Nuk
ანესთეზოლი / Anaesthesole


შემადგენლობა

1 სანთელი შეიცავს:
ანესთეზინი, დერმატოლი, თუთიის ჟანგი, მენთოლი, სანთლის ფუძე _ საკმარისი რაოდენობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰემოროიდულ საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ანტისეპტიკური და შემკვრელი თვისებები

ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ტკივილების, ქავილის, სპაზმების შესამცირებლად უკანა ტანის ნეხეთქების და ბუასილის დროს

მიღების წესები და დოზები
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, სველდება წყალში და შეყავთ ღრმად უკანა ტანში.
ინიშნება 1-2 ჯერ დღეში. შეშუპების ან გაღიზიანების შემთხვევაში სანთელს ადნობენ და იგი ტამპონის საშუალებით დაიტანება მტკივნეულ ადგილზე, მსუბუქი მასაჟით.

გვერდითი მოვლენები
წვის შეგრძნება უკანა ტანში, ფაღარათი.

უკუჩვენება
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა

შენახვის პირობები და ვადები
3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება
ინახება გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

სად შევიძინოთ?