Nuk
კრონიზონი / Kronizon


 

 

500მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბელტები პერორალური გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება:

თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბელტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 500 მგ მესალაზინს.            

დამხმარე ნივთიერებები:

Eudragit L 100, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, სილიციუმის დიოქსიდი, Eudragit E 100, პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, რკინის  ოქსიდი.

1. რას წარმოადგენს კრონიზონი და რისთვის გამოიყენება

კრონიზონის მოქმედი ნივთიერება არის მესალაზინი, თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბელტი შეიცავს 500 მგ მოქმედ ნივთიერებას.

კრონიზონი მიეკუთვნება ნაწლავთა ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგოპრეპარატების ჯგუფს.

კრონიზონი  ბლისტერზე მოთავსებულია 10 ტაბლეტი, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 ბლისტერი.

კრონიზონი გამოიყენება:

მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადების, ე. წ. წყლულოვან კოლიტ, მწვავე ეპიზოდების მკურნალობა და შემდგომი რეციდივი პრევენცია.

ნაწლავთა ქრონიკული ანთების, .. კრონის დაავადების, მწვავე ეპიზოდების მკურნალობა

2. რა უნდა იცოდეთ კრონიზონის მიღებამდე

არ მიიღოთ კრონიზონი

თუ ხართ ალერგიული მესალაზინის, სალიცილის მჟავას, სალიცილატების, როგორიც არის ასპირინი, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ

თუ გაქვთ ღვიძლის, ან თირკმლის მძიმე დაავადება.

გამოიჩინებთ განსაკუთრებული სიფრთხილე კრონიზონის მიღებისას

თუ გაქვთ ფილტვის დაავადებების ისტორია, განსაკუთრებით ბრონქული ასთმა

თუ გაქვთ სულფასალაზინის მიმართ ალერგია

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება.

კრონიზონის მიღება საკვებთან მიმართებაში

კრონიზონი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე.

ორსულობა

თუ გეგმავთ ორსულობას ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.კრონიზონი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ

თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. კრონიზონი ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან პრეპარატი შეიძლება გამოიყოს დედის რძით.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კრონიზონი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რადგან შეიძლება შეიცვალოს ამ პრეპარატების ეფექტი (ურთიერთქმედება):

აზათიოპრინი, 6-მერკაპტოროპურინი, ან თიოგუანინი (გამოიყენება იმუნური დარღვევების სამკურნალოდ).

პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის შედედებას (პრეპარატები თრომბოზისათვის, ან სისხლის გასათხელებლად, მაგ. ვარფარინი).

3. როგორ მივიღოთ კრონიზონი

მოზრდილები

თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა, კრონიზონის ჩვეული დღიური დოზა შეადგენს:

კრონის დაავადების მწვავე ეპიზოდების მკურნალობისას გამოიყენება ერთი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ან სამი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (1.5 4.5 გ მესალაზინის ექვივალენტი დღეში).

წყლულოვანი კოლიტის მწვავე ეპიზოდების მკურნალობისას გამოიყენება ერთი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ და ორი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (1.5 3.0 გ მესალაზინის ექვივალენტი დღეში). წყლოლოვანი კოლოტის რეციდივის პრევენციისათვის/ხანგრძლივი მკურნალობისათვის მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (1.5გ მესალაზინის ექვივალენტი დღეში).

6 წლის და მეტი ასაკის ბავშვები

ბავშვისათვის კრონიზონის ზუსტი დოზისათვის მიმართეთ ექიმს. ეს დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და ბავშვის დაავადების სიმძიმეზე.

მწვავე ეპიზოდები

უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საწყისი დოზა შეადგენს 30-50მგ მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში დაყოფილ დოზებად. მაქსიმალური დოზა შეადგენს 75მგ მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში. საერთო დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილებისათვის რეკომენდებულ დოზას.

რეციდივის პრევენცია

უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საწყისი დოზა შეადგენს 15-30მგ მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში დაყოფილ დოზებად. საერთო დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილებისათვის რეკომენდებულ დოზას.

40კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში ზოგადად რეკომენდებულია მოზრდილთა ნახევარი დოზის გამოყენება და მოზრდილთა დოზის გამოყენება 40კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში.

ზოგადად რეკომენდებულია 40კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში მოზრდილთა ნახევარი დოზის გამოყენება და მოზრდილთა დოზის გამოყენება 40კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში

მიღების გზა და წესი

კრონიზონი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

ტაბლეტი მიიღება დილას, შუადღეს და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

კრონიზონით მკურნალობა უნდა ჩატარდეს რეგულარულად და თანმიმდევრულად როგორც ანთების მწვავე ეპიზოდისას, ასევე ხანგრძლივი მკურნალობის სახით, რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღწევა სასურველი თერაპიული ეფექტი.

კრონიზონის რეგულარული და უწყვეტი გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მწვავე შეტევებისას, ისე ხანგრძლივი თერაპიისას (რეციდივის პრევენცია), რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღწევა წარმატებული განკურნება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ბავშვებში (6-18 წელი) პრეპარატის ეფექტის შესახებ.

გამოყენება ხანდაზმულებში

მოზრდილებისათვის ზემოთ მითითებული დოზირება/გამოყენების სიხშირე ვრცელდება ასევე ხანდაზმულ პაციენტებზე.

განსაკუთრებული მდგომარეობები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თუ თირკმლის ფუნქცია გაუარესდა მკურნალობის დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნას მესალაზინით გამოწვეული თირკმლის ტოქსიკურობა.

პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ ფიქრობთ, რომ ჰრონიზონის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ კრონიზონის ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ კრონიზონის ჭარბი დოზა მხოლოდ ერთხელ, განაგრძეთ მკურნალობა დანიშნულების შესაბამისად. არ მიიღოთ უფრო დაბალი დოზა. კრონიზონის დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ კრონიზონის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, შემდეგ ჯერე არ მიიღოთ კრონიზონის უფრო მაღალი დოზა, მკურნალობა განაგრძეთ დანიშნული დოზირების რეჟიმით.

თუ შეწყვიტეთ კრონიზონის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

შეწყვიტეთ კრონიზონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას შემდეგ შემთხვევებში:

მიუხედავად იმისა, რომ ალერგიული რეაქციები იშვიათია, ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

ალერგიული გამონაყარი კანზე

ცხელება

სუნთქვის გაძნელება

თუ შენიშნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, განსაკუთრებით თუ ამას თან ახლავს ცხელება და/ან ყელის და პირის ღრუს ტკივილი, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს სიმპტომები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი), რაც ზრდის მიდრეკილებას სერიოზული ინფექციის განვითარებისადმი. სისხლის ანალიზი დაადასტურებს,  ეს სიმტომები გამოწვეულია თუ არა მოცემული პრეპარატის ზემოქმედებით. ეს  მძიმე გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად.

შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ იყო ცნობები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მესალაზინით:

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 ადამიანში)

თავის ტკივილი

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 ადამიანში)

ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, შებერილობა (მეტეორიზმი), გულისრევა და ღებინება

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში გამოწვეული პანკრეასის ძლიერი ანთებით

ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება, პანკრეასის ფერმენტების ცვლილება

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

თავბრუსხვევა, სისუსტ ან დაღლილობის შეგრძნება

ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, ან კიდურების შეშუპება გულზე ზეგავლენის გამო

სიყვითლე, ან ტკივილი მუცლის არეში ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მხრივ დარღვევების გამო

კანის მომატებული მგრძნობელობა მზისადმი და ულტრაიისფერი სხივებისადმი (ფოტომგრძნობელობა)

სახსრების ტკივილი

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

ცხელება, ყელის ტკივილი ან ზოგადი სისუსტე სისხლის ანალიზის ცვლილების გამო

გამონაყარი კანზე, ალერგიული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, გამონაყარს კანზე და ცხელებას

მწვავე დიარეა და ტკივილი მუცლის არეში პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციის გამო

ხელებსა და ქვემო კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა და ჩხვლეტის შეგრძნება (პერიფერიული ნეიროპათია)

ქოშინი, ხველა, მსტვენავი სუნთქვა, რენტგენზე ჩრდილი ფილტვზე გამოწვეული ალერგიით და/ან ფილტვის ანთებითი მდგომარეობით

თმის ცვენა

კუნთების ტკივილი

თირკმლის ფუნქციის ცვლილება, ზოგჯერ კიდურების შეშუპებით და გვერდების ტკივილით

თუ შენიშნეთ  გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ კრონიზონი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 2500C დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. გამოყენებისას ამოიღეთ ტაბლეტი ბლისტერიდან.

 

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ კრონიზონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?