საძილე არტერიების სტენოზი
საძილე არტერიის დაავადება, იგივე სტენოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც არტერიები, რომლებიც სისხლით ამარაგებს თავის ტვინს, სახესა და კისერს ვიწროვდება. შედეგად, თავის ტვინში ჟანგბადისა და საჭირო ნივთიერებების მიწოდება მცირდება.
საძილე არტერიის დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ათეროსკლეროზია. ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვებში ყალიბდება ფოლაქები, რომლებიც არტერიაში დაგროვილ ქოლესტერინს, კალციუმს, ფიბროზულ ქსოვილებს და სხვა უჯრედოვან ნარჩენებს წარმოადგენს. ფოლაქების ფორმირების შედეგად, სისხლძარღვის სანათური ვიწროვდება ან ხდება მისი დახშობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და იშემიური შეტევა
შესაძლებელია თუ არა საძილე არტერიის დაავადების პრევენცია?
საძილე არტერიის დაავადებისა და ინსულტის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია პაციენტმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჩაიტაროს სისხლძარღვების რეგულარული სკრინინგი ანგიოლოგის დანიშნულებით.
სისხლძარღვების შევიწროების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია:
ჯანსაღი, დაბალანსებული კვება,ფიზიკური აქტივობა,წონის კონტროლი,მოწევის შეწყვეტა,ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება,ისეთი ქრონიკული დაავადებების კონტროლი, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია.
რეგულარული სკრინინგი და მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 032 288 09 09
ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
220
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
261
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
305
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
390
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,472