“ვენუს ჯორჯია”-ს ფასეულობებია:
- მომხმარებელზე ორიენტაცია
- გუნდური მუშაობა
- ინოვაცია
- ცვალებად ყოველდღიურობაში, ცვლილებების შესაბამისი კონცეფციების შემუშავება
ისტორია
სამეანო - გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „ვენუს ჯორჯია“ დაარსდა 2005 წლის 25 დეკემბერს. 2008 წლის 16 ივნისს კლინიკის ბაზაზე დაფუძნდა “ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია”.
ტანდემი „ვენუს ჯორჯია“ და ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია ერთობლივად ახორციელებს, როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო მუშაობას.
„ვენუს ჯორჯია“ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო ცენტრია, რომელიც როგორც ტრადიციული ასევე არატრადიციული მეთოდებით ახორციელებს გინეკოლოგიური დაავადებების, მძიმე და პათოლოგიური მშობიარობების, ასევე სამეანო - გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომი პერიოდის, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო რეაბილიტაციას.
ქალი დაბადებიდან მოხუცებულობამდე გაივლის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს. ცხოვრების ყოველი ახალი საფეხური ჰორმონების ცვლილებების გამო, ორგანიზმში იწვევს ორგანოთა მთელი რიგი სისტემების ფუნქციების შეცვლას. ამიტომ ზოგჯერ ფიზიოლოგიურად მიმდინარე პროცესების დროსაც ქალი საჭიროებს სრულფასოვანი რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარებას, რაც წარმატებით ხორციელდება „ვენუს ჯორჯია”-ში.
მისია
ახალი ინოვაციური სამედიცინო მეთვალყურეობის პრინციპების მიწოდება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ქალის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით
ექიმთა საზოგადოებასა და მოსახლეობაში სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციური ღონისძიებების დანერგვა.
საზოგადოებრივი სერვისების უზრუნველყოფა:
ტრეინინგები რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის
ტრეინინგები ექიმებისთვის
საქართველოში დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესება, რისკენაც ‘’ვენუს ჯორჯია’’–ს და “ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის”ტანდემის მოღვაწეობას მივყავართ.
რატომ ‘’ვენუს ჯორჯია’’ ?!
მედიცინის ერთადერთი სექტორია აღდგენითი თერაპიის კუთხით მეან -გინეკოლოგიაში
ეფექტური მკურნალობის გარდა აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ გადატანილი დაავადებების ან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ უმოკლეს დროში აღიდგინოთ ძალები და ცხოვრების რითმში ენერგიულად ჩაერთოთ
კომფორტული გარემო ქმნის კარგ განწყობას, რასაც პერსონალის გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, კეთილგანწყობა და ინდივიდუალური მიდგომა უწყობს ხელს.
სამედიცინო ცენტრში მომართვის დღიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხდებით, რომელზეც ზრუნავენ, უყვართ და ყოველთვის მხარში უდგანან
პერსონალის თითოეული წევრი გამსჭვალულია პაციენტის და მისი ოჯახის ნდობით და ლოიალობით, ვინაიდან ისინი საჭირო დროს და ყურადღებას უთმობენ მას ყოველ ვიზიტზე. გუნდის თითოეული წევრის მიზანია პაციენტის ყოველი ვიზიტი აღემატებოდეს მის მოლოდინს.
ჩვენი მართვის პრინციპია დედასა და ნაყოფს შორის უნიკალური ბიოლოგიური კავშირის შესწავლა პერინატალურ ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით
კლინიკური და მულტიდისციპლინარული კვლევები მიმართულია დროული ფიზიოლოგიური ორსულობების და ჯანმრთელი შთამომავლობის უზრუნველსაყოფად.
სამედიცინო ცენტრში დანერგილია სამედიცინო ტექნოლოგიები, რომლებიც მოიცავენ ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცედურებს.
დანერგილია სტანდარტიზაციის პრინციპი, პროფილაქტიკური და რეაბილიტაციური მიმართულებებით. ვინაიდან ორივე ეს მიმართულება წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ფორმირების საფუძველს.
ვზრუნავთ არა მარტო ქალის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ფსიქო–ემოციონალურ მდგომარეობასა და ესთეტიურ სილამაზეზე.
მშობელთა სკოლა კლინიკაში „ვენუს ჯორჯია“!
Antenatal classes at clinic "Venus Georgia"!
Подготовительные курсы для беременных в клинике "Венус Джорджия"!
ამ კურსის ფარგლებში ხდება ორსულების მომზადება დედობისთვის, რაც მოიცავს ორსულთათვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ თემებზე: ორსულობის მიმდინარეობა, მშობიარობის და გაუტკივარების მეთოდები, ბავშვის დაბადების შემდგომ მისი მოვლა და კვება. ეს მეცადინეობები ეხმარება მომავალ დედებს ორსულობის პერიოდში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, თვითდაჯერების შეძენაში და მშობიარობის დაგეგმვაში. პროფესიონალი ტრენერები ორსულებს აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას და ასევე უწევენ ემოციურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ორსულობის პერიოდში, მშობიარობისას და ბავშვის დაბადების შემდგომაც. ორსულის მოთხოვნით ტრენერი ესწრება მშობიარობის პროცესს.
მშობელთა სკოლაში ტრენერსა და მსმენელს შორის ურთიერთობა არის უშუალო, თავისუფალი და რაც მთავარია მხიარული.
კურსი მოიცავს 10 მეცადინეობას, რომელსაც ატარებენ სპეციალურად მომზადებული ტრენერები- ექიმი და ფსიქოლოგი. სასურველია მომზადება დაიწყოს ორსულობის 25 კვირიდან.