ანუზოლი / Anusole


შემადგენლობა

1 სანთელი შეიცავს:
ქსეროფორმი 0,1გ
შმაგას (ბელადონას) ექსტრაქტი 0,02გ
თუთიის სულფატი 0,05გ
გლიცერინი გამოხდილი 0,12გ
სანთლის ფუძე 2,14-დან 2,36გ სანთლის მიღებამდე
აღწერილობა
სანთლები მომწვანო-მოყვითალო ფერის ან მომწვანო-მოყვითალო ფერის წაბლისფერი ელფერით ან ღია ყავისფერი ქსეროფორმის სუნით, ტორპედოსმაგვარი ფორმის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემომგარსველი და გამშრობი მოქმედება

ჩვენებები
ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს

მიღების წესები და დოზები
სანთლები, წინასწარ თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად სწორ ნაწლავში.
ინიშნება 1 სანთელი 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა _ 7 სანთელი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
გლაუკომა;
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, სწრაფ ფსიქიურ რეაქციებს (მათ შორის ავტომობილის მართვა, მუშაობა მექანიზმებთან).

შენახვის პირობები და ვადები
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +20°C.

რეგისტრაციის # და თარიღი
15.09.2008