Nuk
საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (GAMS) V საერთაშორისო კონფერენცია : ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა: თანამედროვე მიდგომები
საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (GAMS) V საერთაშორისო კონფერენცია : ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა: თანამედროვე მიდგომები

მისამართი: თბილისის ბიზნეს ცენტრი, სასტუმრო Best Western, 11 აფაქიძე ქ. თბილისი
თარიღი: 28/09/2019

დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, ი.ბერიტაშვილი ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის (სიეტლი), ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით

 

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო  ფესტივალის ფარგლებში

 

კონფერენცია აკრედიტირებულია მედიკოს სპეციალისტთა კავშირის უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის სააკრედიტაციო საბჭოს (UEMS EACCME) მიერ LEE19-00949  -10 უსგ ევროპული კრედიტი.

 

თავმჯდომარე: გიორგი ჩახავა (საქართველო)

 

თანათავმჯდომარე: მაია ბერიძე (საქართველო), ამოს კორჩინი (ისრაელი), ირაკლი სულაქველიძე (აშშ)

 

საორგანიზაციო კომიტეტი: პროფ. ზ.ბოხუა, პროფ. ს. თაბაგარი, პროფ. ნ. ბრეგვაძე, პროფ. მ. ბერიძე, პროფ. მ. ოკუჯავა, პროფ. ა.ცისკარიძე, პროფ. დ.ნადარეიშვილი, პროფ. გ. ჩახავა, პროფ. მ. ცაგარელი, ნ.კანდელაკი მედიცინის დოქტორი

 

სამუშაო ჯგუფი: ი.ნადარეიშვილი მედიცინის დოქტორი, ო.ჯანელიძე, ი.დვალი, მ.დემურია, ა.ნადირაძე, მ.კეკენაძე

 

გ ა ნ რ ი გ ი

 

შაბათი, 28 სექტემბერი

 

თბილისი  ბიზნეს ცენტრი

სასტუმრო Best Western Hotel თბილისი

აფაქიძის ქუჩა 11, თბილისი 0171 საქართველო

 

9:30 – 10:00 მონაწილეების რეგისტრაცია

10:00 – 10:40 გახსნის ცერემონია

ა.ზოიძე  - ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი(ან წარმომადგენელი) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრი (ან წარმომადგენელი) საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი

გ. ჩახავა  - საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციაციის პრეზიდენტი

რ. შაქარიშვილი - საქართველოს ნევროლოგთა კავშირის პრეზიდენტი

დ. ნადარეიშვილი- ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი

 

პ რ ო გ რ ა მ ა

შაბათი, 28 სექტემბერი, 2019

სესია 1
მოდერატორები : ა.კორჩინი პროფ .  მ.ოკუჯავა პროფ.

 

10:40 – 11:00 ქრონიკული ტკივილის მექანიზმის მოკლე მიმოხილვა - ირაკლი სულაქველიძე, პროფესორი, ანესთეზიოლოგიის/ტკივილის დეპარტამენტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ტკივილის ცენტრი, სიეტლი, აშშ

 

11:00 – 11:20 კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი - ირაკლი სულაქველიძე, პროფესორი, ანესთეზიოლოგიის/ტკივილის დეპარტამენტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ტკივილის ცენტრი სიეტლი, აშშ

 

11:20 – 12:00 “სად იმალება ტკივილი თავის ტვინში?“- ამოს კორჩინი,  პროფესორი, თელ-ავივის უნივერსიტეტი, მსოფლიო ნევროლოგთა საზოგადოების ნეიროფარმაკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარე, ისრაელის ალცჰაიმერის საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე, თელ-ავივი, ისრაელი

 

12:00 – 12:30  შაკიკის პათოგენეზის  ახლებური ხედვა ბირთვულ - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის თანამედროვე მონაცემების საფუძველზე - ჯიოაკინო ტედესკი, პროფესორი, ნევროლოგიის და ნეიროფიზიოლოგიის კლინიკის დირექტორი, კამპანიის უნივერსიტეტი “ლუიჯი ვანვიტელი“, ნეაპოლი, იტალია

 

12:30 – 12:50 ქრონიკული ტკივილის მართვის ხარისხი - საქართველოს მიღწევები და სირთულეები - იოსებ აბესაძე მედიცინის დოქტორი, პალიატიური მზრუნველობის კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისი, საქართველო

 

12:50–13:10  ტკივილი პირველად ჯანდაცვაში - სუპატაშვილი მარიამ, ოჯახის ექიმი, ქართულ-ამერიკული საოჯახო მედიცინის კლინიკა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი - საოჯახო მედიცინა, თბილისი, საქართველო

თეიმურაზ ღურჭუმელიძე (თიმ გურჩი) წყნარი ოკეანის სანაპიროს კლინიკის ხელმძღვანელი, სან-დიეგო, აშშ,

 

13:10 - 13:30    დისკუსია

13:30 - 14:00   შესვენება

სესია 2 

მოდერატორები:  ა.ვაიტკუსი პროფ.  გ.ჩახავა პროფ.

14:00–14:20  შაკიკის შეტევის მკურნალობა და პროფილაქტიკა, პრაქტიკული მიდგომები - დალიუს  ჯატუზისი, პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტი, კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი, ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული კლინიკა, ვილნიუსის საუნივერსიტეტო კლინიკა “სანტაროს კლინიკოს“,  ვილნიუსი, ლიეტუვა

14:20 – 14:40  თავის ტკივილის მართვის ახლებური მიდგომები  -გიორგი ჩახავა1, მ.დემურია1, მესუდ აშინა2, თიმოტი სმიზი3, როჯერ კედი4, ბარბარა შეფლერი4, დავით ბიონდი5, ჯო ჰირმანი6,ჯეფ სმიზი7

1მულტიპროფილური კლინიკა  მედულა,  ასოც. პროფესორი დ. ტვილდიანის  სამედიცინო უნივერსიტეტი, GAMS-ის  წარმომადგენელი ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის(UEMS) ნევროლოგიურ საბჭოში, თბილისი, საქართველო,1კლინიკური ნევროლოგი, GAMS-ის ნევროლოგიური სექციის  მდივანი, 2დანიის ტკივილის ცენტრი, რიგსჰოსპიტალი გლოტსრუპი, კოპენგაგენის უნივერსიტეტი, კოპენგაგენი, დანია,3StudyMetrix Research, სენტ-პიტერი, აშშ,4Alder BioPharmaceuticals, ვაშინგტონი, აშშ, 5კოენის ვეტერანების ბიომეცნიერება,კემბრიჯი,აშშ, 6წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის სტატისტიკის საკონსულტაციო ჯგუფი, ვუდინვილი, ვაშინგტონი, აშშ, 7Alder BioPharmaceuticals, დუბლინი, ირლანდია

14:40-15:00 შაკიკის თანმხლები დაავადებები - მინ კიუნგ ჩუ, ასოც.პროფესორი, აშშ თავის ტკივილის ასოციაციის საბჭოს წევრი, სამხრეთ კორეის ძილის მეცნიერების საზოგადოების საბჭოს წევრი, კორეის თავის ტკივილის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, იონსის უნივესიტეტის სამედიცინო სკოლა, სამხრეთ კორეა

 

15:00-15:20  დისკუსია

 

15:20-16:20  სადილი

 

სესია 3 

მოდერატორები: პროფ. ი. სულაქველიძე და  პროფ. მ.ბერიძე

 

16:20 – 16:50 ძილი და თავის ტკივილი-ჰანს ლ. ჰამბურგერი, მედიცინის დოქტორი, ძილის ცენტრის ხელმძღანელი, ძილ-ღვიძილის კვლევის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები.

 

16:50–17:10 თავის ტკივილი ბავშვებში : დიფერენციალური დიაგნოზის სირთულეები - ნანა ტატიშვილი, პროფესორი, დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისი, საქართველო

 

17:10-17:30  ტკივილის  ფსიქოგენური ასპექტები - მაია ბერიძე, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, GAMS-ის წარმომადგენელი UEMS-ის ნევროლოგიურ საბჭოში, თბილისი, საქართველო

17:30–17:50  შაკიკის დიაგნოსტიკის სირთულეები - ანტანას ვაიტკუსი, პროფესორი, სამედინო აკადემიის სამედიცინო ფაკულტეტი, ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, საუნივერსიტეტო კლინიკა „კაუნას კლინიკოს“, ლიეტუვას თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტი, ვილნიუსი, ლიეტუვა

17:50–18:10  წამლების ჭარბი მოხმარებით  გამოწვეული  თავის ტკივილი-ქრონიკული თავის ტკივილის ძირითადი მიზეზი - ანა ძაგნიძე, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, საქართველოს ნევროლოგთა კავშირის მდივანი, ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისი, საქართველო

 

18:10-18:30 ტრიგემინალური ნევრალგია:  გამოწვევები და შესაძლებლობები-ირაკლი ჭელიშვილი, პროფესორი, მულტიპროფილური კლინიკა ინოვა, თბილისი, საქართველო.

18:30-19:30 სატელიტური სიმპოზიუმი- ნეიროპათიული ტკივილი

 

ნეიროპათიული ტკივილის ეფექტური მართვა - მარინა ტრეშჩინსკაია,პ.შუპიკის სახ. ნაციონალური დიპლომისშემდგომი სამედიცინო აკადემიის ნევროლოგიური დეპარტამენტი, სამეცნიერო-კვლევითი და სადოქტორო დისერტაციების სამსახურის ხელმძღვანელი.უკრაინის ინსულტის ასოციაციის საბჭოს წევრი, კიევი, უკრაინა

იშვიათი სახის ტკივილები ონკოლოგიურ პაციენტებში - ქეთევან უგულავა, კლინიკური ნევროლოგი. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო

19:30-19:50  დისკუსია, შეჯამება

 

 

კვირა, 29 სექტემბერი, 2019

 

პოსტერ სესია 

მოდერატორები: დ. ჯატუზისი, პროფ. შ. ოზთურქი, პროფ. დ. ნადარეიშვილი, პროფ.

 

9:00 - 10:00 პოსტერ პრეზენტაციები

 

1. ნანა წიკლაური-ფილოსოფიის და მეცნიერების დოქტორი, ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ტკივილის განყოფილება, თბილისი, საქართველო,თავის ტვინის ლიმბური სისტემის უბნები, რომლებიც განსაზღვრავენ ტოლერანტობას  (ოპიოიდური მექანიზმი). 

 

2. არიელ ენდელი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, ნევროლოგიის რეზიდენტი,კიევი, უკრაინა  - ქრონიკული შაკიკი: შთამბეჭდავი კლინიკური შემთხვევა ჰიპეროსტოზით 

 

3. თეონა ლაზიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტი, რეზიდენტი, მარიამ გრძელიძე  - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი , სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტი , რეზიდენტი, თბილისი, საქართველო - იშემიური ტკივილის მენეჯმენტი კიდურების კრიტიკული იშემიის დროს. 

 

4. სოფიო ნოღაიდელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, რეზიდენტი,თბილისი, საქართველო  - რევმატიული პოლიმიალგია

 

5. ნინო ბუიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, რეზიდენტი, თეონა ჯანიაშვილი, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, ევექსის ჰოსპიტალები , ნევროლოგი, თამარ გუდაძე , ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, ევექსის ჰოსპიტალები , ნევროლოგი, თბილისი, საქართველო  - კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი 

 

6. მარიამ კეკენაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ნევროლოგი, შორენა ვაშაძე - ბათუმის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასოც.პროფესორი, ბათუმი, საქართველო-ნევროლოგი - ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი - მტკივნეულია?

 

7. ნიკა ხუნჯგურუა, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, რევაზ ფრუიძე, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, რეაბილიტოლოგი , თბილისი, საქართველო- მაღალი ინტენსივობის ლაზერული თერაპიის ეფექტები ტკივილზე პაციენტებში მუხლის ოსტეოართრიტით.

 

8. სოფო ბრუნჯაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ნევროლოგი - კავშირი ტკივილსა და დემენციას შორის

 

9. ქეთევან ვანაძე, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალი”, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, ბავშვთა ნევროლოგი - შაკიკი ბავშვებში

 

10. ნინო ბერიძე, ავერსის კლინიკა, ნევროლოგიის რეზიდენტი- გაფანტული სკლეროზი და ტკივილი 

 

11. აიდინ ტალიფ იილდოღან, გოხან ოზდემირ, ომერ ფარუქ იილდიზ, სევდე თექნეჯი, გოზდე ონგუნ, შერეფნურ ოზთურქ, სელჯუკ უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, კონია, თურქეთი - ზურგის ტკივილი პარაპლეგიის მქონე პაციენტში, რომელსაც განუვიარდა სუბდურული ჰემატომა   ვარფარინის მიღების შემდეგ 

 

12. ალექსანდრე თელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი, თბილისი,საქართველო - კვანძოვანი ერითემა  -კლინიკური შემთხვევა 

 

13. ანა აბაშიძე, თამარ ალაშვილი, ავერსის კლინიკა, მოზრდილთა დეპარტამენტი, უმცროსი ნევროლოგი ექიმები,თბილისი, საქართველო - ნეიროპლასტიურობა და ტკივილი 

                        

სესია 4

მოდერატორები: პროფ. ა. ფედერიკო; პროფ. ს.თაბაგარი

 

10:00 - 10:40 ტკივილი იშვიათი დაავადებების დროს CADASIL, Fabry's დაავადებადა სხვა გენეტიკური და არაგენეტიკური პერიფერული ნეიროპათიები-ანტონიო ფედერიკო, პროფესორი, სიენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, სიენის კლინიკური ნევროლოგიის და ნეირომეტაბოლური დარღვევების განყოფილების დირექტორი, იტალიის ნევროლოგთა საზოგადოების და იშვიათი დაავადებების ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, სიენა, იტალია

 

10:40 -11:00 ინსულტის შემდგომი ტკივილი-ალექსანდრე ცისკარიძე, პროფესორი, ი.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, პინეოსეკოლოგიური სისტემის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, GAMS-ის ნევროლოგიური საბჭოს წარმომადგენელი

 

11:00 -11:20 ცერებრული სინუსების და ვენების ტრომბოზის ასოციაცია სხვადასხვა ტიპის ტკივილთან/თავის ტკივილთან და გართულებები ქალებში,  ახალი ანტიკოაგულანტების როლი პროფილაქტიკაში - შერეფნურ ოზთურქი, პროფესორი სელჯუკის უნივერსიტეტი სამედიცინო ფაკულტეტი,  ნევროლოგიის დეპარტამენტი, თურქეთის ნევროლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, კონია, თურქეთი

 

11:20-11:40 გარდამავალი რეცეპტორების პოტენციური არხები ტკივილის შეგრძნებაში – მერაბ ცაგარელი პროფესორი, ფილოსოფიის და მეცნიერების დოქტორი, ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ტკივილის განყოფილება, თბილისი, საქართველო

 

11:40 -12:00 დიაბეტური ტერფი-  მნიშვნელოვანი პრობლემა დიაბეტის მართვაში- რამაზ ყურაშვილი, პროფესორი, საქართველოს დიაბეტის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს დიაბეტის კავშირის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების პრეზიდენტი, GAMS-ის წარმომადგენელი UEMS-ის ენდოკრინოლოგთა საბჭოში, თბილისი, საქართველო

 

12:00-12:20 ზურგის ტვინის და თავის ტვინის ღეროს ურთიერთკავშირი ქრონიკული ტკივილის   დროს:  აღმავალ/დაღმავალი მარყუჟის მოდულაცია -  სერგი ხასაბოვი, პროფესორი, ირინე ხასაბოვა, პროფესორი, დონალდ სიმონე, პროფესორი დიაგნოსტიკის და ბიოლოგიური მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინესოტას უნივერსიტეტი, მინეაპოლისი, აშშ.

 

12:20-12:40 ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება: ტკივილის ბიოქიმია და ფიზიოლოგია -  ირინა ხასაბოვა, პროფესორი, სერგი ხასაბოვი, ვიქტორ სიბალდი,  დონალდ სიმონე, პროფესორი, დიაგნოსტიკის და ბიოლოგიური მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინესოტას უნივერსიტეტი,  მინეაპოლისი, აშშ.

 

12:40 – 13:00 დისკუსია

 

13:00-13:30 შესვენება

სესია 5

მოდერატორები: პროფ. რ.სოლომონია; პროფ. რ.ღვამიჩავა

 

13:30–13:50 ონკოლოგიური ტკივილის ნეიროგენული მექანიზმები -

დონალდ სიმონე, პროფესორი, დიაგნოსტიკის და ბიოლოგიური მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინესოტას უნივერსიტეტი, მინეაპოლისი, აშშ.

 

13:50–14:10 თავის ტკივილის მართვა საქართველოში: წინ ევროკავშირისკენ თუ უკან საბჭოთა ჯანდაცვის სისტემაში  - გიორგი გეგელაშვილი, ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ც.ჩხიკვიშვილის სახელობის თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტი, თბილისი, საქართველო

 

14:10–14:30 ტკივილის მართვის პრობლემების შეფასება ამბულატორიულ პაციენტებში და  გავლენა ჯანდაცვის სერვისებზე – ფატი ძოწენიძე მედიცინის დოქტორი, სამეცნიერო კვლევისა და განვითარების განყოფილება, ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, საქართველოს პალიატიური მზრუნველობის ეროვნული ასოციაცია, თბილისი, საქართველო

 

14:30–14:50 სიმსივნური ნეიროპათიული ტკივილის ფარმაკოლოგიური მართვა–ნათია შავდია, მიხეილ შავდია პროფესორი, კონსტანტინე ცაავა, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, თბილისი, საქართველო

 

14:50 -15:10 რადიკულური ტკივილის სინდრომი: დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ოპერაციის ჩვენებები – გრიგოლ ჭაჭია, ნეიროქირურგი, კლინიკური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი - ნეიროქირურგიის დეპარტამენტი, მულტიპროფილური კლინიკა ინოვა, თბილისი, საქართველო

 

15:10-15:30 დისკუსია,შეჯამება

 

GAMS -ის შესახებ

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (GAMS) შეიქმნა 2006 წელს, როგორც არასამთავრობო სამედიცინო ასოციაცია, რომლის მიზანია ექიმებსა და სამედიცინო პროფილის სპეციალისტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება, სამედიცინო რეგულირების პრობლემური საკითხების განხილვა, დამუშავება და ინფორმაციის მიწოდება, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების/უწყვეტი პროფესიული განვითარების პრინციპების პოპულარიზება ქართველ ექიმებს შორის, ჯანდაცვის სისტემაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა. GAMS არის ევროპული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ყურადსაღებია, რომ საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას აქტიურ დახმარებას უწევს ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირი  (UEMS), რომელიც წარმოადგენს  ევროპის ერთერთ წამყვან მარეგულირებელ სამედიცინო გაერთიანებას.  საყურადღებოა ასევე GAMS-ის აქტიური ჩართულობა ევროპის უწყვეტი განათლების ფორუმის (European CME Forum) და ევროპის სამედიცინო ასოციაციის (EMA)  საქმიანობაში. ჩვენს ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკურ თუ სოციალური გარემოებების მიუხედავად GAMS-მა შეინარჩუნა დამკვირვებელის წევრის სტატუსი UEMS -ში

 

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვა

კონფერენციაში  აქტიური მონაწილეობის/დასწრების შედეგად მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ უახლესი ინტერდისციპლინური  მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებზე დაფუძნებულ მონაცემებს, წამყვანი ექსპერტების მოსაზრებებს ტკივილის მართვის, პათოფიზიოლოგიის და ზოგიერთი სხვა ასპექტის შესახებ, პაციენტისადმი ჰოლისტიკური მიდგომის და ფსიქო-სოციალურ კომპონენტების გათვალისწინებით (მაგ., ტკივილის გამშვები და ინჰიბირების მექანიზმები, მოდულაცია, ტკივილის ფსიქოსოციალური ასპექტების მნიშვნელობა; ემპათია და ტკივილი; კულტურა  და ტკივილი, კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომის CRPS კლინიკური ვარიანტები, CRPS-ის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები; პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, სხვადასხვა ორგანული სისტემის ჩათვლით; CRPS - ის მართვის თანამედროვე მიდგომები). კონფერენცია მიზნად ისახავს ექიმების კომპეტენციის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული, დიაგნოსტიკური  უნარ-ჩვევების ამაღლებას. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ წარადგინონ  საკუთარი პოსტერ-პრეზენტაციები წამყვანი მოდერატორების წინაშე.

ტკივილი მრავალი ქრონიკული დაავადების  კომპონენტია და ამიტომაც ტკივილის მენეჯმენტი იქცა   ჯანდაცვის აქტუალურ საკითხად. ტკივილი გავლენას ახდენს არა მხოლოდ  ინდივიდზე, არამედ ოჯახსა  და სოციუმზე.

ტკივილის მართვა განსაკუთრებით პრობლემურია ხანდაზმულ მოსახლეობაში, ვეტერანებში, დროებით უმუშევრებში, სიღარიბის ზღვარზე მყოფ, სოფლად მცხოვრებ და საყოველთაო დაზღვევის მქონე პირებში. ქრონიკული ტკივილი გავლენას ახდენს  სამედიცინო ხარჯებზე, იწვევს პროდუქტიულობის  შემცირებას და დაინვალიდებას.

კონფერენცია, პირველ რიგში, გათვალისწინებულია  ნევროლოგების, პირველადი ჯანდაცვის ექიმების, ნეიროქირურგების, კლინიკური ონკოლოგების და ტკივილით დაინტერესებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის.

 

მულტიდისციპლინურ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ტკივილის მართვის, ისე ფუნქციური რეაბილიტაციის ჭრილში. აუცილებელია ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ნუტრიციოლოგიური და სხვა საკითხების გათვალისწინება. ზრდასრულთა დაახლოებით ორი  მესამედი  სიცოცხლის განმავლობაში  უჩივის წელის ტკივილს, რაც წარმოადგენს ამბულატორიული მიმართვიანობის ხშირ მიზეზს, მკურნალობა ძვირადღირებულია და  იკავებს მესამე  ადგილს  ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. კონფერენციაზე გაშუქებული იქნება თავის ტკივილის, შაკიკის მექანიზმები, დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე მიდგომები, კერძოდ, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია მონოკლონური ანტისხეულების (mAbs) გამოყენება  პრევენციის მიზნით. ასევე მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით განპირობებეული  თავის ტკივილის მენეჯმენტის ძირითადი გამოწვევები. კონფერენზიაზე განიხილება  მწვავე, ქრონიკული, ონკოლოგიური, ნეიროპათიული, ინსულტისშემდგომი, იშვიათი დაავადებების თანმხლები და სხვა სახის ტკივილი.

საქართველოს სამედიცინო სპეციალობის ასოციაციის (GAMS) V საერთაშორისო კონფერენციის სამუშაო ენა  ინგლისური (სინქრონული თარგმნით).