Nuk
ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია

EURODRUG Laboratories ['ევროდრაგ' ლაბორატორიები] წარმოადგენს კერძო ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 24–ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის შტაბ–ბინა ჰააგაშია (ნიდერლანდები).
კომპანია დაფუძნდა 70–იანი წლების ბოლოს, იმ მიზნით, რომ სამკურნალო საშუალებების წამყვან ევროპულ ბრენდებს ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის სწრაფად განვითარებადი ბაზრებისთვის მიეღწიათ. 
კომპანიის ფორმირების მთავარი ფილოსოფიური კონცეფცია იმაში მდგომარეობდა, რომ უნივერსიტეტების სამეცნიერო ცენტრებისა და იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების მცირე ფარმავეცტული ცენტრების თანამშრომლობით შექმნილი ორიგინალური სამკურნალო მოლეკულები, ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის სამედიცინო პრაქტიკაში დაენერგათ. 
კომპანიას უძლიერესი საწარმოები აქვს როგორც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ იტალიასა და უნგრეთში, ასევე, ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში. კომპანიის მიერ შემოთავაზებული სამკურნალო საშუალებების მაღალი ხარისხის უდაო გარანტია კომპანიის ეგრეთწოდებული ორმაგი სერთიფიცირების პრინციპი, როდესაც წარმოების ქვეყნის ლაბორატორიების გარდა, პრეპარატი სავალდებულო შემოწმებას გადის ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. სხვათა შორის, ლეიდენის უნივერსიტეტი ერთერთი უძველესია მსოფლიოში. 

კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია პრეპარატების კლინიკური კვლევების დაფინანსება და მონიტორინგი, რაც, როგორც წესი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით უნივერსიტეტის კლინიკების ბაზაზე წარმოებს. 

კომპანია აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონგრესებში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული ექიმები და კლინიკოსები ერთმანეთს კვლევების შედეგებს უზიარებენ. 
ბოლო წლების განმავლობაში კომპანია ინტენსიურად ვითარდება, რადგან მთელს ძალისხმევას მწარმოებელი ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის გარკვეულ სეგმენტში აბანდებს. EURODRUG Laboratories - ის მიერ წარმოებული მედიკამენტების წლიური ბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან საქონელბრუნვასთან შედარებით 64%–ით გაიზარდა. 

ახლა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ–ს ქვეყნებში გაფართოების შესახებ. ამდენად, EURODRUG Laboratories - ის მიერ წარმოებული პრეპარატები, რომლებიც უკეთ დააკმაყოფილებენ თანამედროვე ეფექტურ სამკურნალო საშუალებებზე მედიცინის მუშაკების მზარდ მოთხოვნებს, სულ მალე გამოჩნდება დსთ–ს ყვეყნების ბაზარზეც.