Nuk
კორდარონი / CORDARONEE


ათქ კლასიფიკაციის კოდი
C01BD01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.
ამიოდარონის ჰიდროქლორიდი...........................200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი K90F, სილიციუმის უწყლო კოლოიდური ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი
საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ, შეფუთვაში 6 ც.

1 მლ 1 ამპ.
ამიოდარონის ჰიდროქლორიდი........50 მგ 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პოლისორბატი, საინექციო წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიარითმიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიარითმიული თვისებები: 
- კორდარონი აბლოკირებს კალიუმის არხებს, ახანგრძლივებს რეპოლარიზაციის ფაზას და აქედან გამომდინარე ხელს უწყობს გულის კუნთის მოქმედების პოტენციალის მე-3 ფაზის პროლონგირებას (ანტიარითმიული საშუალებების III ჯგუფი Vაუგჰან ჭილლიამს-ის კლასიფიკაციის მიხედვით); მოქმედების პოტენციული პროლონგირება გავლენას არ ახდენს გულის მუშაობის რითმზე;
- იგი ამცირებს სინუსურ ავტომატიზმს ბრადიკარდიამდე, რომელიც შედარებით რეზისტენტულია ატროპინის მიმართ;
- ხასიათდება პარციული ალფა- და ბეტა-მაბლოკირებელი თვისებებით; 
- ანელებს სინოატრიულ, წინაგულოვან და ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, რომელიც უფრო მკვეთრადაა გამოხატული გულის ხშირი რითმის დროს. არ ცვლის პარკუჭთაშიდა გამტარებლობას;
- ზრდის რეფრაქტერულ პერიოდს და ამცირებს მიოკარდის აგზნებას წინაგულოვან, ატრიოვენტრიკულურ და პარკუჭოვან დონეზე;
- აფერხებს გამტარებლობას და ახანგრძლივებს რეფრაქტერულ პერიოდს წინაგულოვან-პარკუჭოვან გზებში.
ანტიიშემიური თვისებები:
- იწვევს სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის და გულის რითმის ზომიერად დაქვეითებას, რაც ამცირებს მის მოთხოვნილებას ჟანგბადის მიმართ;
- ხასიათდება პარციული ალფა- და ბეტა-მაბლოკირებელი მოქმედებით;
- კორონარულ არტერიებზე პირდაპირი ზემოქმედებით აძლიერებს კორონარული სისხლმიმოქცევის პროცესს;
- აორტაში წნევის შემცირების და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითების გზით ხელს უწყობს გულის სისტოლური მოცულობის სტაბილიზაციას.
სხვა ეფექტები: არსებითი უარყოფითი ინოტროპული ეფექტი არ ახასიათებს.

ფარმაკოკინეტიკა
კორდარონი პერორალურად მიღებისას ნელა და სხვადასხვა ხარისხით შეიწოვება.
იგი ხასიათდება სხვადასხვა ადგილებში დაგროვების დიდი უნარით (ცხიმოვანი ქსოვილი, მაღალ პერფუზირებული ორგანოები, ისეთები, როგორიცაა: ღვიძლი, ფილტვები და ელენთა).
სხვადასხვა ავადმყოფებში პერორალური ამიოდარონის ბიოშეღწევადობა მერყეობს 30-დან 80%-ის ფარგლებში (საშუალო მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 50%-ს).
სისხლის პლაზმაში ამიოდარონის მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნება 3-7 სთ-ის შემდეგ მისი ერთჯერადი დოზით მიღებისას.
სამკურნალო ეფექტი ძირითადად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ  (რამოდენიმე დღიდან ორ კვირამდე).
პრეპარატი ხასიათდება ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდით (20-100 დღე).
მკუნალობის პირველ დღეებში პრეპარატი გროვდება თითქმის ყველა ქსოვილებში, განსაკუთრებით-ცხიმოვან ქსოვილში.
ელიმინაცია იწყება რამოდენიმე დღის შემდეგ და ავადმყოფთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით სისხლის პლაზმაში პრეპარატის სტაბილური კონცენტრაციები აღინიშნება ერთიდან-რამოდენიმე თვის განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამკურნალო ეფექტის მისაღწევად, კორდარონის ქსოვილებში დაგროვების მიზნით საჭიროა მიღებულ იქნას პრეპარატის საწყისი (დარტყმითი) დოზები.

ჩვენებები
ვენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობა: წინაგულოვანი არითმია პარკუჭოვანი ტაქიკარდიით, ჭPჭ-სინდრომით გამოწვეული ტაქიკარდია, სინუსური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლიები.

დოზირების რეჟიმი
ტაბლეტები
მოზრდილებს პრეპარატი ენიშნებათ დარტყმით დოზებში 600-დან 1000 მგ-მდე 8-10 დღის განმავლობაში.
მინიმალურ ეფექტურ თერაპიულ დოზას შეადგენს 100 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში.
რადგან კორდარონი ხასიათდება ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდით, მისი მიღება შეიძლება ყოველ მეორე დღეს 200 მგ-იანი დოზით. (ხოლო ყოველდღე 100 მგ-იანი დოზით). აგრეთვე შესაძლებელია კვირაში 2 დღიანი შესვენება.
ვენაში ინფუზია
საწყისი დოზა: პრეპარატი შეჰყავთ ძირითადად 5 მგ/კგ-იანი დოზით გლუკოზის 250 მლ 5% ხსნართან ერთად, 20 წთ-იდან 2 სთ-ის განმავლობაში, შესაძლებელია ინფუზიის განმეორება 2-3-ჯერ 24 სთ-ის განმავლობაში. ინფუზიის სისწრაფის კორექცია ხდება მიღებული შედეგიდან გამომდინარე.
მკურნალობის ეფექტი აღინიშნება ინფუზიიდან რამოდენიმე წუთში და ქრება თანდათან.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: 10-20 მგ/კგ დღეში (საშუალოდ 600-800 მგ/დღეში და 1200 მგ/მდე დღეში) გლუკოზის 250 მლ 5%-იან ხსნართან ერთად რამოდენიმე დღის განმავლობაში.
ინფუზიის პირველი დღიდანვე საჭიროა პრეპარატის პერორალურ მიღებაზე თანდათან გადასვლა.
ვენაში ინექციის დროს პრეპარატი 5 მგ/კგ შეჰყავთ 3 წუთის განმავლობაში. ერთ შპრიცში კორდარონის და სხვა პრეპარატების შერევა ნებადართული არ არის. 

გვერდითი მოვლენები
- მკურნალობის პროცესში ადგილი აქვს სხვადასხვა სახის არასასურველ რეაქციებს, რომლებიც დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება შედარებით დაბალ დოზებში;
- ზოგიერთ ავადმყოფებში ადგილი აქვს ბრადიკარდიის განვითარებას (55 დარტყმა წთ-ში);
- კანის მგრძნობელობის მომატება და პიგმენტაცია;
- იშვიათად-გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოვნების შესუსტება ან დაკარგვა;
- ნევროლოგიური დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში-ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, კუნთებში სისუსტის შეგრძნება.

უკუჩვენებები
- სინუსური ბრადიკარდია და სინოატრიული ბლოკი;
- სინუსური უკმარისობის სინდრომი, რითმის მატარებლით კორექციის შემთხვევების გარდა (სინუსური კვანძის გაჩერების საშიშროება);
- ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, II და III ხარისხის ბლოკადა, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას რითმის მატარებლით;
- გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი; მძიმე არტერიული ჰიპოტენზია;
- იმ პრეპარატებთან კომბინაცია, რომელთაც ძალუძთ გამოიწვიონ პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
- ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია;
- იოდის ან კორდარონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
რადგან პრეპარატი გადადის ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალში, ორსულობის დროს მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
პრეპარატი მნიშვნელოვანი რაოდენობით ექსკრეტირდება დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
კორდარონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება, შრატში კალიუმის რაოდენობის განსაზღვრა.
არ არსებობს მისი უარყოფითი მოქმედების შესახებ მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. 

ჭარბი დოზირება 
სინუსური ბრადიკარდია, გულის გაჩერება, პარკუჭოვანი ტაქიკარდიები, პაროქსიზმული ტაქიკარდია, ”ტორსადე დე პოინტეს”, სისხლმიმოქცევის მოშლა და ღვიძლის დაზიანება.
მკურნალობა სიმპტომურია. კორდარონი და მისი მეტაბოლიტები დიალიზის გზით არ გამოი-დევნება ორგანიზმიდან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კორდარონი სიფრთხილით ენიშნებათ კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი და დილტიაზემი), ბეტა-ბლოკატორებთან (პროპრანოლოლი) და დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში. იგი აძლიერებს დიგოქსინის მოქმედებას, აგრეთვე ვარფარინის და აცენოკუმაროლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტს.
კორდარონის და I ჯგუფის ანტიარითმიული (ქინიდინი, პროკაინამიდი, ფლეკაინიდი) საშუალებების ერთდროული გამოყენებით, მნიშვნელოვნად ძლიერდება მათი მოქმედების ეფექტი.შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
 - 3 წელი.

სად შევიძინოთ?