ფემარინი / Femarine


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

200 მგ ვაგინალური ტაბლეტი #30, აპლიკატორთან ერთად. 

100 მგ ვაგინალური ტაბლეტი #30, აპლიკატორთან ერთად; 

დამხმარე ნივთიერებები:  ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფემარინი - წარმოადგენს პრეპარატს რომელიც შედგება სინთეზურად მიღებული ქალის ბუნებრივი სქესობრივი ჰორმონ- პროგესტერონისგან. ორგანიზმში პროგესტერონი მოქმედებს სპეციფიკური რეცეპტორების მეშვეობით რომელიც მდებარეობს, მაგალითად საშვილოსნოში, სარძევე ჯირკვლებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ჰიპოფიზში. პროგესტერონის ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტი რეპროდუქციულ ორგანოებზე შემდეგია: იგი შესაძლებელს ხდის ოვულაციას, საშვილოსნოს ლორწოვანის ტრანსფორმაციას (ენდომეტრიუმი), ხელს უწყობს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას, აინჰიბირებს ესტროგენების მიერ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებას, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და საშოს ეპითელიუმის ციკლის ცვლილებას, პროგესტერონი და ესტროგენები ასევე მოქმედებენ სარძევე ჯირკვლებზე, ასტიმულირებენ ჯირკვლების და სადინარების ეპითელიუმის ზრდას და ლაქტაციას. პროგესტერონი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის სათანადოდ მოსამზადებლად ემბრიონის მისამაგრებლად და ორსულობის შესანარჩუნებლად: იგი ხელს უშლის ორსულის საშვილოსნოს სპონტანურ შეკუმშვით აქტივობებს, ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ელემენტების განვითარებას, აინჰიბირებს დედის იმუნურის სისტემის მხრიდან რეაქციას ნაყოფის ანტიგენების მიმართ, წარმოადგენს ძირითად ნივთიერებას ნაყოფის ჰორმონების წარმოქმნისთვის და ხელს უწყობს მშობიარობის დაწყებას. პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს, გლუკოზას უტილიზაციას, ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას; ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული განყოფილების ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას.

  

ჩვენება:

· ენდოგენური პროგესტერონის დეფიციტით განპირობებული მენსტრუალური ციკლის დარღვევა

· მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), პრემენსტრუალური სინდრომი და საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენა

· ენდომეტრიოზი

· in vitro განაყოფიერება, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მზადების დროს

· ლუთეინური ფაზის უკმარისობა

· დამატებითი ან ჩანაცვლებითი თერაპია პროგესტერონით

· სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა

· პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობა

· ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში

 

დოზირება და მიღების წესი: 

100 მგ ფემარინი: 

მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ბუნებრივი ან იდუცირებული) 10-20 დღის მანძილზე: 

1 ვაგინალური ტაბლეტი 1ჯერ დღეში, მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით. 

 

200 მგ ფემარინი: 

ენდომეტრიოზის დროს, სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში ინიშნება 100-200 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად უწყვეტი თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში, ინ ვიტროგანაყოფიერების დროს: 

1 ვაგინალური ტაბლეტი 1ჯერ დღეში, მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით. 

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს მკურნალობა უნდა დასრულდეს დოზის თანდათან შემცირებით

 

აპლიკატორი წარმოადგენს პირადი გამოყენების საგანს და განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტისთვის. ორსულებში შეშუპებული საშვილოსნოს ყელის გამო, რეკომენდებულია ფემარინის გამოყენება საჩვენებელი თითის დახმარებით.

 

აპლიკატორის გამოყენების წესი: 

1. ამოიღეთ აპლიკატორი 

2. მოათავსეთ ფემარინის ტაბლეტი აპლიკატორის ბოლოში. ტაბლეტი უნდა მიეკროს აპლიკატორის კედლებს ისე რომ არ გადმოვარდეს 

3. მოათავსეთ აპლიკატორი საშოში მოსახერხებელ პოზიციაში (დგომით, მჯდომარე, ზურგზე მწოლიარე პოზიციაში მოხრილი ფეხებით) 

4. შეიყვანეთ აპლიკატორი საშოში ისე, რომ ამობურცული ხაზი იყოს სასქესო ბაგეების დონეზე 

5. მიაწექით აპლიკატორის დგუშს, იმისათვის რომ გამოვიდეს ტაბლეტი 

6. შემდეგ გამოიღეთ აპლიკატორი, გარეცხეთ თბილი, გამდინარე წყლით და გაამშრალეთ რბილი ქსოვილით 

7. შეინახეთ აპლიკატორი შემდგომი გამოყენებისთვის

 

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას გამოვლენილი  არასასურველი ეფექტები პრეპარატის დოზის შემცირებისას  სპონტანურად ქრება

 

უკუჩვენება:

· ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

· გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენები სქესობრივი გზებიდან

· არასრული აბორტი, პორფირია

· სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები

· ღვიძლის მწვავე უკმარისობა

· ლაქტაციის პერიოდი 

 

გვერდითი მოვლენები:

· ალერგიული რეაქციები

· ძილიანობა - თავის ტკივილი და თავბრუსხვევა - კონცენტრაციის და ყურადღების გაფანტულობა - შფოთვა - დეპრესია

 

ორსულობა და ლაქტაცია: 

ფემარინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. პროგესტერონის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში უსაფრთხოა. ფემარინის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია, რადგან ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის რძეში.

 

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

 

ვარგისიანობის ვადა: 

მითითებულია კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით