ბრუსკეტინი

იტალიური ფარმაცევტული კომპანია ბრუსკეტინი დაარსდა 1910 წელს იტალიაში, ქალაქ გენუაში ცნობილი იტალიელი მიკრობიოლოგის ალექსანდრო ბრუსკეტინის მიერ ,როგორც ვაქცინების კვლევისა და წარმოების ინსტიტუტი. დღემდე ამ კომპანიას მართავს მისი შთამომავლობა და ამიტომაც უცვლელად ატარებს დამაარსებლის გვარს. ,,ბრუსკეტინი ”ითვლება ვაქცინების პიონერ მწარმოებლად. 1910 წლიდან დღემდე კომპანიამ სრულყოფილებამდე აიყვანა წარმოება იმუნოთერაპიის სფეროში.გარდა იმუნოთერაპიისა ,კომპანია განაგებს ისეთ დარგებს, როგორებიცაა: ოფთალმოლოგია, ოტოლარინგოლოგია, გინეკოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, საკვები დანამატები და დერმატო-კოსმეტიკა.ძლიერ დახვეწილი ტექნოლოგიური პროცესების შედეგად იგი ამზადებს თითქმის ყველანაირ წამლის ფორმას. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია უკვე 6 წელია არსებობს. საუკუნოვანი კომპანია ბრუსკეტინი წარმატებით ფლობს ამერიკის,აფრიკის ,ევროპისა და აზიის უამრავი ქვეყნების ფარმაცევტულ ბაზრებს. საქართველოში ბრუსკეტინი - ის კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი-კომპანია პსპ ექსკლუზიური წარმომადგენელი საქრთველოში - მაია ლობჯანიძე