დეტრუზიტოლი® / DETRUSITOL®


შემადგენლობა

გარსით დაფარული ტაბლეტები: აქტიური ნივთიერება - ტოლტეროდინის L-ტარტრატი 1მგ ან 2მგ (ტოლტეროდინის 0.68 ან 1.37მგ ექვივალენტური); დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, სტეარინ მჟავა, ტიტანის დიოქსიდი. 
აღწერა:
ტაბლეტები: გარსით დაფარული, თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეეტები, ერთ მხარეს გრავირებულია თაღებით, ასოების TO (ტაბლეტები 1მგ) ან DT (ტაბლეტები 2მგ) ზევით და ქვევით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტოლტეროდინი წარმაოდგენს ქოლინერგული მუსკარინული რეცეპტორების კონკურენტულ ანტაგონისტს უპირატესად შარდის ბუშტის რეცეპტორებზე სელექციური მოქმედებით. ტოლტეროდინის 5-ჰიდროქსიმეთილის წარმოებული აგრეთვე მაღალსპეციფიკურია მუსკარინული რეცეპტორების მიმართ და არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სხვა რეცეპტორებზე. ტოლტეროდინი აქვეითებს დეტრუზორის შეკუმშვათა აქტივობას, აგრეთვე ამცირებს ნერწყვის გამოყოფას. თერაპიულზე მაღალ დოზებში იწვევს შარდის ბუშტის არასრულ დაცლას და ზრდის ნარჩენი შარდის მოცულობას. ტოლტეროდინის თერაპიული ეფექტი მიიღწევა 4 კვირაში. ტოლტეროდინი არ აინჰიბირებს CYP2D6, 2С19, 3А4 ან 1А2.

ფარმაკოკინეტიკა
ტოლტეროდინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პრეპარატის მიღების შემდეგ ტოლტეროდინის კონცენტრაცია შრატში მაქსიმუმს აღწევს 1-3 საათში. თერაპიული დოზების დიაპაზონში (1-4მგ) არსებობს ხაზოვანი დამოკიდებულება პლაზმაში პიკურ კონცენტრაციასა და დოზას შორის. შიგნით მიღების შემდეგ ტოლტეროდინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში პოლიფორმული ფერმენტით СYР2D6 ფარმაკოლოგიურად აქტიური 5-ჰიდროქსიმეთილის მეტაბოლიტის წარმოქნით, რომელიც შემდგომ მეტაბოლიზდება 5-კარბონის მჟავად და N-დეზალკილირებულ-5-კარბონის მჟავად. 5 ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტი ხასიათდება ტოლტეროდინის მსგავსი ფარმაკოლოგიური თვიხსებებით და პაციენტთა უმრავლესობაში მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას. ტოლტეროდინის სისტემური კლირენსი შრატში უმრავლეს პაციენტებში შეადგენს დაახლოებით 30ლ/სთ-ს, პრეპარატის ტაბლეტების სახით მიღრებისას ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს 2-3 საათს, 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტისა 3-4 საათს. CYP2D6 უკმარისობის მქონე პირებში ტოლტეროდინი ექვემდებარება დეზალკილირებას იზოფერმენტებით- СYР3А4, რის შედეგადაც წარმოიქმნება N-დეზალკილირებული ტოლტეროდინი, რომელსაც არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა. ტოლტეროდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ამგვარ პაციენტებში შეადგენს დაახლოებით 10 საათს. საბოლოო შეერთების კლირენსის დაქვეითება CYP2D6 უკმარისობის მქონე პირებში იწვევს ტოლტეროდინის კონცენტრაციის მომატებას (დაალხოებით 7-ჯერ) 5-ჰიდროქსიმეთილის მეტაბოლიტის არააღმოჩენადი ფორმის არსებობის ფონზე. ტოლტეროდინის და 5 ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის ცილებთან კავშირის გასხვავების გამო მრუდი “კონცენტრაცია-დრო” (AUC) არაშეკავშირებული ტოლტერიდინისა CYP2D6 უკმარისობის მქონე პირებში ახლოა არაშეკავშირებული ტოლტერიდინისა და 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის AUС პაციენტების უმრავლესობაში ერთჯერადი დოზირებისას. უსაფრთხოება, ამტანობა და პრეპარატის კლინიკური ეფექტი დამოკიდებული არ არის CYP2D6 აქტივობაზე. სტაციონარული კონცენტრაციები მიიღწევა 2 დღის განმავლობაში პრეპარატის მიღების შემდეგ. ტოლტეროდინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 65%-ს CYP2D6 უკმარისობის მქონე პირებში, და 17%-ს პაციენტების უმრავლესობაში. საკვები არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე, თუმცა ტოლტეროდინის კონცენტრაცია იზრდება, როდესაც პრეპარატის მიღება ხდება ჭამის დროს. ტოლტეროდინი და 5 ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტი უკავშირდება უპირატესად ოროზომუკოიდს. არაშეკავშირებული ფრაქციები შეადგენს 3,7 და 36%-ს. ტოლტეროდინის განაწილების მოცულობაა 113ლ. დაახლოებით ტოლტეროდინის 77% გამოიყოფა შარდით და 17% განავლით. დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყობა უცვლელი სახით და დაახლოებით 4% 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის სახით. 5 კარბონის მჟავა და N-დეზალკილირებული 5 კარბონის მჟავა შეადგენს დაახლოებით 51 და 29%-ს იმისა, რაც გამოიყოფა შარდით. არაშეკავშირებული ტოლტეროდინის და 5 ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის АUC ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტია. არაშეკავშირებული ტოლტეროდინის და 5 ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის საშუალო АUC 2-ჯერ უფრო მეტია თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (ინსულინის გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ≤ 30მლ/წთ). ამგვარ ავადმყოფებში სხვა მეტაბოლიტების შემცველობა მნიშვნელოვნად მაღალია (12-ჯერ) .ამგვარი მეტაბოლიტების АUC მომატების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ჩვენებები
შარდის ბუშტის ჰიპერაქტივობა, რომელიც ვლინდება ხშირი იმპერატიული მოშარდვის სურვილით, ხშირი შარდვით, შარდის შეუკავებლობით.

მიღების წესები და დოზები
რეკომენდებული საერთო დღიური დოზა მოზრდილებისთვის-4მგ;
-გარსით დაფარული ტაბლეტები 2 მგ 2-ჯერ დღეში, პრეპარატის საერთო დოზა შეიძლება შემცირდეს დღეში 2მგ-მდე, პრეპარატის ინდივიდუალური ატანის მიხედვით. 
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, აგერეთვე იმ პირებში, რომლებიც იღებენ კეტოკონაზოლს და СYР3А4 მნიშვნელოვან ინჰიბიტორებს დამხმარე თერაპიის სახით, რეკომენდებული საერთო დღიური დოზა 2მგ;
-გარსით დაფარული ტაბლეტები 1მგ 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატმა შეიძლეა გამოიწვიოს შემდეგი მსუბუქი და ზომიერი ანტიქოლინერგული ეფექტები: პირის სიმშრალე, დისპეფსია და სკლერების სიმშრალე.
კლინიკური გამოკვლევების დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის გამოყენებასთან:
ინფექციები: ბრონქიტი
იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები
ფსიქიკის დარღვევები: ცნობიერების დათრგუნვა
ნევროლოგიური: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა
ოფთალმოლოგიური: მხედველობის დარღვევები (მათ შორის აკომოდაციის დარღვევა)
სმენის და ვესტიბულური აპარატის დარღვევა: ვერტიგო
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კანის სიწითლე
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი.
კანის საფარის მხრივ: კანის სიმშრალე
გამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია, შარდის შეკავება
ზოგადი მდგომარეობები:Lტკივილი მკერდში, დაღლილობა, სხეულის მასის მომატება. 
პოსტმარკეტინგული გამოკვლევებისას მიღებული იქნა ინფორმაცია შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ:
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქტოიდური რეაქციები
ფსიქიკის დარღვევა: დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები.
ნევროლოგიური: მეხსიერების დარღვევა
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, გულისცემის დარღვევა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა
კანის საფარი და შემაერთებელი ქსოვილები: ანგიოშეშუპება.
ზოგადი მდგომარეობები: პერიფერიული შეშუპება
აგრეთვე გამოვლენილი იქნა ფსიქიური დარღვევების სიმპტომების გაუარესება. (ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები) ავადმყოფებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ტოლტეროდინს და ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ.

უკუჩვენება
-შარდის შეკავება
-დახურულკუთხოვანი გლაუკომა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.
დადგენილი მომატებული მკურნალობა ტოლტეროდინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. 
სიფრთხილით: 
-შარდის შეკავების რისკი (ქვემო საშარდე გზების გამოხატული ობსტრუქცია);
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დაქვეითების რისკი
-ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა (დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2მგ-ს);
-მიასთენია გრავის

ორსულობა და ლაქტაცია
ადექვატური და კონტროლირებული კვლევები ორსულობისას გამოყენების უსაფრთხოებაზე არ ჩატარებულა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. რადგან ტოლტეროდინის რძეში გამოყოფის მონაცემები არ არსებობს, ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ხშირი და იმპერატიული შარდვის ორგანული მიზეზების გამორიცხვა.
პრეპარატის შესწავლისას გავლენა Qთ ინტერვალზე აღმოჩნდა უფრო გამოხატული 8მგ/დღეში დოზით (რაც 2ჯერ აჭარბებს თერაპიულ დოზას 4მგ-ს აგრეთვე პაციენტებში, ნაკლებად აქტიური СYР2D6-თი. მოქსიფლოქსაცინის და ტოლტეროდინის 8მგ/დღეში ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის გავლენა QT ინტერვალზე არ იყო ისე გამოხატული როგორც ტოლტეროდინით 4 დღიანი თერაპიისას, თუმცა არსებული მონაცემების სარწმუნოება დამტკიცებული არ არის. ამიტომ უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე შემდეგ პაციენტებში დანიშვნისას:
-დოკუმენტირებული, თანდაყოლილი ან შეძენილი Qთ ინტერვალის გახანგრძლივება -რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს 1Aკლასიდან (მაგ.ქინიდინი, პროკაინამიდი) ან III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი).
СYР3А4, ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი) ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებისას აზოლების ჯგუფიდან (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, მიკონაზოლი) საჭიროა საერთო დღიური დოზის დაქვეითება 2მგ-მდე. რეპროდუქციული ასაკის ქალებში მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდების გამოყენებისას. ამჟამად პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შესწავლილი არ არის. 
გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში მოქმედებებისგან თავის შეკავება, რომელიც ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს, რადგან ტოლტეროდინმა შეიძლება გამოიწვიოს აკომოდაციის დარღვევა და რეაქციის სისწრაფის დაქვეითება.

ჭარბი დოზირება
მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სიმპტომები: აკომოდაციის დარღვევა და შარდის გამოყოფის გაძნელება, აგრეთვე შესაძლოა ჰალუცინაციები, ძლიერი აგზნება, კრუნჩხვები, სუნთქვის დარღვევები, ტაქიკარდია, შარდის შეკავება, გუგების გაფართოება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი. ჰალუცინაციების, ძლიერი აგზნების განვითარებისას-ფიზოსტიგმინი, კრუნჩხვებისას ან გამოხატული აგზნებისას-ანქსიოლიზური ბენზოდიაზეპინური სტრუქტურები, სუნთქვის უკმარისობის განვითარებისას-ხელოვნური სუნთქვა, ტაქიკარდიისას ბეტაადრენობლოკერები, შარდის შეკავებისას-შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, მიდრიაზისას-პილოკარპინის თვალის წვეთები და/ან პაციენტის გადაყვანა ბნელ შენობაში.
ჭარბი დოზირებისას გამოიყენება აუცილებელი ღონისძიებები, მიმართული Qთ ინტერვალის გახანგრძლივებისკენ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ Р450 იზოფერმენტებით (CYP2D6 ან СYР3А4), ან წარმოადგენენ ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს. ანტიქოლინერგული თვისებების მქონე სამკურნალო საშუალებები, აძლიერებენ ტოლტეროდინის მოქმედებას და ზრდიან გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. მუსკარინული ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტები აქვეითებენ ტოლტეროდინის ეფექტურობას. ასუსტებენ პროლინეტიკების მოქმედებას (როგორიც არის მეტოკლოპრამიდი და ციზაპრიდი). პაციეტებში CYP2D6 უკმარისობით ტოლტეროდინის კონცენტრაციის მოამტებასთან და ჭარბი დოზირების რისკთან დაკავშირებით საჭიროა СYР3А4 ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი და კლარითრომიცინი) სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი და მიკოაზოლი) ერთდროული დანიშვნისგან თავის შეკავება. ფლუოქსეტინის გამოყენება (CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორი, რომელიც მეტაბოლიზდება ნორფლუოქსეტინამდე, რომელიც წარმოადგენს СYР3А4 ინჰიბიტორს) იწვევს ტოლტეროდინის და მისი აქტიური 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის საერთო AUC მომატებას, რასაც არ ახლავს კლინიკურად მნიშვნელოვანი რეაქციები. ტოლტეროდინი არ ურთიერთქმედებს ვარფარინთან ან კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან 9ეთილენესტრადციოლი/ლევონორგესტრელი).

შენახვის პირობები და ვადები
გარსით დაფარული ტაბლეტები - 3 წელი. 
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
სია ბ. არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით