Nuk
აპიდრა / APIDRA


ათქ კლასიფიკაციის კოდი
A10AB

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი კანქვეშა ინექციისათვის: ფლაკონში 10 მლ, კარტრიჯში 3 მლ.
1 მლ
გლულიზინის ინსულინი. . . . . 100 სე 
საინექციო ხსნარი: კალმებში "შოლოშტარ" 3 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ
გლულიზინის ინსულინი. . . . . 100 სე 
დამხმარე ნივთიერებები: მეტაკრეზოლი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატ 20, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.                                                                                                                   

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ადამიანის ინსულინის რეკომბინანტული პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აპიდრა არის გამჭვირვალე, უფერო, საინექციო ხსნარი, რომელიც შეიცავს გლულიზინის ინსულინს. გლულიზინის ინსულინი იწარმოება დნმ-ის რეკომბინანტული ტექნიკით ნაწლავის ჩხირის კომბინირებით. გლულიზინის ინსულინს გააჩნია სწრაფი მოქმედება და ხანმოკლე ეფექტი. 
აპიდრა წარმოადგენს ანტიდიაბეტურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის რაოდენობის შესამცირებლად. დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს. 

ჩვენებები
შაქრიანი დიაბეტი.

დოზირების რეჟიმი
აპიდრა-"შოლოშტარ" მიიღება ჭამამდე 0_15 წუთით ადრე ან ზუსტად ჭამის შემდეგ. ექიმი განსაზღვრავს პაციენტისთვის საჭირო აპიდრას დოზას, პაციენტის ცხოვრების წესიდან გამომდინარე და სისხლში შაქრის მაჩვენებლის (გლუკოზა) ანალიზების შედეგისა და მანამდე მოხმარებული ინსულინის მიხედვით. 
აპიდრა არის ხანმოკლე მოქმედების ინსულინი. ექიმს შეუძლია დაუნიშნოს პაციენტს მისი გამოყენება ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან ან ჰიპოგლიკემიურ ტაბლეტებთან. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი სხვა ინსულინიდან გადადის გლულიზინის ინსულინზე, მაშინ აუცილებელია ექიმმა თავიდან გამოთვალოს დოზა. 
შესაძლებელია ბევრმა ფაქტორმა მოახდინოს გავლენა პაციენტის გლიკემიაზე. პაციენტი კარგად უნდა გაეცნოს ამ ფაქტორებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სწორად იმოქმედოს გლიკემიის ცვლილებაზე და თავიდან აიცილოს გლიკემიის დონის მომატება ან მისი ძლიერი დაქვეითება. 
ექიმი უთითებს პაციენტს, თუ რომელ ზონაში უნდა გაიკეთოს აპიდრა. აპიდრას ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს მუცლის კედელში, ბარძაყში ან მკლავის ზედა ნაწილში. ეფექტი იქნება შედარებით უფრო სწრაფი, თუ ინსულინს შევიყვანთ მუცლის კედელში. როგორც ყველა სახის ინსულინის შემთხვევაში, უნდა ვცვალოთ შეყვანის ადგილები, იქნება ეს კანქვეშ თუ პერფუზიით, მოცემული შეყვანის ზონაში (მუცლის კედელში, ბარძაყში თუ მკლავის ზედა ნაწილში). 

კალმების გამოყენება
“შოლოსტარ”  წარმოადგენს ნახევრად სავსე, ერთჯერადი გამოყენების კალამს, რომელიც შეიცავს გლულიზინის ინსულინს. კალამი გამოიყენება მხოლოდ იმ სახით, როგორც ეს აღწერილია გამოყენების თაობაზე არსებულ მითითებებში.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ავადმყოფობის სავარაუდო გავრცელება, თითოეული კალამი უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პაციენტმა. 
გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების ტესტი. გამოიყენება მხოლოდ “შოლოსტარ”-ისთვის გათვალისწინებული ნემსები. 
აპიდრა წარმოადგენს ხსნარს და გამოყენებამდე არ არის აუცილებელი მისი შენჯრევა. 
თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი ოდენობით აპიდრა ან თუ შეიყვანა აპიდრას  დიდი დოზა, სისხლში შაქრის რაოდენობა შეიძლება ძალიან შემცირდეს (ჰიპოგლიკემია). პაციენტმა ხშირად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის რაოდენობა. ძირითადად, ჰიპოგლიკემიის პრევენციისათვის, უფრო კარგად უნდა იკვებოს და გააკონტროლოს გლიკემია. 
თუ პაციენტს დაავიწყდა აპიდრას მიღება, გამოტოვა დოზა ან შეიყვანა მისი მცირე დოზა, სისხლში შაქრის რაოდენობამ შესაძლებელია ძალიან მოიმატოს (ჰიპერგლიკემია). აუცილებელია გლიკემიის ხშირი კონტროლი. 
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, აპიდრასაც შეიძლება თან ახლდეს არასასურველი ეფექტები.
გლიკემიის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გონების დაკარგვა. ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დაზიანება. 
მხედველობის ფუნქციის მოშლა
გლიკემიის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ (შემცირებამ ან მომატებამ) შესაძლებელია გამოიწვიოს  მხედველობის ფუნქციის დროებითი მოშლა. თუ პაციენტს აქვს ბადურის პროლიფერაცია (გაზრდით გაყოფა), მაშინ ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაკარგვა. 
კანის მხრივ არასასურველი ეფექტები და ალერგიული რეაქციები
თუ კანის ერთსა და იმავე ადგილას ხშირად შეჰყავთ ინსულინი, შეიძლება ამ ადგილას კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი უფრო გათხელდეს ან გასქელდეს (რეაქცია, რომელსაც ლიპოდისტროფიას უწოდებენ). თუ ასეთ ზონაში შეჰყავთ ინსულინი, შეიძლება მან არ გამოავლინოს სათანადო ეფექტი. საჭიროა შეიცვალოს ადგილი თითოეული ინექციისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ კანის ამგვარი მოდიფიკაცია. 
არსასურველმა რეაქციებმა შესაძლებელია თავი იჩინონ ინექციის ადგილას (მაგალითად: სიწითლე, ინექციისას უჩვეულო, ინტენსიური ტკივილი, მადის დაკარგვა, ჭინჭრის ციება, შეშუპება და ანთება). ეს რეაქციები შეიძლება აგრეთვე გავრცელდეს ინექციის წერტილის გარშემო. ინსულინის მიმართ რეაქციების უმრავლესობა ვლინდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. 
ინსულინის მიმართ გავრცელებულმა ალერგიამ, რომელსაც შედარებით იშვიათი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან მწვავეა, შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ძლიერი ქავილით) მთელს სხეულზე, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რიტმის აჩქარება ან ოფლიანობა. ალერგიის მძიმე შემთხვევები, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.
თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია)
გლიკემია შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, თუ:
- პაციენტმა არ მიიღო ან საკმარისი დოზით არ მიიღო ინსულინი, ან თუ იგი ნაკლებად ეფექტურია, არასათანადო პირობებში შენახვის გამო;
- პაციენტი ნაკლებად მისდევს ფიზიკურ ვარჯიშს, იმყოფება სტრესულ სიტუაციაში  (ემოციური ღელვა, გაღიზიანება), ან აქვს ჭრილობა, გაიკეთა ოპერაცია, აღენიშნება ციებ-ცხელება ან სხვა სახის დაავადება;
- პაციენტი იღებს იღებთ ან ღებულობდა სხვა მედიკამენტებს.
სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს გლიკემიის შესახებ შემდეგია: წყურვილის შეგრძნება, შარდვის მოთხოვნილების მომატება, დაღლილობა, კანის გამოშრობა, სახის სიწითლე, მადის დაკარგვა, არტერიული წნევის შემცირება, გულის ცემის აჩქარება, სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება, კეტონური სხეულების და/ან შარდში შაქრის არსებობა, კუჭის არეში ტკივილები, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, აგრეთვე გონების დაკარგვა მიუთითებს სერიოზულ მდგომარეობაზე (აციდო –კეტოზი), რომელიც გამოწვეულია ინსულინის ნაკლებობით. 
თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია)
შაქრის რაოდენობა სისხლში შეიძლება შემცირდეს უკიდურესად, თუ პაციენტი:
- საჭიროზე მეტ ინსულინს ღებულობს;
- გვიან სადილობს ან გამოტოვა სადილი;
- არ ჭამს საკმარისად ან იღებს ისეთ საკვებს, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს;
- კარგავს ნახშირწყლებს პირღებინების ან დიარეის შედეგად;
- სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არასაკმარისი რაოდენობის საკვებს ღებულობს;
- ჩვეულებრივზე მეტი ინტენსივობით იტვირთება ფიზიკურად;
- იტარებს მკურნალობის კურსს სხვა სახის სამედიცინო ჩარევიდან ან სტრესიდან მიღებული ტრავმის სამკურნალოდ;
- ინკურნება ციებ-ცხელებისაგან ან სხვა სახის დაავადებისაგან;
- იღებს ან შეწყვიტა სხვა მედიკამენტების მიღება.
სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება ძალიან ან ძალიან სწრაფად, შეიძლება იყოს, მაგალითად: ოფლის დენა, კანის სისველე, შიში, წუხილი, გულის აჩქარებული რიტმი, არტერიული წნევის მომატება, ცახცახი, არარეგულარული გულისცემა. ეს სიმპტომები ხშირად წინ უძღვის სიმპტომებს, რომლებიც გამოწვეულია თავის ტვინში შაქრის ნაკლებობით. 
სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ტვინში შაქრის ნაკლებობით, შემდეგია: თავის ტკივილები, ინტენსიური შიმშილის გრძნობა, გულისრევა, პირღებინება, დაღლილობა, უძილობა, შფოთვა ძილის დროს, მღელვარება, აგრესიული მოქმედება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ცვალებადი რეფლექსები, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების მოშლა (შეიძლება სიტყვების საერთოდ დავიწყება), მხედველობის მოშლა, კანკალი, დამბლა, ჟრუანტელის შეგრძნება (ჭინჭრის ციება), დაბუჟება და პირის ღრუს დაბუჟება, თავბრუსხვევა, საკუთარის თავის კონტროლის დაკარგვა, საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა. 

ორსულობა და ლაქტაცია
პაციენტმა უნდა აცნობოს თქვენს ექიმს მოსალოდნელი ფეხმძიმობის შესახებ ან იმ ფაქტის თაობაზე, თუ უკვე ფეხმძიმედ ხართ. შეიძლება აუცილებელი გახდეს ინსულინის დოზის შეცვლა ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ. დიაბეტის მკაცრ კონტროლსა და ჰიპოგლიკემიის პრევენციას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვილის ჯანმრთელობისათვის.  
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში აპიდრას გამოყენების თაობაზე. 
ჩვილის ძუძუთი კვების დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს ინსულინის დოზისა და კვების რეჟიმის ადაპტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
აპიდრას გამოყენების ეფექტურობას მნიშვნელოვან წილად განაპირობებს დოზირებასთან, სისხლის კონტროლთან, კვების რეჟიმსა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ექიმის მიერ მოცემული რჩევების დაცვა. 
მანქანის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება: თუ სისხლში შაქრის რაოდენობა დაბალია (ჰიპოგლიკემია) ან ძალიან მომატებულია (ჰიპერგლიკემია), მაშინ შესაძლებელია შემცირდეს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან მართვის უნართან დაკავშირებით, თუ მას აღეენიშნება ჰიპოგლიკემიის ხშირი შემთხვევა ან ჰიპოგლიკემიის შემცირების ან გაქრობის მანიშნებელი სიმპტომები. 

სხვა წამლებთან ურთიოერთქმედება
ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს შაქრის დონის დაწევას, ზოგიერთი კი პირიქით მის მომატებას, ზოგიერთს კი შეიძლება ორივე ეფექტი ახასიათებდეს სხვადასხვა შემთხვევაში.  თითოეულ შემთხვევაში შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ინსულინის დოზირების ადაპტირება რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლში შაქრის ძალიან დაბალი ან მაღალი ოდენობა. მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირება, მოიცავენ შემდეგ საშუალებებს: ამფ-ინჰიბიტორები (გამოიყენება ზოგიერთი კარდიოლოგიური დაავადების სამკურნალოდ), დიზოპირამიდი (გამოიყენება ზოგიერთი კარდიოლოგიური დაავადების სამკურნალოდ), ფლუოქსეტინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ფიბრატები (გამოიყენება სისხლში ლიპიდების პათოლოგიურად მაღალი დონის შესამცირებლად), მაო-ს ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), პროპოქსიფენი, სალიცილატები, ასპირინი და სულფანილიდები.
მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება, მოიცავენ: კორტიკოიდებს (კორტიზონი), დანაზოლს, დიაზოქსიდს, დიურეზულებს (შარდმდენი საშუალებები), გლუკაგონს, იზონიაზიდს, ესტროგენებსა და პროგესტაგენებს (მაგალითად, კონტრაცეპტული ტაბლეტები), ფენოთიაზინის ნაწარმებს, სომატოტროპინს (ზრდის ჰორმონი), სიმპათომიმეტურ საშუალებებს (მაგალითად: ეპინეფრინი (ადრენალინი) ან სალბუტამოლი, ტერბუტალინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, პროტეაზას (ფერმენტი) ინჰიბიტორები და ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად: ოლანზაპინი და კლოზაპინი). 
სისხლში შაქრის რაოდენობამ შესაძლებელია მოიმატოს ან შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს β-ადრენობლოკატორებს, კლონიდინს, ლითიუმის მარილებს ან თუ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს. პენტამიდინს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რასაც ზოგჯერ მოჰყვება ჰიპერგლიკემია. ბეტა-ბლოკატორებს, ისევე როგორც ზოგიერთ ადრენერგულ და სიმპათოლიზურ მედიკამენტს (მაგალითად: კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი) შეუძლიათ შენიღბონ ჰიპოგლიკემიური რეაქციის მანიშნებელი სიმპტომების განვითარება ან გამოიწვიონ მათი სრული გაქრობა. 

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე, დაუშვებელია გაყინვა. ნახევრად სავსე კალამი ინახება გარე კოლოფით სინათლისგან დაცვის მიზნით. გამოყენებამდე ახალი კალმის შენახვა შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე 1-2 საათი. 
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი. პირველი გამოყენების შემდეგ - 4 კვირა.

აფთიაქიდან გაცემის წესები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

სად შევიძინოთ?