მიკოსეპტინი / MYKOSEPTIN


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 30 გ
30 გ
უნდეცილენის მჟავა . . . . . 1.5 გ 
უნდეცილენის მჟავის თუთიის მარილი . . . . . 6 გ
დამხმარე ნივთიერებები: პარაფინი მყარი, პარაფინი თხევადი, პარაფინი მყარი (დნობის წერტილი 64-68oC), ვაზელინი თეთრი, სტეარინის მჟავა, თეთრი ცვილი, მეთილპარაბენი, ღორის ქონის მონოგლიცერიდები (დიმოდანი), ოლეომაკროგოლი (სლოვაპოლი), გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
უნდეცილენის მჟავა და მისი მარილები ახდენენ გამოხატულ ფუნგისტატურ მოქმედებას Trichophyton, Epidermophyton, Mikrosporum ოჯახის დერმატოფიტების მიმართ. პრეპარატის შემცველობაში შემავალი თუთია ახდენს დამაკავშირებელ მოქმედებას. კანის საფარის გაღიზიანების ნიშნების გამოვლენის შემცირებით, ხელს უწყობს სწრაფად შეხორცებას.

ჩვენებები
მიკოსეპტინი განკუთვნილია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოების მიერ გამოწვეული კანის საფარის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით. 

დოზირების რეჟიმი
გარეგანი გამოყენებისათვის.
წაისმევა დაზიანებული კანის სუფთა, მშრალ ზედაპირზე 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 კვირას. დაავადების კლინიკური გამოვლენს გაქრობის შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად მალამოს წასმა რეკომენდებულია ერთხელ დღე-ღამეში ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ დღეგამოშვებით ან კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში, მკურნალობის კურსის შემცირება ზრდის დაავადების რეციდივის წარმოქნის რისკს.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ სიწითლის, კანის საფარის ქავილის, შეშუპების, წვის შეგრძნების, კანზე გამონაყარის სახით.
ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ამის შესახებ ეცნობოს ექიმს.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა უნდეცილენის მჟავისა და მისი წარმოებულების, პარაბენების, პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი (2 წლამდე).

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის წასმა არ შეიძლება ღია ჭრილობის ზედაპირზე, კანის საფარის დაზიანებულ ზედაპირზე, პერიორბიტალურ ზონაში, მოსარიდებელია პრეპარატის თვალში მოხვედრა.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის. შემთხვევით პრეპარატის შიგნით მიღებისას შესაძლებელია ღებინება და გულისრევა. აუცილებელია კუჭის გამორეცხვა და ექიმთან კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მონაცემები მიკოსეპტინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არის. გარეგანი გამოყენების სხვა 
სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

შენახვის პირობები და ვადა 
პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.