Nuk
კლინიკა „ვენუს ჯორჯია“ გთავაზობთ ტრენინგების კურსს
კლინიკა „ვენუს ჯორჯია“ გთავაზობთ ტრენინგების კურსს

მისამართი:
თარიღი: 27/04/2018

კლინიკა „ვენუს ჯორჯია“ ცნობილია ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ თავისი საქმიანობით, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პრევენციის, ფსიქო-ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებისა და განვითარებისკენ. 
ამჟამად კლინიკა „ვენუს ჯორჯია“ გთავაზობთ ტრენინგების კურსს, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს:

1. „გახდი საკუთარი თავის ფსიქოლოგი“
ამ ტრენინგის საშუალებით თქვენ შეძლებთ მოცემულ მომენტში საკუთარი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის შეფასებას და მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. ამ ტექნიკების ათვისების შედეგად შეგეძლებათ ნებისმიერ დროს დაეხმაროთ როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენს ოჯახის წევრებს და ახლობლებს. 
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კურსის ჩატარების შემდგომ ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. კურსზე თქვენ მიიღებთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგი მეთოდების დახმარებით:
- არტ-თერაპიის ელემენტები
- კოგნიტურ-ქცევითი თერაპია
- რელაქსაციური ელემენტები
- მედიტაცია

2. დაავადებები, რომლებიც იწვევს სხვადასხვა ფსიქო-ემოციურ დარღვევას. რა ნაბიჯები გადავდგათ პრობლემის მოსაგვარებლად. 
ტრენერები:
ლარისა პარკაძე- პერინატალური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, Reiki Riocho ოსტატი, ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი, ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.
მანანა აბულაძე- მედ. დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ალიანსის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
ნათია შარაბიძე- მედ. დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი, საერთაშორისო ალიანსის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

ტრენინგები ჩატარდება 28 აპრილიდან ყოველ შაბათს 16:00-დან 18:00-მდე. კურსი მოიცავს 6 სესიას და სრულდება 2 ივნისს. 

მისამართი: კლინიკა „ვენუს ჯორჯია“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 33, მე-2 სართული, ტელ: 291 01 58, 599 62 43 00
სრული კურსის ღირებულება- 200 ლარი
ტრენინგზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]
რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი.