როტაფარმი

კომპანიის შესახებ

ჯენერიკული ფარმაცევტული კომპანია  როტაფარმი დაარსდა 2005 წელს დიდ ბრიტანეთში. დღეისათვის იგი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. 

კომპანია როტაფარმის მიზანი:
- დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების ძიება და წარმატებით დანერგვა;
 
- მედიკამენტების მაღალი ხარისხის, მაღალკვალიფიციური გუნდისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების წყალობით
ჩვენი პროდუქციით მომხმარებლის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა და არჩეულ ბაზრებზე ლიდერობის მიღწევა.

 წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების ბაზარზე კომპანია როტაფარმი კონკურენტუნარიანი გახდა მარკეტინგის სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვის, GMP სტანდარტების შესაბამისად პრეპარატების წარმოების, კლინიკური და ბიოექვივალენტობის კვლევების შედეგების, GCP და GLP სტანდარტების, საკუთარ ბრენდირებულ ჯენერიკებზე მტკიცებითი კლინიკური ბაზის შექმნის წყალობით.

კომპანია როტაფარმის წარმომადგენლობა საქართველოში მოღვაწეობს 2008 წლიდან. კომპანიის ასორტიმენტი წარმოდგენილია, როგორც რეცეპტურული, ასევე რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების ფართო პორტფელით, რომელიც მოიცავს კარდიოლოგიურ, ნევროლოგიურ, რევმატოლოგიურ, გინეკოლოგიურ, თერაპიულ, პედიატრიულ და სხვა მიმართულებებს. კომპანიის პორტფელი  საქართველოში დღეისათვის 62 გამოშვების ფორმის სახით წარმოდგენილ 43 დასახელების პრეპარატს მოიცავს, უახლოეს მომავალში კი იგეგმება მისი მნიშვნელოვანი ზრდა.

ჩვენი მისიაა როტაფარმი იქცეს  ერთ-ერთ მოწინავე საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიად და გავხდეთ ფარმაცევტული სექტორის მნიშვნელოვანი გლობალური წარმომადგენელი პროდუქციის მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების, მკურნალობასა და მარკეტინგში ინოვაციური გადაწყვეტილებების წყალობით