Nuk
ბილობილი / BILOBIL


წამლის ფორმა
კაფსულები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 
გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 40 მგ
(სტანდარტიზებული 9.6 მგ გინკგოს ფლავონური გლიკოზიდების და 2.4 მგ ტერპენის ლაქტონების (გინკგოლიდები და ბილობალიდები)).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი, ტალკი.

აღწერილობა
შოკოლადისფერ-ყავისფერი კაფსულები, რომლებიც შეიცავს მოყვითალო-ყავისფერ ფხვნილს უფრო მუქი ფერის ხილული ნაწილაკებით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატი. ათქ კოდი ჩ04AX..

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკგო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენის ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას. ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულაცია, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგება.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ენიშნებათ პირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს:
- ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა, 
- ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება,
- შფოთვის, შიშის შეგრძნება,
- თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა.
ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სისხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ინიშნება პერ-ოს 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. კაფსულები უნდა ჩაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს არა ნაკლებ 3 თვეს.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ 1 თვეში ვლინდება. განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), დისპეფსია, თავის ტკივილი, სისხლის შედედების დაქვეითება. 

ორსულობა და ლაქტაცია
ბილობილის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზა
დღეისათვის პრეპარატის ბილობილი ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები ცნობილი არ არის.

გამოშვების ფორმა
40 მგ კაფსულები, 10 კაფსულა ბლისტერზე. შეფუთვაში 2 ბლისტერი.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.