Nuk
10 რამ ცელულიტის შესახებ

თარიღი: 15 მაისი, 2019

ელულიტს ბევრი მიზეზი აქვს. არ არსებობს ჯადოსნური საშუალება მის გასაქრობად, მაგრამ ყოველდღიური პატარა ქმედებები კანის გამკვრივებას უწყობს ხელს. 10 რამ, რაც უნდა იცოდეთ ცელულიტის შესახებ.

1. ცელულიტის ქონა ნორმალურია

კანის ცხიმოვანი უჯრედების გარშემო არსებული შემაერთებელი ქსოვილი ქალებში უფრო რბილი და ფაშარია, ვიდრე მამაკაცებში. ქალების 80%-ს ცელულიტი აქვს - რომელიც „ფორთოხლის კანის“ სახელითაა ცნობილი მსგავსი ტექსტურის გამო - დამოუკიდებლად წონისა და აგებულებისგან.

 

2. გარკვეულ როლს ჰორმონები თამაშობენ

ესტროგენები განაპირობებენ შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობას. არც თუ უსაფუძვლოდ. ორსულობა, მაგალითად, სხეულს უმაღლეს მოთხოვნებს უყენებს. ჰორმონების ბალანსი ქალის სხეულში ასევე იცვლება მენსტრუაციის დროს, მენოპაუზის ან აბების გავლენით. ასეთ შემთხვევებში, წყლის შეკავებამ ქსოვილებში შეიძლება გააძლიეროს ცელულიტის არსებობა.

 

3. გენეტიკურია

არსებობს ცელულიტისადმი გენეტიკური მიდრეკილება. ფორთოხლის კანის გაჩენა თეძოებზე, ბარძაყებსა თუ ხელებზე, შეიძლება მემკვიდრული იყოს. სისტემატიური აქტიური ვარჯიშებით შესაძლებელია შემაერთებელი ქსოვილის გამკვრივება.

 

ჯანმრთელი დიეტა ბევრი ხილით და ბოსტნეულით ხელს უწყობს კანის გამკვრივებას

4. არ არსებობს ჯადოსნური საშუალება მის გასაქრობად

ვერც ერთი ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი, ვერ გააქრობს მას. საუკეთესო შედეგის მიღება შეიძლება მხოლოდ ჰოლისტიკური მიდგომით: დაბალანსებული დიეტით, საკმარისი მოძრაობით, დამამშვიდებელი მასაჟით და  კანის მოსავლელი ბუნებრივი პროდუქტებით, რომლებიც შეიცავენ მაგალითად არყის ხის აქტიურ ინგრედიენტებს.

 

5. ჯანმრთელი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი

ვიტამინი ჩ აძლიერებს ჩვენს შემაერთებელ ქსოვილს და ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს. ჯანმრთელი დიეტა ბევრი ხილითა და ბოსტნეულით ხელს უწყობს კანის გამტკიცებას. 

 

6. წონის დაკარგვა ცელულიტს არ შველის

რაც უფრო ნაკლები ცხიმი გვაქვს, მით ნაკლებადაა ცელულიტიც გამოხატული. იცით თუ არა, რომ სხეული ვარჯიშის პირველი 30 წუთის განმავლობაში, ძირითადად  ნახშირწყლებს წვავს და მხოლოდ 45 წუთის შემდეგ  იწყებს ცხიმების დაწვას?

 

წყალი - სილამაზის ელექსირია

7. წყალი - სილამაზის ელექსირია

საკმარისი სითხის მიღება ჯანმრთელი კვების შემადგენელი ნაწილია. სასურველია ყოველდღე  მინერალებითა და მიკროელემენტებით მდიდარი 2-3 ლ  წყლის დალევა. წყლის ეს რაოდენობა საჭიროა არა მარტო წყურვილის მოსაკლავად, არამედ ჩვენი ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად. არყის ხის ექსტრაქტი ამ უკანასკნელის გააქტიურებას უწყობს ხელს.

 

8. ალკოჰოლი და მოწევა მდგომარეობას აუარესებენ

ალკოჰოლის კალორიები პირდაპირ ცხიმებად გარდაიქმნება. მოწევა კი იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას.

 

 

ზომიერი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას და აძლიერებს სხეულის ქსოვილებს

9. აქტიური მოძრაობა ეხმარება მთელს სხეულს

ზომიერი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას და აძლიერებს სხეულის ქსოვილებს, რაც კანს გადატკეცილ იერს აძლევს. ძალიან ეფექტურია როგორც სპორტული სიარული, ველოსიპედით სიარული და ცურვა, ასევე  საჯდომისა და თეძოებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები.

 

10. ცელულიტი არ არის მხოლოდ სილამაზის საკითხი

მსუბუქი, საშუალო, ძლიერი ან მძიმე - ცელულიტი სხვადასხვა ინტენსივობით გვხდება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება მან გამოიწვიოს ლიმფური სისტემის დაზიანება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

 

საუკეთესო შედეგის მიღება შეიძლება მხოლოდ ჰოლისტიკური მიდგომით: დაბალანსებული დიეტით, საკმარისი მოძრაობით, დამამშვიდებელი მასაჟით და კანის მოსავლელი ბუნებრივი პროდუქტებით, რომლებიც შეიცავენ მაგალითად არყის ხის აქტიურ ინგრედიენტებს.