Nuk
ესენციალე ფორტე N / Essentiale® FORTE N


რა არის ესენციალე ფორტე და რისთვის გამოიყენება
ესენციალე ფორტე შეიცავს სოიოს მარცვლებიდან ექსტრაგირებულ ესენციალურ ფოსფოლიპიდებს. ეს მედიკამენტი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის, მოზარდებისთვის და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებისთვის ისეთი სიმპტომების ასალეგებლად, როგორიცაა: კვების მადის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს, რაც გამოწვეულია ტოქსიკური ნივთიერებებით ან არასწორი კვებით (ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება) და ღვიძლის ქრონიკული ანთება (ჰეპატიტი).

თუ მკურნალობის 30 დღის შემდეგ უკეთესად არ გრძნობთ თავს ან პირიქით, თავს გრძნობთ უარესად, მიმართეთ ექიმს.

ესენციალე ფორტეს მიღებამდე
არ მიიღოთ ესენციალე ფორტე შემდეგ შემთხვევებში:

• თუ აღინიშნება ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) სოიოს მარცვლებისგან წარმოებულ პრეპარატებზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ეხილეთ პუნქტი 6).

• იმის გამო, რომ სოიოს ნივთიერება ამ მედიკამენტში წარმოდგენილია ზეთის სახით, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები.

• გთხოვთ, გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებიც აღნიშნულია ქვეპუნქტ “გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ესენციალე ფორტეს მიღებისას’’.  

 

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ესენციალე ფორტეს მიღებისას
ესენციალე ფორტეს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან გაგიჩნდათ სხვა სიმპტომები, რომლებიც აქამდე არ გქონიათ, აუცილებელია მიმართოთ თქვენს ექიმს.

ამ მედიკამენტის მიღება არ ანაცვლებს ტოქსიკური ნივთიერებებისგან არიდებას (მაგალითად ალკოჰოლი).

ქრონიკული ჰეპატიტების შემთხვევაში (ღვიძლის ქრონიკული ანთება) სოიოს მარცვლების ესენციალური ფოსფოლიპიდებით ადიუვანტური მკურნალობა გამართლებულია მხოლოდ თუ ამჩნევთ, რომ მკურნალობისას თქვენი სიმპტომების უმჯობესდება.

მედიკამენტის გამოყენება ბავშვებში

რადგან არ ჩატარებულა შესაბამისი კლინიკური კვლევები ესენციალე ფორტესთან, ეს მედიკამენტი არ უნდა მისცეთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.

 

ესენციალე ფორტე და სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან ახლო წარსულში ღებულობდით ან აპირებთ მიღებას სხვა მედიკამენტებს.

არ არის გამორიცხული ესენციალე ფორტეს ინტერაქტიურობა ანტიკოაგულანტებთან. ამიტომ, გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ გადიხართ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით, რადგან შესაძლოა გახდეს საჭირო ანტიკოაგულანტის დოზის შეცვლა.

 

ესენციალე ფორტეს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები. ეს მედიკამენტი მიიღება ჭამის დროს.

 

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, აპირებთ დაორსულებას ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციებისთვის, სანამ მიიღებთ ამ მედიკამენტს.

სოიოსგან წარმოებული პრეპარატები ფართედ გამოიყენება ადამიანების საკვებ რაციონში, ამიტომ არ არსებობს ეჭვები რომ ეს მედიკამენტი რეალურ რისკს წარმოადგენს ორსულებისთვის და ძუძუთი მკვებავებისთვის. მაჰგრამ, რადგან კლინიკური კვლევები ამ მიმართულებით არ არის საკმარისი, არ არის რეკომენდებული ესენციალე ფორტეს მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ეს მედიკამენტი არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

 

ესენციალე ფორტე შეიცავს სოიოს ზეთს, ალკოჰოლს (ეთანოლი) და ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს.

ეს მედიკამენტი შეიცავს სოიოს ზეთს. თუ გახასიათებთ ალერგია არაქისზე ან სოიოზე, არ მიიღოთ ეს მედიკამენტი (იხილეთ პუნქტი 2).

ეს მედიკამენტი შეიცავს ალკოჰოლის (ეთანოლის) ძალიან მცირე რაოდენობას, 100 მგ-ზე ნაკლები დოზაზე (6 კაფსულა დღეში) და ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს. ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს გუჭის აშლილობა და დიარეა.

 

როგორ მიიღოთ ესენციალე ფორტე
ესენციალე ფორტე ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

ასაკი და/ან სხეულის წონა

ერთჯერადი დოზა

ყოველდღიური დოზა

ბავშვები 12 წლის ასაკის ზემოთ (დაახლოებით 43 კგ) მოზარდები და ზრდასრულები

2 კაფსულა (სოიოს მარცვლების ფოსფოლიპიდების 600 მგ)

2 კაფსულა 3-ჯერ დღეში (სოიოს მარცვლების ფოსფოლიპიდების 1800 მგ)


კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მთლიანად, ჭამის დროს სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად (სასურველია წყალი 200 მლ).

გთხოვთ გაითვალისწინეთ ინფორმაცია აღნიშნული პუნქტში ,,გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ესენციალე ფორტეს მიღებისას’’.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თვლით, რომ ესენციალე ფორტეს ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი.

 

თუ მიიღებთ ესენციალე ფორტეს გადაჭარბებულ დოზას:
არ დარეგისტრირებულა ესენციალე ფორტეთი სუპრადოზირების გვერდითი მოვლენები ან ინტოქსიკაციის შემთხვევები. თუმცა ქვემოდ აღწერილი გვერდითი მოვლენები შეიძლება გახდეს უფრო მძიმე თუ მიიღებთ ესენციალე ფორტეს გადაჭარბებულ დოზას. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც შეისწავლის რა თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

 

თუ დაგავიწყდებათ ესენციალე ფორტეს მიღება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდგომი დოზა მიიღება ჩვეულ დროს შემდეგი ჭამის დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ მთელი დღის დოზის მიღება, გააგრძელეთ მკურნალობა შემდეგი დღიდან ჩვეული რეჟიმით და დოზებით.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, ესენციალე ფორტესაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უჩნდება ყველა ადამიანს.

სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

 

ნაკლებად ხშირი (აღინიშნება 1/100-ზე ნაკლებ პაციენტში): გასტრო-ენტეროლოგიური აშლილობები, მაგალიტად დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში, რბილი განავალი და დიარეა.

 

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 1/10.000-ზე ნაკლებ პაციენტში): დაზიანებები კანზე, მაგალითად გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

 

უცნობი სიხშირით (სიხშირის დადგენა შეუძლებელია მონაცემების არ არსებობის გამო): პრურიტი (კანის ქავილი).

თუ გაგიჩნდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა (განსაკუთრებით ჰიპერმგრძნობელობის) შეაჩერეთ ესენციალე ფორტეს მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც შეაფასებს რა თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ შესაბამისი ზომების მიღებას.

ესენციალე ფორტეს შენახვის პირობები
ნუ დატოვებთ ბავშვებისთვის ხილულ და ხელმისაწვდომ ადგილებში.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP ასოების შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს

შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში 25°C გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

არ გააყოლოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყალსა და ნაგავს. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოიშოროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სად შევიძინოთ?