სანორინი / SANORIN


შემადგენლობა

1 მლ 1 ფლ.
ნაფაზოლინის ნიტრატი. . . . . .0.001 გ 0.01 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ევკალიპტის ეთერზეთი 0.25მგ, ბორის მჟავა 0.3გ, ვაზელინის ზეთი 1.15გ, სტერილური წყალი 10მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაფაზოლინი მიეკუთვნება ალფა2-ადრენორეცეპტორების ჯგუფს, იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას. ლორწოვანთან შეხებისას მისი სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებიდან გამომდინარე, ამცირებს შეშუპებას, ჰიპერემიას, ექსუდაციას. ამსუბუქებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

ჩვენებები
მწვავე რინიტი; სინუსიტი; ევსტახიტი; ლარინგიტი; რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად; ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად.

მიღების წესები და დოზები
ინტრანაზალურად: 2-3 ჯერ დღეში ემულსიის 1-3 წვეთი ცხვირის თითოეულ ნესტოში. სანორინის მიღება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეიძლება. თუ ცხვირით სუნთქვა გაუმჯობესდება, სანორინის მიღების შეწყვეტა შეიძლება უფრო ადრე. პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება პრეპატში დასველებული ტამპონის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზის გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი კარგად გადაიტანება. პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით იშვიათად შეიძლება გამოუვლინდეს სუსტი გვერდითი მოვლენები ცხვირის ლორწოვანი გარსის წვითა და სიმშრალით. იშვიათ შემთხვევაში პრეპარატის მოქმედების გავლის შემდეგ იყოს ძლიერი ცხვირის დაცობის შეგრძნება.
იშვიათად ვლინდება ზოგადი მოვლენები სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგად. მაგალითად: თავის ტკივილი, ტრემორი (თრთოლვა), არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.
პრეპარატის ხშირმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა და დაცობის შეგრძნება.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; ქრონიკული რინიტი; არტერიული ჰიპერტენზია; გულის უკმარისობა; ტაქიკარდია; ფარისებრი ჯირკვლის გადიდება; შაქრიანი დიაბეტი; ერთდოულად მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღება და 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ; ბავშვები 15 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები
მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სანორინის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მისი სისხლძარღების შემავიწროებელი ეფექტი თანდათანობით მცირდება. არსებობს პრეპარატისადმი დამოკიდებულების სინდრომის წარმოშობის საშიშროება.

ჭარბი დოზირება
სანორინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაჯირჯვებას და ცხვირის ღრუს დახშობის შეგრძნებას. ჭარბი დოზირების სიმპრომების წარმოშობის საშიშროება არსებობს მოზარდებში და გამოიხატება ძილიანობით, მომატებული ოფლიანობით, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებით, არტერიული წნევის დაქვეითებით ან მომატებით. მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სანორინისა და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება და გულის რითმის მუშაობის დარღვევა. ამიტომ არ არის რეკომენდებული სანორინისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება. Aაგრეთვე მისი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში სანორინის გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა დაუშვებელია.