Nuk
რევოტექსი / Revotex


შემადგენლობა: 

რევოტექსი 20 მგ.    ./..  საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი ფლაკონში, გამხსნელთან ერთად.

თითოეული ფლაკონი შეიცავს აქტიურ  ნივთიერება ტენოქსიკამს 20 მგ. - ყვითელი ფერის ლიოფიზირებული ფხვნილის სახით.  1 ამპულა გამხსნელი - შეიცვს 2 მლ საინექციო წყალს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რევოტექსიეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება:     

ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით!

 

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.

 

რევოტექსის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია:

 

კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას)

ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას)

ანთების მედიატორების სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. (პროსტალგანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები)

 

პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს:

თავისუფალი რადიკალების რაოდენობას,

ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს.

აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას;

ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას;

ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.

ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე,

გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას).

რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს:

 სახსრების ტკივილს როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას,

ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს

 

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი - 60-75 სთ. ადვილად გადალახავს ჰისტოჰემატურ ბარიერებს, კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. Cmax- აღწევს 2 საათში. სისხლის ცილებს უკავშირდება 99%-ით. ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა – 100%. 



გამოყენების ჩვენება:

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:

რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);

ინფექციური არასპეციფიური პოლიართრიტი;

 

ტკივილის სინდრომის კუპირება შემდეგი დაავადებების/მდგომარეობების დროს:

ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი;

ტენდინიტი, ბურსიტი, მოიზიტი, პერიართრიტი

ართრალგია, ნერვალგია, მიალგია, იშალგია, ლუმბაგო;

ტრავმები, დაჭიმულობები, ამოვარდნილობები და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებები.

ალგოდისმენორეა;

პოსტოპერაციული ტკივილი

თირკმლის ჭვალი


გამოყენების წესი და დოზები

რევოტექსი საინექციო ფორმა ინიშნება კუნთში ან ვენაში ინექციის სახით:

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე დაავადებების დროს, დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეშიტენოქსიკამით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

ტკივილის სინდრომისას ინიშნება დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. 2-3 დღის განმავლობაში,

პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევებისას: 20 მგ დღეში 2-ჯერ პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.

 

რევმატოიდული ართრიტის ან შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი და დეგენარიციული დაავადებების დროს პრეპარატი შეყავთ ი/მ ან ი/ 20 მგ 1-ჯერ/დღეში, 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 20 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.



უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ორსულობა;

ლაქტაციის პერიოდი;

ბავშვთა ასაკი;

ასპირინული ტრიადა“;

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

თირკმლის უკმარისობა;

გულის უკმარისობა;

სისხლის დაავადებები.

 

გვერდითი მოქმედება

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ღებინება, მეტეორიზმი.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაიელის სინდრომები.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: პლაზმაში კრეატინინის, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, “ღვიძლისტრანსამინაზების აქტივობის მომატება.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი აძლიერებს ლითიუმის პრეპრატების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (საჭიროა პროთრომბინის ინდექსის კონტროლი).

დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის, რომ შესაძლოა მოხდეს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება.

 

 

განსაკუთრებული მითითებები

როგორც სხვა აასს შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში ტენოქსიკამის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების, ღვიძლის, თირკმლის, ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის არსებობის ალბათობა მათ ასევე უფრო მაღალი აქვთ. აასს გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის და მკურნალობის მინიმალური შესაძლო პერიოდის დანიშვნა. აასს თერაპიისას, აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.

 

უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე რევოტექსის მიღება უნდა შეწყდეს.

ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების  ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი

 

ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

მკურნალობის პერიოდში ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, აუცილებლად უნდა დავიცვათ სიფრთხილე.  რადგან რევოტექსმა  შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი  გვერდითი ეფექტები როგორიც არის,  თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის გაუარესება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში რევოტექსის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს


მწარმოებელი :  IVEMlac. თურქეთი