Nuk
ტიენამი / TIENAM


შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს: 
აქტიური ნივთიერებები: იმიპენემი - 500მგ (იმიპენემის მონოჰიდრატის სახით), ცილასტატინი - 500მგ (ნატრიუმის ცილასტატინის სახით),
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი. 

აღწერა
თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე ფხვნილი. 
გამოშვების ფორმა
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად. 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკები სისტემური გამოყენებისთვის, კარბაპენემები. 
ათქ კოდი:L J01D H51..

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატ ტიენამის შემადგენლობაში შედის 2 კომპონენტი: იმიპენემი და ნატრიუმის ცილასტატინი 1:1 შეფარდებით. 
იმიპენემი (N-ფორმიმიდოილ-ტიენამიცინი)-ტიენამიცინის ნახევრადსინთეზური წარმოებული, რომელსაც აპროდუცირებს ძაფისებრი ბაქტერია Streptomyces cattleya.
იმიპენემი ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით პენიცილინდამაკავშირებელ ცილებთან დაკავშირების გზით. 
ნატრიუმის ცილასტატინი წარმოადგენს დეჰიდროპეპტიდაზა-I –ის (ღვიძლის ფერმენტი, რომელიც ახდენს იმიპენემის მეტაბოლიზმს და ინაქტივაციას) კონკურენტულ, შექცევად და სპეციფიურ ინჰიბიტორს. მას არ გააჩნია საკუთარი ანტიბაქტერიული მოქმედება და გავლენას არ ახდენს იმიპენემის ანტიბაქტერიულ აქტივობაზე. 

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიური ურთიერთკავშირი. 
როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, დრო, როდესაც იმიპენემის კონცენტრაცია აჭარბებდა მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციას (მიკ) (თ>მიკ) ყველაზე კარგად კორელირებდა ეფექტურობასთან.
რეზისტენტობის მექანიზმი
იმიპენემის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება აღინიშნოს შემდეგი მდგომარეობების შედეგად:
- გრამუარყოფითი ბაქტერიების გარეთა მემბრანის გამტარობის დაქვეითება (პორინების გამომუშავების დაქვეითების გამო).
- იმიპენემი შეიძლება აქტიურად გამოვიდეს უჯრედიდან ეფლუქსური ტუმბოთი. 
- პენიცილინდამაკავშირებელი ცილების კავშირის შესუსტება იმიპენემთან. 
- იმიპენემი გამძლეა მრავალი ბეტა-ლაქტამაზათი ჰიდროლიზის მიმართ, პენიცილინაზას და ცეფალოსპორინაზას ჩათვლით, რომლებიც წარმოიქმნება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ, უკიდურესად იშვიათი ბეტა-ლაქტამაზების გარდა, რომლებიც ახდენს კარბაპენემების ჰიდროლიზს. სხვა კარბაპენემებისადმი რეზისტენტული სახეობები, როგორც წესი, გამძლეა იმიპენემის მიმართაც. ჯვარედინი რეზისტენტობა არ ვითარდება სამიზნის მიხედვით იმიპენემს და ქინოლონების კლასის პრეპარატებს, ამინოგლიკოზიდებს, მაკროლიდებს  და ტეტრაციკლინებს შორის. 
მოსაზღვრე კონცენტრაციები
მოსაზღვრე მიკ (ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრი ევროპული კომიტეტის მიხედვით) იმიპენემისთვის პათოგენების მგრძნობელობის (მ) და რეზისტენტური(რ)პათოგენების განსაზღვრისთვის შემდეგია (ვ 1,1 2010-04-27):
• Enterobacteriaceae1: m ≤2 mg/l, r >8 mg/l
• Pseudomonas 2 saxeobebi: m ≤4 mg/l, r >8 mg/l
• Acinetobacter saxeobebi: m ≤2 mg/l r >8 mg/l
• Staphylococcus3 saxeobebi: iyofa cefoqsitinisadmi mgrZnobelobis mixedviT 
• Enterococcus saxeobebi: m ≤4 mg/l, r >8 mg/l
• Streptococcus A, B, C, G: beta-laqtamuri mgrZnobeloba beta-hemolizuri streptokokisa A, B, C da G jgufisTvis isazRvreba penicilinisadmi mgrZnobelobis mixedviT. 
• Streptococcus pneumoniae4: m ≤2 mg/l, r >2 mg/l
• sxva streptokokebi 4:  m ≤2 mg/l, r >2 mg/l
• Haemophilus influenzae4: m ≤2 mg/l, r >2 mg/l
• Moraxella catarrhalis4: m ≤2 mg/l, r >2 mg/l 
• Neisseria gonorrhoeae: ar arsebobs Neisseria gonorrhoeae-sadmi imipenemis efeqturobis sakmarisi mtkicebulebebi.  
• gramdadebiTi anaerobebi: m ≤2 mg/l, r >8 mg/l
• gramuaryofiTi anaerobebi: m ≤2 mg/l, r >8 mg/l
• mosazRvre arasaxeobrivi koncentraciebi5: m ≤2 mg/l, r >8 mg/l
1 Proteus и Morganella სახეობები ითვლება ცუდ სამიზნედ იმიპენემისთვის. 
 მოსაზღვრე კონცენტრაციები Pseudomonas მიმართებაში დაკავშირებულია მაღალი დოზების ხშირ გამოყენებასთან (1გ ყოველ 6 საათში).
3 სტაფილოკოკის მგრძნობელობა კარპაპენემების მიმართ ისაზღვრება ცეფოქსიტინისადმი მგრძნობელობის მიხედვით. 
4 შტამები მოსაზღვრე კონცენტრაციაზე მაღალი მიკ-ით გვხვდება ძალიან იშვიათად ან ამ დრომდე აღწერილი არ არის. იდენტიფიკაციის და ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტები ნებისმიერი ამგვარი იზოლატისთვის აუცილებელია გამეორდეს, თუ შედეგი დადასტურდება იზოლატი უნდა გადააგზავნონ რეფერენს ლაბორატორიაში. სანამ არ იქნება დადასტურება კლინიკური პასუხის შესახებ იზოლატებისთვის, რომელთა მიკ რეზისტენტობის მოქმედ მოსაზღვრე წერტილებზე მაღალია, ისინი უნდა ჩაითვალოს რეზისტენტულად.  
5 მოსაზღვრე არასახეობრივი კონცენტრაციები დადგენილია, უპირატესად ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის მონაცემებით და დამოკიდებული არ არის სპეციფიური სახეობის მიკ-ზე. ისინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ სახეობებისთვის, რომლებიც მოცემული არ არის სახეობების მოსაზღვრე კონცენტრაციების მიმოხილვაში ან კომენტარებში. 
მგრძნობელობა
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება ვარირებდეს გეოგრაფიული მდებარეობის და დროის მიხედვით, ამიტომ სასურველია რეზისტენტობის ადგილობირვი მონაცემებით ხელმძღვანელობა, ძირითადად მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. აუცილებლობისას რეკომენდაციებისთვის უნდა მიმართონ სპეციალისტს, თუკი რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ პრეპარატის სარგებელი, ზოგიერთი ტიპის ინფექციისადმი მაინც საეჭვოა. 
ჩვეულებრივ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები
გრამდადებითი აერობები:
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus (meticilin-mgrZnobiare)* 
Staphylococcus koagulaza negatiuri (meticilin-mgrZnobiare) 
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae 
Streptococcus pyogenes 
Группа Streptococcus viridans
გრამუარყოფითი აერობები: 
Citrobacter freundii 
Enterobacter aerogenes 
Enterobacter cloacae 
Escherichia coli 
Haemophilus influenzae 
Klebsiella oxytoca 
Klebsiella pneumoniae 
Moraxella catarrhalis 
Serratia marcescens
გრამდადებითი აერობები:
Clostridium perfringens**
Peptostreptococcus saxeobebi *
გრამუარყოფითი ანაერობები: 
Bacteroides fragilis 
Bacteroides fragilis ჯგუფი
Fusobacterium სახეობები
Porphyromonas asaccharolytica
Prevotella  სახეობები
Veillonella სახეობები
შეძენილი რეზისტენტობის შტამები
გრამუარყოფითი აერობები :
Acinetobacter baumannii
Pseudomonas aeruginosa
ბუნებრივად რეზისტენტული მიკროორგანიზმები
გრამდადებითი აერობები:
Enterococcus faecium
გრამუარყოფითი აერობები:
Burkholderia cepacia zogierTi Stamebi (adre Pseudomonas cepacia)
Legionella saxeobebi
Stenotrophomonas maltophilia (adre Xanthomonas maltophilia, adre Pseudomonas maltophilia)
სხვა
Chlamydia სახეობები
Chlamydophila სახეობები
Mycoplasma სახეობები
Ureoplasma urealyticum
*ყველა მეტიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია იმიპენემის/ცილასტატინის მიმართ. 
** გამოყენებულია არასპეციფიური მოსაზღვრე კონცენტრაციები (ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტის მიხედვით). 

ფარმაკოკინეტიკა
იმიპენემი
კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში
ჯანმრთელ მოხალისეებში პრეპარატ ტიენამის ინტრავენური შეყვანის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში იმიპენემის პლაზმური მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 12-20მკგ/მლ-ს 250მგ/250მგ დოზის გამოყენებისას 21-58მკგ/მლ-ს 500მგ/500მგ დოზის გამოყენებისას და 41-83მკგ/მლ-ს 1000მგ/1000მგ დოზის გამოყენებისას. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იმიპენემის 250მგ/250მგ, 500მგ/500მგ და 1000მგ/1000მგ დოზის გამოყენებისას შეადგენდა 17, 39 და 66 მკგ/მლ-ს, შესაბამისად. ამგვარი დოზების გამოყენებისას იმიპენემის დონე პლაზმაში დაქვეითდა 1 მკგ/მლ-მდე ან ნაკლები 4-6 საათის შემდეგ
განაწილება
იმიპენემი დაახლოებით 20%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
მონოთერაპიისას იმიპენემი მეტაბოლიზდება თირკმელებში დეჰიდროპეპტიდაზა-I-ით. შარდით ინდივიდუალური გამოყოფა ვარირებს 5-40%-ს შორის, საშუალო გამოყოფის მაჩვენებელი 15-20% ზოგიერთ კვლევაში. 
ცილასტატინი წარმოადგენს ფერმენტ დეჰიდროპეპტიდაზა-I-ის სპეციფიურ ინჰიბიტორს და ეფექტურად აინჰიბირებს იმიპენემის მეტაბოლიზმს, ამიტომ იმიპენემის და ცილასტატინის ერთდროული გამოყენებისას იმიპენემის თერაპიული ანტიბაქტერიული დონე მიიღწევა შარდში და სისხლის პლაზმაში. იმიპენემის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან შეადგენს 1 საათს. გამოყენებული ანტიბიოტიკის დაახლოებით 70% გამოიყოფოდა უცვლელად შარდით 10 საათის განმავლობაში; ამის შემდეგ იმიპენემის შარდით გამოყოფა არ აღინიშნება. იმიპენემის კონცენტრაცია შარდში აჭარბებდა 10 მკგ/მლ-ს 8 საათის განმავლობაში პრეპარატ ტიენამის გამოყენებისას 500მგ/500მგ დოზით. გამოყენებული დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფოდა შარდით მეტაბოლიტების სახით, რომლებსაც არ ახასიათებთ ანტიბაქტერიული აქტივობა, ხოლო განავლით გამოყოფილი იმიპენემის რაოდენობა პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. 
არ აღინიშნებოდა იმიპენემის პლაზმაში ან შარდში კუმულაცია პრეპარატ ტიენამის გამოყენებისას ყოველ 6 საათში პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. 
ცილასტატინი
კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში
ცილასტატინის მაქსიმალური დონე პლაზმაში პრეპარატ ტიენამის ინტრავენური შეყვანის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში შეადგენდა 21-დან 26მკგ/მლ-მდე 250მგ/250მგ დოზის გამოყენებისას, 21-დან 55მკგ/მლ-ს 500მგ/500მგ-მდე გამოყენებისას და 56-დან 88მკგ/მლ-მდე 1000მგ/1000მგ დოზის გამოყენებისას. ცილასტატინის 250მგ/250მგ, 500მგ/500მგ და 1000მგ/1000მგ დოზების გამოყენების შემდეგ საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები შეადგენდა 22, 42 და 72მკგ/მლ-ს, შესაბამისად. 
განაწილება
ცილასტატინი დაახლოებით 40%-ით უკავშირდება შრატის ცილებს. 
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
პლაზმიდან ცილასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს. ცილასტატინის დოზის დაახლოებით 70-80% გამოიყოფა უცვლელად შარდით 10 საათის განმავლობაში პრეპარატ ტიენამის გამოყენების შემდეგ. ამის შემდეგ ცილასტატინის შარდით გამოყოფა არ აღინიშნება, დაახლოებით 10% გამოიყოფა N-აცეტილ-მეტაბოლიტის სახით, რომელსაც ახასიათებს მაინჰიბირებელი მოქმედება დეჰიდროპეპტიდაზას მიმართ, შეთავსებადი ცილასტატინის აქტივობასთან. დეჰიდროპეპტიდაზა-I-ის აქტივობა თირკმელებში ნორმალურ დონეს უბრუნდება ცილასტატინის მოცირკულირე სისხლიდან გამოყოფის შემდეგ მალე. 
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ ტიენამის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ 250მგ/250მგ დოზით მრუდის მაჩვენებელი (AUჩ) იმატებდა  1,1, 1,9 და 2,7-ჯერ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი (კკ) 50-80 მლ/წთ/1,73 მ2), ზომიერი ხარისხის დარღვევით (კკ 30–<50 მლ/წთ/1,73 მ2) და მძიმე ხარისხით  (კკ<30 მლ/წთ/1,73 მ2), თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით (კკ >80 მლ/წთ/1,73 მ2), ცილასტატინის AUჩ მაჩვენებელი იმატებდა 1,6; 2,0 და 6,2-ჯერ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე დარღვევით, შესაბამისად, ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. პრეპარატ ტიენამის ინტრავენური ერთჯერადი შეყვანის შემდეგ დოზით 250მგ/250მგ 24 საათის შემდეგ ჰემოდიალიზის ჩატარებიდან, იმიპენემის AUჩ მაჩვენებლი იყო 3,7 და 16,4 –ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. პრეპარატ ტიენამის ინტრავენური შეყვანის შემდეგ იმიპენემის და ცილასტატინის თირკმლის კლირენსი და პლაზმური კლირენსი ქვეითდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით (იხ.პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”). 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
იმიპენემის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შესწავლილი არ არის. რადგან იმიპენემის ღვიძლში მეტაბოლიზმი შეზღუდულია, მოსალოდნელი არ არის, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას გავლენა იქნება ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე. ამიტომ რეკომენდებული არ არის დოზის კორექცია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ.პარაგრაფი “გამოეყნების მეთოდი და დოზირება”). 
ბავშვები
იმიპენემის საშუალო კლირენსი და განაწილების მოცულობა (Vდსს) დაახლოებით 45%-ით მაღალი იყო ბავშვებში (3 თვიდან 14 წლის ასაკამდე), ვიდრე მოზრდილებში. იმიპენემის AUჩ მაჩვენებელი ბავშვებში იმიპენემის/ცილასტატინის 15/15მგ/კგ დოზით შეყვანის შემდეგ დაახლოებით 30%-ით მაღალი იყო, ვიდრე ექსპოზიცია მოზრდილებში 500მგ/500მგ დოზის გამოყენებისას. უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას იმიპენემის/ცილასტატინის 25მგ/25მგ/კგ დოზით გამოყენების შემდეგ ექსპოზიცია  9%-ით უფრო მაღალი იყო ვიდრე მოზრდილებში 1000მგ/1000მგ დოზის გამოყენებისას. 
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ჯანმრთელ ხანდაზმული ასაკის მოხალისეებში (65-75 წლის ასაკში თირკმლის ნორმალური ფუნქციით ასაკის შესაბამისად) პრეპარატ ტიენამის ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი დოზით 500მგ/500მგ (ინტრავენურად 20 წუთის განმავლობაში) შესაბამისი იყო ამგვარი მაჩვენებლისა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევით, რომლის დროსაც არ არსებობს დოზის კორექციის აუცილებლობა. პლაზმიდან იმიპენემის და ცილასტატინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 91±7,0 წუთს დ 69±15 წუთს. მრავალჯერადი გამოყენება არ მოქმედებს იმიპენემის და ცილასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ პრეპარატების დაგროვება არ აღინიშნება (იხ. “გამოყენების მეთოდი და დოზირება”). 
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
არაკლინიკური მონაცემები მიუთითებს სპეციფიური რისკის არარსებობაზე ადამიანისთვის, განმეორებითი დოზების ტოქსიურობის და გენოტოქსიურობის კვლევებიდან გამომდინარე. 
ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ იმიპენემის ტოქსიურობა (როგორც ცალკეული ნივთიერებისა) შემოიფარგლება თირკმელებით. ცილასტატინის და იმიპენემის  1:1 შეფარდებით გამოყენებისას ხდებოდა ნეფროტოქსიური ეფექტების პრევენცია კურდღლებში და მაიმუნებში. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ცილასტატინი ხელს უშლის ნეფროტოქსიურობას, წინააღმდეგობას უწევს რა იმიპინემის შესვლას ტუბულარულ მილაკებში.
ტერატოლოგიური კველევები მაკე მაკაკებში, რომლებშიც შეყავდათ იმიპენემი/ცილასტატინი დოზით 40/40მგ/კგ დღეში (ბოლუსური ინტრავენური ინექცია) გამოვლინდა დედის ტოქსიურობა ღებინების, მადის არარსებობის, სხეულის მასის დაქვეითების, დიარეის, აბორტის და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილის ჩათვლით. როდესაც იმიპენემი/ნატრიუმის ცილასტატინი (დაახლოებით 100/100მგ/კგ დღეში ან 3 ჯერ მეტი რეკომენდებულ დღიურ დოზაზე ადამიანისათვის, ი/ვ) შეყავდათ მაკე მაკაკებში ინტრავენური ინფუზიის სახით (ადამიანის კლინიკური გამოყენების მსგავსად) აღინიშნებოდა დედის მხრივ მინიმალური აუტანლობა (იშვიათად ღებინება), ლეტალური გამოსავლის, ტერაგოტენობის ნიშნების გარეშე, მაგრამ ადგილი ჰქონდა ემბრიონალური დანაკარგის სიხშირის მომატებას საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
ცხოველების ხანგრძლივი კვლევები იმიპინემის/ცილასტატინის კანცეროგენობის შეფასებისთვის არ ჩატარებულა. 

მიღების ჩვენება

ტიენამი ნაჩვენებია მოზრდილების და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები” და “ფარმაკოდინამიკა”):
- მუცლის ღრუს ორგანოების გართულებული ინფექციები;
- მძიმე პნევმონია, ჰოსპიტალური და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონია;
- ინტრანატალური და მშობიარობის შემდგომი ინფექციები
- შარდის გამომყოფი გზების გართულებული ინფექციები;
- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
ტიენამის გამოყენება შესაძლებელია პაციენტების სამკურნალოდ ნეიტროპენიული ცხელებით ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში. 
ბაქტერიემიის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომელიც დაკავშირებულია ან სავარაუდოდ დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ რომელიმე ინფექციასთან. უნდა გაითვალისწინონ ოფიციალური რეკომენდაციები ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შესახებ. 

გამოყენების მეთოდი და დოზირება
დოზირება
პრეპარატ ტიენამის რეკომენდებული დოზები შეესაბამება იმიპენემის/ცილასტატინის რაოდენობას, რომელიც უნდა გამოიყენონ. 
პრეპარატ ტიენამის დღიური დოზა დამოკიდებული უნდა იყოს ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე, გამოყოფილ გამომწვევზე (გამომწვევებზე), პაციენტის თირკმლის ფუნქციის მდგომარეობასა და სხეულის მასაზე (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები” და “ფარმაკოდინამიკა”). 
მოზრდილები და მოზარდები
პაციენტებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი >70მლ/წთ/1,73მ2), რეკომენდებულია გამოყენების შემდეგი სქემები:
- 500მგ/500მგ ყოველ 6 საათში ან
- 1000მგ/1000მგ ყოველ 8 საათში ან 6 საათში. 
იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გამოწვეულია ან საეჭვოა, რომ გამოწვეულია ნაკლებად მგრძნობიარე ბაქტერიებით (მაგ. Pსეუდომონას აერუგინოსა), აგრეთვე ინფექციის ძალიან მძიმე ფორმისას (მაგ. პაციენტები ნეიტროპენიური ცხელებით), რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000მგ/1000მგ-ს ყოველ 6 საათში. 
დოზის დაქვეითება შეიძლება აუცილებელი იყოს შემდეგ შემთხვევებში:
- კრეატინინის კლირენსი ≤70მლ/წთ/1,73მ2 (იხ. ცხრილი 1) ან
- სხეულის მასა <70კგ.  პროპორციული დოზა პაციენტებისთვის სხეულის მასით <70კგ უნდა განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
 სხეულის ფაქტიური მასა (კგ) X სტანდარტული დოზა 70 (კგ)
მაქსიმალური საერთო დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 4000მგ/4000მგ-ს დღეში. 
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
დაქვეითებული დოზის განსაზღვრისთვის მოზრდილ პაციენტისთვის თირკმლის ფუნქციის დარღვევით, აუცილებელია:
1. საერთო დღიური დოზის განსაზღვრა (მაგალითად 2000/2000, 3000/3000 ან 4000/4000მგ), რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში. 
2. ცხრილში 1 მოიძებნოს შესაბამისი დაქვეითებული დოზა პაციენტის კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლის მიხედვით. ინფუზიის ჩატარების დრო იხ. ქვეპარაგრაფში “გამოყენების მეთოდი”
ცხრილი 1. დაქვეითებული დოზები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სხეულის მასით 70 კგ*

საერთო დღიური დოზა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (მგ/დღეში)

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,732)

41 – 70

21 – 40

6 – 20

დოზა, მგ (ინტერვალი, საათები)

2 000/2 000

 

500/500 (8)

250/250 (6)

250/250 (12)

3 000/3 000

 

500/500 (6)

500/500 (8)

500/500 (12)**

4 000/4 000

750/750 (8)

500/500 (6)

500/500 (12) **

* დოზის დამატებითი დაქვეითება აუცილებელია პაციენტებში სხეულის მასით <70კგ. პროპორციული დოზა პაციენტებისთვის სხეულის მასით <70კგ უნდა განისაზღვროს ფორმულით: ფაქტიური სხეულის მასა (კგ) გაყოფილი 70-ზე (კგ) და გამრავლებული შესაბამის რეკომენდებულ დოზაზე, რომელიც მითითებულია 1 ცხრილში. 
** 500მგ/500მგ დოზის გამოყენებისას პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 6-20მგ/წთ/1.73მ2 შეიძლება გაიზარდოს კრუნჩხვითი გულყრის აღმოცენების რისკი. 
პაციენტები კრეატინინის კლირენსით ≤5მლ/წთ/  1,73 მ2
ამგვარ პაციენტებში არ შეიძლება პრეპარატ ტიენამის გამოყენება თუ 48 საათის განმავლობაში არ ტარდება ჰემოდიალიზის სეანსი. 
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი
პაციენტების მკურნალობისას კრეატინინის კლირენსით ≤5 მლ/წთ/1.73მ2, რომლებსაც უტარდებათ დიალიზი, უნდა გამოიყენონ დოზები, რომლებიც რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსიც შეადგენს 6-20მლ/წთ/1,73მ2 –ს (იხ. ცხრილი 1). 
იმიპენემი და ცილასტატინი გამოიყოფა სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ჰემოდიალიზის ჩატარებისას. პაციენტებმა უნდა მიიღონ ტიენამი ჰემოდიალიზის ჩატარების შემდეგ 12 საათიანი ინტერვალით ჰემოდიალიზის სეანსის დაწყების მომენტიდან. საჭიროა პაციენტების მდგომარეობის კონტროლი, რომლებსაც უტარდებათ დიალიზის სეანსები, განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დაავადებების არსებობისას. პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, პრეპარატი ტიენამი რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ მისი გამოყენების სარგებელი აჭარბებს კრუნჩხვითი გულყრების პოტენციურ რისკს (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები”). 
ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატ ტიენამის რეკომენდაციისთვის პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ პერიტონეალური დიალიზი. 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა”). 
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა”).
1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
ბავშვებისთვის, რომელთა ასაკიც ერთ წელს და მეტს შეადგენს, რეკომენდებული დოზაა 15/15 ან 25/25მგ ყოველ 6 საათში. 
იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გამოწვეულია, ან ეჭვია, რომ გამოწვეულია ნაკლებად მგრძნობიარე ბაქტერიების სახეობებით (მაგ. პაციენტები ნეიტროპენიური ცხელებით), რეკომენდებული დოზა შეადგენს 25/25მგ-ს 6 საათში ერთხელ. 
ბავშვები <1 წლის
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის დოზირების რეკომენდებისთვის 1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში. 
ბავშვები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის დოზირების რეკომენდებისთვის თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში (შრატის კრეატინინის დონე >2მგ/დლ). იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები”.
გამოყენების მეთოდი
გამოყენებამდე პრეპარატი უნდა აღადგინონ და შემდეგ გაიხსნას (იხ. ქვემოთ). დოზა 500 მგ/500მგ უნდა შეიყვანონ ინტრავენური ინფუზიის სახით 20-30 წუთის განმავლობაში. დოზა >500მგ/500მგ უნდა შეიყვანონ ინტრავენური ინფუზიის სახით 40-60 წუთის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ გულისრევა ინფუზიის დროს, უნდა შეამცირონ მისი სისწრაფე. 
ყოველი ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. 
აღდგენა
ყოველი ფლაკონის შემცველობა უნდა გადაიტანონ 100მლ შესაბამის საინფუზიო ხსნარში (იხ. პარაგრაფი “შეუთავსებლობა”): ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარში. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარის გამოყენება შეუძლებელია კლინიკური მიზეზების გამო, შეიძლება გამოიყენონ გლუკოზის 5%-იანი ხსნარი. 
შესაბამისი საინფუზიო ხსნარის დაახლოებით 10მლ უნდა შეიყვანონ ფლაკონში. კარგად უნდა აურიონ და მიღებული მასა უნდა გადაიტანონ საინფუზიო ფლაკონში. 
გაფრთხილება: მიღებული ნარევის გამოყენება დაუშვებელია უშუალოდ ინფუზიისთვის. 
საჭიროა განმეორებითG 10მლ საინფუზიო ხსნარის შეყვანა ფლაკონში, გარანტიისთვის, რომ საინფუზიო ხსნარში გადატანილი იყო ფლაკონის მთელი შემცველობა. მიღებული ხსნარი უნდა აურიონ გამჭვირვალე ხსნარის მიღებამდე. 
იმიპენების და ცილასტატინის ხსნარში კონცენტრაცია, რომელიც მიღებულია ამგვარი პროცედურის შემდეგ, შეადგენს დაახლოებით 5მგ/მლ-ს.
ფერის ვარიაცია უფეროდან ყვითლამდე გავლენას არ ახდეს პრეპარატის ეფექტურობაზე. 
აღდგენილი ხსნარის გაყინვა არ შეიძლება. 
განზავებული ხსნარები უნდა გამოიყენონ დაუყოვნებლივ. დროის პერიოდი ხსნარის აღდგენას და ინტრავენური ინფუზიის ჩატარებას შორის არ უნდა აჭარბებდეს 2 საათს. 
გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა გამოიყენონ ადგილობრივი მოთხოვნილებების მიხედვით. 

გვერდითი მოქმედება
კლინიკურ კვლევებში 1723 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ იმიპენემით/ცილასტატინით მკურნალობას (ინტრავენურად) მეტნაკლებად ხშირად აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები (როგორც მინიმუმ ჩატარებულ თერაპიასთან დაკავშირებული): გულსირევა (2,0%), დიარეა (1,8%), ღებინება (1.5%), გამონაყარი (0.9%), ცხელება (0,5%) ჰიპოტენზია (0,4%), კრუნჩხვები (0.4%) (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები”), თავბრუსხვევა (0,3%), ქავილი (0,3%), ჭინჭრის ციება (0,2%), ძილიანობა (0,2%). 
ამგვარად შედარებით ხშირად აღინიშნა შემდეგი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები: ფლებიტი/თრომბოფლებიტი (3.1%), ტკივილი ინექციის ადგილას (0.7%), ერითემა ინექციის ადგილას (0.4%) ვენის ინდურაცია (0.2%). აგრეთვე ხშირად აღინიშნა შრატის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას მომატება. 
შემდეგი გვერდითი რეაქციები აღწერილია კლინიკური კვლევების და პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს. 
ყველა გვერდითი რეაქცია აღნიშნულია ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი  (≥1/10), ხშირი ( ≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1 000 - <1/100), იშვიათი (≥1/10 000 - <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000) და უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით). 
სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები მითითებულია სერიოზულობის შემცირების მიხედვით. 
ინფექციები და ინვაზიები: იშვიათი-ფსევდომემბრანულ კოლიტი, კანდიდოზი; ძალიან იშვიათი-გასტროენტერიტი.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირი-ეოზინოფილია; არაშირი-პანციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი; იშვიათი-აგრანულოციტოზი; ძალიან იშვიათი-ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტვინის დათრგუნვა. 
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი-ანაფილაქსიური რეაქციები.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: არახშირი-ფსიქიკის დარღვევა, ჰალუცინაციების და ცნობიერების დაბინდვის ჩათვლით. 
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - კრუნჩხვები, მიოკლონური აქტივობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათი - ენცეფალოპათია, პარესთეზია, ფოკალური ტრემორი, გემოს აღქმის შეცვლა; ძალიან იშვიათი - მიასთენია გრავის გაუარესება, თავის ტკივილი. 
დარღვევები სმენის და წონასწორობის ორგანოების მხრივ: იშვიათი-სმენის დაკარგვა; ძალიან იშვიათი-ვერტიგო, ყურებში ხმაური
დარღვევები გულის მხრივ: ძალიან იშვიათი - ციანოზი, ტაქიკარდია, პალპიტაცია. 
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირი-თრომბოფლებიტი; არახშირი-ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათი-ალები. 
დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: ძალიან იშვიათი-დიპნოე, იპერვენტილაცია, ხახის ტკივილი. 
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი-დიარეა, ღებინება, გულისრევა (გულისრევა და ღებინება, დაკავშირებული პრეპარატ ტიენამის გამოყენებასთან, უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში გრანულოციტოპენიით, ვიდრე პაციენტებში მის გარეშე); იშვიათი - კბილების და/ან ენის შეღებვა. ჰემორაგიული კოლიტი, მუცლის ტკივილი, გულძმარვა, გლოსიტი, ენის დვრილების ჰიპერტროფია, მომატებული სალივაცია. 
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათი-ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ძალიან იშვიათი-ფულმინანტური ჰეპატიტი. 
დარღვევები კანის და რბილი ქსოვილების მხრივ: ხშირი-გამონაყარი (მაგ. ეკზანთემატოზური); არახშირი-ჭინჭრის ციება, ქავილი; იშვიათი-ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი; ძალიან იშვიათი - ჰიპერჰიდროზი, კანის ტექსტურის ცვლილება. 
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათი-პოლიართრალგია, ტკივილი ხერხემლის გულმკერდის ნაწილში. 
დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ: იშვიათი-თირკმლის მწვავე უკმარისობა, ოლიგურია/ანურია, პოლიურია, შარდის ფერის ცვლილება (უსაფრთხოა, არ უნდა აგვერიოს ჰემატურიაში). ძნელია პრეპარატ ტიენამის გავლენის შეფასება თირკმლის ფუნქციის ცვლილებაზე, რადგან, როგორც წესი, არსებობს წინასწარგანწყობის ფაქტორები პრერენალური აზოტემიის განვითარებისთვის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისთვის. 
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ძალიან იშვიათი - ვულვის ქავილი. 
საერთო მდგომარეობის და პრეპარატის მიღების მეთოდთან დაკავშირებული დარღვევები: არახშირი - ცხელება, ადგილობრივი ტკივილი და ინდურაცია ინექციის ადგილას, ერითემა ინექციის ადგილას; ძალიან იშვიათი-დისკომფორტი გულმკერდში, ასთენია/სისუსტე. 
გამოკვლევები: ხშირი - შრატის ტრანსამინაზების დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება; არახშირი - კუმბსის დადებითი პირდაპირი ტესტი, პროთრომბინის დროის ზრდა, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ბილირუბინის დონის დაქვეითება შრატში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში შარდოვანა აზოტის მომატება. 
ბავშვები (ასაკი ≥3 თვე)
კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 178 ბავშვის მონაწილეობით, რომელთა ასაკიც შეადგენდა 3 თვეს და მეტს, აღნიშნული გვერდითი რეაქციები შეთავსებადი იყო მოზრდილების იგივე მაჩვენებელთან. 

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების და ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. 
- მომატებული მგრძნობელობა კარბაპენემების ჯგუფის ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ. 
- მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქცია (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია, კანის რეაქციის მძიმე ფორმა) ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ (მაგ. პენიცილინები, ცეფალოსპორინები). 

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეთავსებადია გვერდითი რეაქციების პროფილთან; სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, ჰიპოტენზია, ბრადიკარდია. არ არსებობს სპეციფიური ინფორმაცია პრეპარატ ტიენამის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. იმიპენემი და ნატრიუმის ცილასტატინი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზით. თუმცა ამგვარი პროცედურის ეფექტრობა დოზის გადაჭარბების დროს უცნობია. 

უსაფრთხოების ზომები
ზოგადი ინფორმაცია
იმიპენემის/ცილასტატინის არჩევისას მკურნალობის ჩატარებისთვის საჭიროა ყოველი ცალკეული პაციენტისთვის გაითვალისწინონ კარბაპენემების ჯგუფის ანტიბიოტიკის გამოყენების მიზანშეწონილობა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ინფექციის სიმძიმე, რეზისტენტობის გავრცელება სხვა ანტიბიოტიკების მიმართ და კარბაპენემრეზისტენტული გამომწვევის გამოყოფის რისკი. 

მომატებული მგრძნობელობა
აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები) პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობას. ეს რეაქციები დიდი ალბათობით შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მგრძნობელობით მრავლობითი ალერგენების მიმართ. პრეპარატ ტიენამით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის დეტალური გამოკითხვა ადრე განვითარებულ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შესახებ კარბაპენემების, პენიცილინების, ცეფალოსპორინების, სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების და სხვა ალერგენების მიმართ (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”). პრეპარატ ტიენამისადმი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციები მოითხოვს გადაუდებელ თერეპიას. 
ღვიძლის ფუნქცია
იმიპენემით/ცილასტატინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური კონტროლი, რადგან არსებობს ჰეპატოტოქსიურობის რისკი (მაგ. ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ღვიძლის უკმარისობა და ფულმინანტური ჰეპატიტი). 
გამოყენება ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში: იმიპენემით/ცილასტატინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური კონტროლი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დარღვევები. დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”). 
ჰემატოლოგია
იმიპენემით/ცილასტატინით მკურნალობის პერიოდში შეიძლება დადებითი იყოს კუმბსის პირდაპირი ან არაპირდაპირი ტესტი.
ანტიბაქტერიული სპექტრი
უნდა გაითვალისწინონ იმიპენემის/ცილასტატინის ანტიბაქტერიული სპექტრი (განსაკუთრებით სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებისას) ემპირიული თერაპიის დაწყებამდე. ამას გარდა იმიპენემის/ცილასტატინისადმი სპეციფიური გამომწვევების შეზღუდული მგრძნობელობის გამო, მაგ, კანის და რბილი ქსოვილების ბაქტეირული ინფექციებისას უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები. იმიპენემის/ცილასტატინის გამოყენება სასარგებლო არ არის ამგვარი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა დადასტურებულია და ცნობილია, რომ გამომწვევი მგრძნობიარეა პრეპარატის მიმართ ან თუ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ამგვარი მკურნალობა შესაბამისი იქნება სავარაუდო გამომწვევებისადმი. თუ საეჭვოა ან დადასტურებულია, რომ ჩართულია მეტიცილინრეზისტენტული Staphylococcus aureus (МРЗС), შეიძლება ნაჩვენები იყოს შესაბამისი ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენებაც. თუ საეჭვოა ან დადასტურებულია, რომ ჩართულია გამომწვევი Pseudomonas aeruginosa, შეიძლება ნაჩვენები იყოს ამინიგლიკოზიდების ერთდროული გამოყენება (იხ. პარაგრაფი “მიღების ჩვენება”). 
ურთიერთქმედება ვალპროის მჟავასთან
რეკომენდებული არ არის იმიპენემის/ცილასტატინის და ვალპროის მჟავას/ნატრიუმის ვალპროატის ერთდროული გამოყენება (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
Clostridium difficile
აღინიშნა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული კოლიტის და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება (მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე) იმიპენემით/ცილასტატინით და პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკით მკურნალობის დროს. მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა იმიპენემის/ცილასტატინის გამოყენების შემდეგ (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”). უნდა განიხილონ საკითხი იმიპენემის/ცილასტატინის მოხსნის შესახებ და სპეციფიური მკურნალობის დანიშვნაზე Clostridium difficile დროს. არ უნდა დაინიშნოს ნაწლავის პერისტალტიკის მაინჰიბირებელი პრეპარატები. 
მენინგიტი ტიენამი რეკომენდებული არ არის მენინგიტის სამკურნალოდ. 
თირკმლის უკმარისობა
იმიპენემი-ცილასტატინი გროვდება ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. ცნს მხრივ გვერდითი რეაქციები შეიძლება აღინიშნოს დოზის კორექციის არარსებობის დროს თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება” და ქვეპარაგრაფი “ცენტრალური ნერვული სისტემა”).
ცენტრალური ნერვული სისტემა
ცნს მხრივ აღინიშნა ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მიოკლონური აქტივობა, ცნობიერების დაბინდვა ან კრუნჩხვები, განსაკუთრებით რეკომენდებული დოზების გადაჭარბებისას, რომლებიც დადგენილია თირკმლის ფუნქციის და სხეულის მასის მიხედვით. ამგვარი რეაქციები აღინიშნა უფრო ხშირად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცნს ფუნქციის დარღვევა (მაგ. ტვინის დაზიანება ან კრუნჩხვები ანამნეზში) და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელთა დროსაც შეიძლება მოხდეს გამოყენებული ნივთიერებების დაგროვება. ამიტომ აუცილებელია რეკომენდებული დოზების მკაცრად დაცვა. განსაკუთრებით ამგვარ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”). უნდა გაგრძელდეს კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპია ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. 
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნევროლოგიურ სიმპტომებს ან კრუნჩხვებს ბავშვებში კრუნჩხვების ცნობილი რისკ ფაქტორებით ან იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც აქვეითებს კრუნჩხვების ზღურბლს. 
თუ ვითარდება ფოკალური ტრემორი, მიოკლონუსი ან კრუნჩხვები, უნდა ჩატარდეს ნევროლოგიური გამოკვლევა და დაინიშნოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპია, თუ იგი აქამდე არ ჩატარებულა, თუ ცნს სიმპტომატიკა ნარჩუნდება, პრეპარატ ტიენამის დოზა უნდა შემცირდეს ან იგი უნდა მოიხსნას. 
არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი ტიენამი პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსიც 5 მლ/წთ/1.73მ2 თუ 48 საათის განმავლობაში არ ჩატარდა ჰემოდიალიზის სეანსი. პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, პრეპარატი ტიენამი რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენების უპირატესობა აჭარბებს კრუნჩხვების განვითარების პოტენციურ რისკს (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”). 
გამოყენება ბავშვებში
არ არსებობს კლინიკურად საკმარისი მონაცემები პრეპარატ ტიენამის გამოყენების რეკომენდაციისთვის 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (შრატის კრეატინინი >2მგ/დლ). იხ.აგრეთვე ზემოთ ქვეპარაგრაფი “ცენტრალური ნერვული სისტემა”.
პრეპარატ ტიენამის შემადგენლობაში 500მგ/500მგ შედის 37.6 მგ ნატრიუმი (1,6 მ ეკვ), რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებში გამოყენებისთვის, რომლებიც იცავენ დიეტას და აკონტროლებენ ნატრიუმის შემცველობას. 

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
იმიპენემის/ცილასტატინის გამოყენების კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა 
მაკე მაიმუნების გამოკვლევებში აღინიშნა რეპროდუქციული ტოქსიურობა. ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია. 
ორსულობის პერიოდში ტიენამის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. 
ძუძუთი კვება
იმიპენემი და ცილასტატინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძეში. პერორალური გამოყენების შემდეგ აღინიშნა ყოველი კომპონენტის უმნიშვნელო აბსორბცია. ამიტომ ნაკლებსავარაუდოა რომ ძუძუთი კვების დროს ბავშვი დაექვემდებარება პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობისადმი ექსპოზიციას. თუ პრეპარატ ტიენამის გამოყენება ითვლება აუცილებლად, უნდა შედარდეს ძუძუთი კვების უპირატესობა და ბავშვისთვის შესაძლო რისკი. 
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები იმიპენემით/ცილასტატინით მკურნალობის პოტენციური გავლენის შესახებ მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე. 

გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
გამოკვლევები ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესასწავლად არ ჩატარებულა. თუმცა პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეაქცია (მაგ. ჰალუცინაცია, თავბრუსხვევა, ძილიანობა და ვერტიგო) შეიძლება გავლენას ახდენდეს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”). 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აღინიშნა გენერალიზებულო კრუნჩხვითი გულყრები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ განციკლოვირს და ტიენამს. ეს პრეპარატები ერთდროულად არ უნდა გამოიყენონ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს სავარაუდო რისკს. 
აღინიშნება ვალპროის მჟავას დონის დაქვეითება (შესაძლებელია თერაპიულ დონეზე დაბლა დაქვეითება) ვალპროის მჟავას და კარბაპენემების ჯგუფის პრეპარატების გამოყენებისას. ვალპროის მჟავას დაქვეითება შეიძლება იწვევდეს კრუნჩხვების არასაკმარის კონტროლს. ამ მიზეზით რეკომენდებული არ არის იმიპენემის და ვალპროის მჟავას/ნატრიუმის ვალპროატის ერთდროული გამოყენება. უნდა განიხილონ საკითხი ალტერნატიული ანტიბიოტიკების გამოყენების ან კრუნჩხვისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შესახებ (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები”).
ანტიკოაგულანტები პერორალური გამოყენებისთვის
ანტიბიოტიკების და ვარფარინის ერთდროული გამოყენება შეიძლება აძლიერებდეს ამ უკნასკნელის ანტიკოაგულაციურ თვისებებს. მიღებულია მრავალი შეტყობინება პერორალურად მიღებული ანტიკოაგულანტების ეფექტების გაძლიერების შესახებ (ვარფარინის ჩათვლით) პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ანტიბიოტიკებს. ეს რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს ძირითად ინფექციურ დაავადებაზე, პაციენტის ასაკსა და საერთო მდგომარეობაზე, ამიტომ ძნელია ანტიბაქტერიული პრეპარატის როლის შეფასება სნშ-ს (საერთაშორისო ნორმალიზებულ შეფარდების) მაჩვენებლის მომატებაში. რეკომენდებულია სნშ-ს მაჩვენებლის ხშირი შემოწმება ანტიბიოტიკების და პერორალური კოაგულანტების გამოყენების დროს და მის შემდეგ. პრეპარატ ტიენამის და პრობენეციდის ერთდროული გამოყენება იწვევდა პლაზმაში იმიპენემის დონის და ნახევარგამოყოფის პერიოდის მინიმალურ მომატებას. შარდით აქტიური (არამეტაბოლიზებული) იმიპენემის გამოყოფა ქვეითდებოდა დაახლოებით პრეპარატ ტიენამის დოზის 60%-მადე, ერთდროულად პრობენეციდის გამოყენებისას.  პრეპარატ ტიენამის და პრობენეციდის გამოყენებისას ცილასტატინის დონე პლაზმაში და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 2ჯერ, მაგრამ არ აღინიშნა გავლენა შარდით ცილასტატინის გამოყოფაზე. 

შეუთავსებლობა
ეს პრეპარტი ქიმიურად შეუთავსებელია ლაქტატთან, ამიტომ მისი აღდგენა არ შეიძლება გამხსნელებით, რომლებიც ლაქტატს შეიცავს. თუმცა პრეპარატის შეყვანა შეიძლება წვეთოვნით, რომელიც გამოიყენება ლაქტატური ხსნარის ინფუზიისთვის. ამ პრეპარატის არევა არ შეიძლება სხვა საშუალებებთან, გარდა იმისა, რაც მითითებულია პარაგრაფში “გამოყენების მეთოდი და დოზები”. 

შეფუთვა
I ტიპის მინის ფლაკონი ევ.ფ, დახურული რეზინის საცობით (ევ.ფ), ალუმინის ხუფით და პლასტმასის სახურავით “ფლიპ-ოფფ”. 10 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად პლასტიკის გარსში. 

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისობის ვადა
2 წელი. გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 
განზავებული ხსნარების გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ხსნარის აღდგენასა და ინტრავენური ინფუზიის დასრულებამდე დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს. 

აფთიაქიდან გაცემის წესი 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II (გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით)


სად შევიძინოთ?