Nuk
სელენი 200 / SELEN 200


შემადგენლობა: 1 აბი შეიცავს სელენიუმს 200 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მიკროელემენტო, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

გამოყენების ჩვენება:
_ არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით; 
_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ; 
_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს; 
_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.
--- იოდდეფიციტის დროს
--- სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;


გამოყენების წესი და დოზირება
სელენ 200 ინიშნება საკვების მიღების დროს , წყალთან ერთად. 
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი რეკომენდებულია დაენიშნოს მოზარდებს და მოზრდილებს _ 1 აბი 1-ჯერ დღეში 1_3 თვის განმავლობაში. 

რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.

მოზარდებში 14 წლამდე ½1/2 აბი 1 ჯერ დღეში ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა
#30 აბები პლასმასის ფლაკონში;

შენახვის პირობა
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე,
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?