ვესსელ დუე F / Vessel Due F


შემადგენლობა

კუნთში და ვენაში შესაყვანი ხსნარი
თითოეული ამპულა (2 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სულოდექსიდი 600 ლე*
არააქტიური ნივთიერებები: ნატრიუმ ქლორიდი, საინექციო წყალი
კაფსულა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სულოდექსიდი 250 ლე*
არააქტიური ნივთიერებები: ნატრიუმ ლაურილსარკოზინატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი. ტრიგლიცერიდები
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცეროლი, ეთილპარაოქსიბენზოატ ნატრიუმი, პროპილპარაოქსიბენზოატ ნატრიუმი, ტიტანიუმ დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172). *- ლიპოპროტეინლიპაზური ერთეული

აღწერა
კუნთში და ვენაში შესაყვანი ხსნარი _ მოყვითალო ღია ფერის, ან ყვითელი ფერის გამჭირვალე ხსნარი.
კაფსულა _ ოვალური ჟელატინის რბილი კაფსულები აგურისფერ-წითელი ფერის, რომლებიც შეიცავენ მოთეთრო-მონაცისფრო ფერის სუსპენზიას. დასაშვებია კაფსულების შიგთავსის მოვარდისფრო, ან მოვარდისფრო-კრემისფერი შეფერილობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვესსელ დუე F (სულოდექსიდი) წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომელიც ექსტრაგირებული და გამოყოფილ იქნა ღორის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან. წარმოადგენს გლიკოზამინოგლიკანების ბუნებრივ ნარევს: ჰეპარინის მსგავსი ფრაქციის, მოლეკულარული წონით 8 000, დალტონის (80%) და დერმატანსულფატის (20%).
სულოდექსიდის მოქმედების მექანიზმი განისაზღვრება ორო ძირითადი თვისებით:
ჰეპარინისმსგავსი სწრაფად მოქმედი ფრაზცია ხასიათდება მსგავსებით ანტითრომბინ III (ATIII)- თან, ხოლო დერმატიზირებული – კოფაქტორ II ჰეპარინთან (კჰII). 
ფარმაკოდინამიკა
ანტიკოაგულაციური მოქმედების მექანიზმი ვლინდება ჰეპარინ II კოფაქტორთან კავშირის ხარჯზე, რომელიც ახდენს თრომბინის ინაქტივაციას. ანტითრომბული მოქმედების მექანიზმი უკავშირდება აქტივირებული ფაქტორ X-ის დახშობას, პროსტაციკლინის სინთეზისა და სეკრეციის გაძლიერებასთან ერთად, სისხლის პლაზმაში ფიბრონოგენის დონის შემცირებასთან ერთად.
პროფიბრინოლიტიკური მოქმედება განპირობებულია სისხლში პლაზმოგენის ქსოვილების აქტივატორის ზრდით და მისი ინჰიბიტორის შემცველობის შემცირებით.
ანგიოპროტექტული მოქმედება დაკავშირებულია სისხლძარღვების ენდოთელის უჯრედების ფუნქციონირებისა და სტრუქტურის აღდგენასთან, სისხლძარღვების ბაზალური მემბრანის ფორების უარყოფითი ელექტრული მუხტის აღდგენასთან. ამის გარდა პრეპარატი ახდენს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას ტრიგლიცერიდების დონის დაწევის ხარჯზე (ახდენს ლიპოლიტიკური ფერმენტის სტიმულირებას _ ლიპოპროტეინლიპაზის, რომელიც ახდენს ტრიგლიცერიდების ჰიდროლიზირებას, რომლებიც შედიან ლპნლ-ის შემადგენლობაში).
პრეპარატის ეფექტურობა დიაბეტური ნეფროპათიისას განისაზღვრება სულოდექსიდის უნარით შეამციროს ბაზალური მემბრანის სისქე და მოახდინოს ექსტრაცელულარული მატრიქსის წარმოება მეზანგიუმის უჯრედების პროფერაციის შემცირების ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა
სულოდექსიდის 90% აბსორბირდება სისხლძარღვების ენდოთელში, რაც ზრდის მის კონცენტრაციას სხვა ორგანოების ქსოვილებში 20-30-ჯერ და შეიწოვება წვრილი ნაწლავით. მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში.არაფრაქცირებული ჰეპარინისგან და დაბალმოლეკულარული ჰეპარინისგან განსხვავებით, სულოდექსიდი არ ექვემდებარება დესულფატიზაციას, რომელიც იწვევს ანტითრომბული აქტივობის დაქვეითებას და მნიშვნელოვნად აჩქარებს ორგანიზმიდან ელიმინაციას. დოზის გადანაწილებამ ორგანიზმში აჩვენა, რომ პრეპარატი მეტაბოლიზდება და გამოიყვანება თირკმელებით მისი შეყვანის შემდეგ 4 საათში.
შეყვანიდან 24 საათის შემდეგ ხდება პრეპარატის გამოყოფა შარდთან ერთად და ნაერთში იგი შედგენს 50%-ს, ხოლო 48 საათის შემდეგ – 67%-ს.

ჩვენებები
- ანგიოპათიები თრომბოფორმირების გაზრდილი რისკით, მათ შორის მიოკარდის ინფარქტის შემდეგ;
- ტვინიში სისხლმიმოქცევის დარღვევა, მათ შორის იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში და აღდგენის საწყისს ეტაპზე; ათეროსკლეროზით გამოწვეული დისცირკულარული ენცეფალოპათია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიური დაავადება, სისხლძარღვების დემენცია;
- როგორც ათეროსკლეროზული, ასევე დიაბეტური გენეზისის პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება;
- ღრმა ვენების ფლებოპათიები, თრომბოზები;
- მიკროანგიოპათიები (ნეფროპათია, რეთინოპათია, ნეიროპათია) და მაკროანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტისას (დიაბეტური ტერფის სინდრომი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია);
- თრომბოფილური მდგომარეობები, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ასევე დაბალმოლეკულური ჰეპარინის შემდეგ);
- ჰეპარინინდუცირებული თრომბული თრომბოციტოპენიის მკურნალობა, რადგან არ იწვევს და არ ამწვავებს მას.

მიღების წესები და დოზები
კუნთში და ვენაში შესაყვანი ხსნარი.
პერორალური კაფსულები.
მკურნალობის კურსი უნდა დაიწყოს 1 ამპულის კუნთში შეყვანით, ან 1 ამპულის ვენაში შეყვანით ბოლუსურად, ან წვეთოვანის სახით, იმის შემდეგ რაც კაფსულის შიგთავსი იხსნება ფიზიოლოგიური ხსნარის 150-200 მლ-ში 15-20 დღის განმავლობაში. შემდეგ 30-40 დღის განმავლობაში თერაპია უნდა გაგრძელდეს კაფსულების მიღებით: ინიშნება 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ საჭმლის მიღების შუალედებში. მკურნალობის მთლიანი კურსი უნდა განმეორდეს მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ. 
კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგების შესაბამისად ექიმს შეუძლია დოზირების რეჟიმის შეცვლა.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თვალსაზრისით: პირღებინება, გულისრევა, ტკივილები ეპიგასტრიუმში.
ალერგიული რეაქციები: სხვადასხვა ლოკალიზაციის გამონაყარი კანზე.
სხვა: ტკივილი, წვა, ჰემატომა ინექციის ადგილზე .

უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა;
- ჰემორაგიული დიათეზი და სისხლდენის წარმოქმნის მაღალ რისკთან დაკავშირებული დაავადებები;
- ორსულობის I ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას ინიშნება ექმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. არსებობს სისხლძარღვებთან დაკავშირებული გართულებებისას სულოდექსიდის გამოყენების გამოცდილება I და II ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და პაციენტებში ორსულობის III ტრიმესტრში, დაგვიანებული ტოქსიკოზის განვითარებისას ორსულებში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია კოაგულოგრამის კონტროლი. მკურნალობის საწყის ეტაპზე და ბოლო ეტაპზე მნიშვნელოვანია შემდეგი მაჩვენებლების განსაზღვრა: ნაწილობრივ აქტივირებული თრომბოპლასტირების დრო, ანტითრომბინ III, სისხლდების დრო და შედედების დრო.
ვესსელ დუე F ზრდის ნაწილობრივ აქტივიზირებული თრომბოპლასტირების დროის ნორმალურ მაჩვენებლებს დაახლოებით ერთნახევარჯერ. ზემოქმედება ავტომობილის მართვის უნარზე, ან სხვა მექანიზმების მართვაზე: პრეპარატის მიღება არ მოქმედებს ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: სისხლის დენა და მიდრეკილება მის მიმართ.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვესსელ დუე F-ის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის დადგენილი. სულოდექსიდის გამოყენებისას არ არის რეკომენდირებული ისეთი პრეპარატების მიღება ,რომლებიც ახდენენ ზემოქმედებას ჰემოსტაზის სისტემაზე, კერძოდ, ანტიკოაგულანტების (პირდაპირი და არაპირდაპირი) და ანტიაგრეგანტები.

შენახვის პირობები და ვადები
სია ბ.
ტემპერატურაზე არაუმეტეს 30oC.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ! 
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით