Nutricia
D ვიტამინი კორონაინფიცირებულ ადამიანებში ლეტალურ შემთხვევებსა და დაავადების მძიმე მიმდინარეობას ამცირებს

თარიღი: 17 სექტემბერი, 2020

კვლევებითა და მეცნიერთა დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ვიტამინ D-ს შემცველობის მქონე პრეპარატებით მკურნალობენ, ინფექციის მიმდინარეობა უფრო მარტივად გადააქვთ- მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უარესდება. მსგავს შემთხვევაში პაციენტთა უმრავლესობა ინტენსიური თერაპიის პალატაში არ ხვდება.

 

 

აღნიშნული ექსპერიმენტული მკურნალობის კურსი ჩაატარეს ესპანელმა ეპიდემიოლოგებმა კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებზე- ისინი კალსიფედოლის დიდი დოზებს აძლევდნენ დაავადებულ ადამიანებს. კვლევაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მკურნალობის ფარგლებში დაავადებულ ადამიანებს ისინი ზემოხსენებული ყოველდღიურად უზრდიდნენ D ვიტამინის შემცველი ტაბლეტების დოზებს.

 

აღნიშნული ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა იმ ფონზე, რომ 50-იდან არც ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად არ დამძიმებულა. მეცნიერთა თქმით, კოვიდ 19-ის მძიმე განვითარება პაციენტებში ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებასა და სიხლის გამავლობის დისფუნქციას, სისლხძარღვთა დაზიანებას- გაჟონვას და ძლიერი ანთების წარმოქმნას.

 

კალსიფედოლი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადამიანის სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებასა და აგრეთვე გულის რითმის რეგულირებას და ხელოვნური აჩქარების თავიდან არიდებას უწყობს ხელს.

 

მეცნიერები აგრეთვე ადამიანებს მკაცრად მოუწოდებენ, რომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე თავიდან აირიდონ დამოუკიდებელი მკურნალობა, რადგან ჭარბი დოზით D ვიტამინის მიღებას შეუძლია გამოიწვიოს ძვლებისა და სხვადასხვა ორგანოების დაზიანება.

 

დაწვრილებით ჰიდროფეროლის შესახებ:

http://www.vidal.ge/drugs/hidroferol