Nuk
დრამინა / Dramina


შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიმენჰიდრინატს
დამხმარე ნივთიერება (შემავსებელი): ლაქტოზა მონოჰიდრატი

ფარმაკოლოგიური თვისებები
დრამინა პირველ რიგში გამოიყენება, როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით ზღვისა და “ჰაერის” დაავადებების (თვითმფრინავში ფრენის აუტანლობა) დროს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია მისი მოქმედებით შიგნითა ყურის აპარატზე.

ჩვენებები
ზღვისა და “ჰაერის” დაავადებების პროფილაქიკა და მკურნალობა, მენიერის დაავადება, აგრეთვე გამოიყენება ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევების დროს (გულისრევა, ღებინება, თავბრუ) სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით გამოწვეული სიმპტომების გარდა.

მიღების წესები და დოზები
დოზირება
პრეპარატი უნდა მიღებულ იქნეს ჭამამდე გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე
გამოყენების წესი
მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/4-1/2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:1/2-1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილთათვის არ უნდა აჭარბებდეს 7 ტაბლეტს. 
ჰიპერდოზირება
ჰიპერდოზირების სიმპტომები: პირისა და ყელის სიმშრალე, სახის სიწითლე., სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების აღრევა. ჰიპერდოზირების სიმპტომების გავითარების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პირის სიმშრალე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, მოძრაობითი რეაქციების შეფერხება.
გვერდითი ეფექტების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

უკუჩვენება
- პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;
- 1 წლამდე ბავშვები
- ორსულობა;
- ლაქტაცია;

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის დროს. 
საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს სედატიური და ძილისმომგვრელი პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ამინოგლიკოზიდებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობა:
დამზადების მომენტიდან 3 წელიწადი
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ
შენახვის წესი:
შეინახეთ მშრალ, და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?