუნებრივი რძის ან ხელოვნური ნარევის დაჟანგვას, რითაც ჩვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინების შენარჩუნებას უზრუნველყოფს

კვება ვაკუუმის წარმოქნის გარეშე მონელების პროცესს ხელს უწყობს 
მოწესრიგებული მონელების პროცესი ბავშვისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია 

ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და უსაფრთხოა. 
არ შეიცავს ბისფენოლ-A-ს, ქლორვინილს, სპილენძს და ფტალატებს

საკვები ნივთიერებების კვლევა
საკვები ნივთიერებების დონის შესწავლა
ბოთლით კვებისას 20 წუთის შემდეგ
ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ბოთლით კვებისას უკვე 20 წუთის შემდეგ ჩვილისთვის აუცილებელი C, A, & E ვიტამინებისა და ლიპიდების დონე მნიშვნელოვნად მცირდება. კვლევაში შედარებული იქნა 7 ხშირად მოხმარებადი ბოთლი, მათ შორის Dr. Brown’s, რომლითაც როგორც ბუნებრივ რძეს, ასევე ხელოვნურ ნარევს აძლევდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ბოთლში ჰაერის რაოდენობას და ბოთლის დიზაინს განმსაზღვრელი როლი აქვს ვიტამინების დონის შენარჩუნებაზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ განსხვავებით სხვა ბოთლებისგან, მხოლოდ Dr. Brown’s ბოთლები ინარჩუნებენ საკვები ნივთიერებების დონეს.

რატომ ინარჩუნებს Dr. Brown’s ბოთლები საკვები ნივთიერებების დონეს?
საკვები ნივთიერებების შენარჩუნება კვებისას განპირობებულია ბოთლის დიზაინით. მას შემდეგ რაც ვიტამინი C, რომელიც მგრძნობიარეა დაჟანგვისადმი, მცირდება გარკვეულ დონემდე, A და E ვიტამინებიც იწყებს კლებას. კვლევაში გამოყენებული ბოთლები განსხვავდებოდა ბოთლში ჰაერის და რძის ცირკულაციის კუთხით. მხოლოდ Dr. Brown’s ბოთლს გააჩნია ბოთლშიდა გამწოვი სისტემა, რომლითაც ჰაერი ბოთლის ბოლოში ხვდება. ჰაერი არ ერევა დედის რძეს ან ფორმულას, არ წარმოქმნის ჰაერის ბუშტუკებს რძის გამოდევნებისას, რაც დაჟანგვის შესაძლებლობას ამცირებს. სხვა ბოთლების შემთხვევაში, ჰაერის ბუშტუკები ერევა რძეს და საკვები ნივთირებების დონეც დაბალია.

როგორ ფუნქციონირებს "დოქტორ ბრაუნის" ბოთლები?
შიდა გამწოვი სისტემა  გამოდევნის უარყოფით წნევას და ჰაერის ჩაყლაპვის შესაძლებლობას ამცირებს

1. ბავშვის კვებისას, ჰაერი საწოვარადან შიდა გამწოვ სისტემაში ხვდება
2. გამწოვი სისტემის მილის გავლით, ჰაერი ბოთლის ბოლოში ხვდება და არ ერევა რძეს, რაც დაჟანგვის შესაძლებლობას ამცირებს და ინარჩუნებს ვიტამინებს
3.გამწოვი სისტემის გამო არ იქმნება ვაკუუმი კვებისას, ბავშვი არ განიცდის ჰაერის ბუშტუკების ჩაყლაპვით გამოწვეულ დიკომფორტს: კოლიკას, მუცლის შებერილობას
4. ბავშვისთვის კვება კომფორტულია, რადგანაც არ უწევს ვაკუუმის უარყოფით ეფექტთან ბრძოლა, რძე წოვისას თავისუფალი ნაკადით მოდის, მსგავსად ბუნებრივი კვებისა.