ანტისტენოკარდინი / ANTISTENOCARDIN


რას შეიცავს ანტისტენოკარდინი
- აქტიური ნივთიერება: დიპირიდამოლი 25 მგ ერთ ტაბლეტში
- სხვა შემადგენელი კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ცელულოზა, მიკროკრისტელური, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, კროსპოვიდონი.
გარსის შემადგენლობა: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საქაროზა, ჟელატინი, აკაციის გუმფისი, საღებავი ოპადრაი წითელი (ყვითელი დაისი FჩF (E110), აზორუბინი (E122)), მაკროგოლი, გლიცეროლი.

ანტისტენოკარდინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი, ორმხრივამობურცული წითელი ფერის ტაბლეტები.
30 შემოგარსული ტაბლეტი პვქ/ ალუმინის ფოლგის ბლისტერში; 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

რას წარმოადგენს ანტისტენოკარდინი  და რისთვის გამოიყენება
ანტისტენოკარდინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიპირიდამოლს, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ანტითრომბოზულებად. იგი ცვლის თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) თვისებას, რომლებიც ჩვეულებრივ პასუხს აგებენ სისხლის შედედებაზე.
ანტისტენოკარდინი გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის დასაბრკოლებლად პაციენტში,  რომლებიც იტარებენ ანტიკოაგულურ (შედედების საწინააღმდეგო) მკურნალობას პოსტოპერაციულ პერიოდში.

ანტისტენოკარდინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ანტისტენოკარდინი
- თუ გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ანტისტენოკარდინის გამოყენებისას
- თუ  გამოვლინდა გულის დაავადება - სტენოკარდია (ტკივილი მკერდში)
- თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ მიოკარდის ინფარქტი;
- თუ გახასიათებთ გულის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სისხლის წნევის დაწევა ან გულის სხვა პრობლემები;
- თუ გაქვთ მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე);
- თუ გახასიათებთ სერიოზული დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლდენასთან ან სისხლდენის მიმართ მიდრეკილებასთან; 
- თუ გეგმავთ მანიპულაციას, რომელის შესაძლოა აისახოს სისხლდენის მიმართ მიდრეკილებაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილიც.
მკურნალობაზე შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სისხლის წნევის დამწევმა, სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებების (აცენოკუმაროლი, აცეტილსალიცილის მჟავა, ჰეპარინი), ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების (იბუპროფენი, ინდომატაცინი, პიროქსიკამი)  ერთად გამოყენებისას, ასევე კუნთების სისუსტის სამკურნალო პრეპარატების (ქლონესტერაზები), ფლუდარაბინის (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები), სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას (ანტაციდები), თეოფილინთან, ამინოფილინთან, კოფეინთან ერთად გამოყენებისას. თუ მკურნალობთ ადენოზინით, აცნობეთ ექიმს იმის შესახებ, რომ მიიღებთ ანტისტენოკარდინს.

ორსულობა და ლაქტაცია
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს. 

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ანტისტენოკარდინი არ ახდენს ზეგავლენას აქტიურ ყურადღებაზე და შესაძლოა მისი გამოყენება მძღოლების და მანქანის ოპერატორების მიერ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანტისტენოკარდინის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის შესახებ
- სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას დამხმარე ნივთიერების სახით. თუ ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ მას რჩევისთვის ამ პრეპარტის გამოყენებამდე.
- სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი, რომელიც განკუთვნილია ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისათვის (გლუტენის ენტეროპათია). პაციენტებმა რომლებთაც ახასიათებთ ალერგია ხორბლის მიმართ (ცელიაკისგან განსხვავებით) არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. 
- პრეპარატის შემადგენლობაში შედის საღებავები E110 და E122, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

ანტისტენოკარდინის მიღების წესი
მიიღეთ ანტისტენოკარდინი ყოველთვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევით.
ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამის დროს.
უფროსები
რეკომენდებული დოზა - 3-4 ტაბლეტი 4 ჯერ დღეში.
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინირებული მკურნალობისას მიიღება დოზა რომელიც შეადგენს 3-4 ტაბლეტის დღეში 2-ჯერ.
ბავშვები
ანტისტენოკარდინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

თუ მიიღეთ ანტისტენოკარდინის ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების სიმპტომები ხშირად არის გამოხატული ჰიპოტენზია (სისხლის წნევის დაწევა). შესაძლოა გამოცლინდეს ზოგიერთი სიმპტომი:
სისხლის მიწოლა, სიწითლე, ოფლიანობა, მოუსვენრობა, სისუსტის გრძნობა, სტენოკარდიული ტკივილი.
ასეთ შემთხვევებში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის!

თუ გამოტოვეთ ანტისტენოკარდინის დოზა
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე ახლოვდება მომდევნო რეკომენდებული დოზის მიღების დრო, მაშინ გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ მომდევნო დოზა  ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ გექნებათ ნებისმიერი დამატებითი კითხვა პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედებები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, ანტისტენოკარდინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვლინდებიან არა ნებისმიერ პაციენტში.
მკურნალობის დასაწყისში ხშირად აღინიშნება: ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში. უმეტეს შემთხვევებში ეს გვერდითი მოქმედებები სუსტია და ქრება თანდათან, ორგანიზმის შეჩვევისთანავე სამკურნალო პრეპარატთან.
უფრო იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს: სისხლის მიწოლა, სისხლის წნევის დაწევა, გამონაყარი, სუნთქვის გართულება, ტუჩების, ენის ან სახის შეშუპება, ზოგიერთ შემთხვევებში ტკივილი მკერდის არეში ან სტენოკარდიის სიმპტომების გაუარესება, გულის არითმია (გულის რითმის დარღვევა). ზოგიერთ პაციენტში იზრდება მიდრეკილება ნაღვლის კენჭის განვითარების მიმართ. ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სილურჯეების წარმოქმნის რისკს).

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ანტისტენოკარდინის შენახვის წესი
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ანტისტენოკარდინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისაინობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღეზე.
ვარგისობის ვადა : 5 წელი 

სამკურნალო საშუალება არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპარტის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გაიცემა ექიმის დანიშნულებით