Plasmon
აშვა ანტი-სტრესი / Ashwa anti stress

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ვეგანური კაფსულა N30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი (ჭიტჰანია შომნიფერა) სტანდარტიზებული 10% ვითანოლიდის გლიკოზიდამდე, L-ტრიფტოფანი, მაგნიუმი, ვიტამინი B6

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი (ბად)


შემადგენლობა
აშვა ანტი-სტრესის ერთი ვეგანური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 
100 მგ აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტისგან (ჭიტჰანია შომნიფერა) სტანდარტიზებული ვითანოლიდის გლიკოზიდი – 10 მგ, L-ტრიფტოფანი – 200 მგ, მაგნიუმის ოქსიდი – 127.5 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 5.6 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიკონის დიოქსიდი
არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს გლუტენს

 

მოქმედების მექანიზმი
აშვა ანტი-სტრესი წარმოადგენს აშვაგანდას, L-ტრიფტოფანის, მაგნიუმისა და B6 ვიტამინის კომბინაციას, რომელიც დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობილების გაუმჯობესებაზე, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, აღადგენს შრომისუნარიანობას, ხელს უწყობს სტრესთან ადაპტაციას და ამცირებს მის დამაზიანებელ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ზრდის გამძლეობას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მიმართ.

აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი (Withania Somnifera) გამოიყენება ტრადიციულ ინდურ მედიციაში, როგორც მატონიზირებელი და ადაპტოგენური საშუალება ყოველდღიური და ქრონიკული სტრესის წინააღმდეგ. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ამცირებს დეპრესიულობასა და გაღიზიანებადობას, ამცირებს კორტიზოლის გამომუშავებას, შესაბამისად  – სტრესისა და შფოთვის დონეს, ზრდის ორგანიზმის მედეგობას სტრესის მიმართ და აუმჯობესებს შრომისუნარიანობას, აღადგენს ძილის დარღვეულ რეჟიმს. აშვაგანდა ზრდის გამძლეობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ და ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას, რის გამოც დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტსემენებში.Aასტიმულირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას მამაკაცებში, შედეგად აუმჯობესებს ლიბიდოს და სქესობრივ ფუნქციას. აშვაგანდა, ასევე, ხელს უწყობს იმუნური სტატუსის გაუმჯობესებას. 

L-ტრიფტოფანი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც B6 ვიტამინთან და მაგნიუმთან ერთად მონაწილეობს სეროტონინის – ე.წ. "ბედნიერების ჰორმონის" სინთეზში, რაც დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობილებაზე, ამცირებს სტრესისა და შფოთვის ალბათობას. L-ტრიფტოფანი, ასევე, მონაწილეობს მელატონინის – "ძილის ჰორმონის" სინთეზში, შესაბამისად, უზრუნველყოფს ძილის ფიზიოლოგიურ რეჟიმს. 

მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთებში, ხელს უწყობს ორგანიზმის დამშვიდებასა და მოდუნებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს კორტიზოლისა და ზრდის სეროტონინის დონეს ორგანიზმში,  რითაც ეხმარება მას სტრესთან გამკლავებაში. 

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის შეღწევას უჯრედში. ვიტამინი  B6 ზრდის მაგნიუმის აბსორბციას 20-40%-ით, ხელს უწყობს ჰორმონების – დოფამინის, სეროტონინის სინთეზს, რითაც ამცირებს სტრესის დონეს ორგანიზმში, გაღიზიანებადობასა და აგზნებადობას. მონაწილეობს ცილების დაშლისა და უჯრედული ენერგიის წარმოქმნის პროცესში. 


ჩვენებები
სტრესი და მომატებული გაღიზიანებადობა
შფოთვა
ზოგადი სისუსტე, ასთენია
შრომისუნარიანობის დაქვეითება
გუნება-განწყობილების დაქვეითება
ძილის დარღვევები
მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება


უკუჩვენებები
შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
სედაციურ და საძილე საშუალებებთან ერთდროული მიღება
ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ერთდროული მიღება
ორსულობა, ლაქტაცია
18 წლამდე ასაკი


სიფრთხილის ზომები
აშვა ანტი-სტრესი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. არ გამოიყენება შემადგენელი ნივთიერებების მიმართ ალერგიის შემთხვევაში. 

დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება! 


მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, 18 წლის ასაკიდან, 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

 

გვერდითი მოვლენები
იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – იხილეთ შეფუთვაზე.
ინახება დახურულ კონტეინერში, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 0-250ჩ ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა
ვეგანური კაფსულა; 30 კაფსულა ბლისტერზე

 

სად შევიძინოთ?