გაზაფხული და ალერგიული რინიტი

თარიღი: 06 მარტი, 2019

გაზაფხული და ალერგიული რინიტი

გაზაფხულის დადგომას თან სდევს 21-ე საუკუნის ისეთი დაავადება, როგორიცაა ალერგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ალერგიული რეაქცია ყოველ მე-10 შსაძოა ქონდეს, ხოლო პაციენტების ნაწილს იგი არა ბავშვობიდან არამედ ცხოვრების მოგვიანებით ეტაპზეც უვითარდება.
ალერგიული რეაქციების გააქტიურების რამდენიმე მიზეზია: 
1.თანამედროვე გარემოს ცვლილებები 
2.გლობალური დათბობის ფაქტორი 
3.გენეტიკური განწყობა
ის რაც შესაძლოა ხშირად აგვერიოს სურდოში :
ალერგიული რეაქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ალერგიული რინიტი, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში მწვავდება. სტატისტიკურადაც სწორედ ალერგიულ რინიტს უკავია პირველი ადგილი ალერგიულ გამოვლინებებს შორის.

როგორ ამოვიცნოთ ალერგიული რინიტი?
1.ცემინება
2.ცრემლდენა
3.ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გაჭედილობის შეგრძნება
4.ცხვირიდან გამონადენი,უფრო ხშირად ცხვირ-ხახაში ჩანადენის სახით
ალერგიული რინიტის დროს როგორც წესი აღნიშნული სიპტომიდან ვლინდება ორი ან სამი ჩივილი. ცხვირით სუნთქვა თანდათანაბით ძნელდება და შესაძლოა შუძლებელიც გახდეს. რაც საბოლოოდ პაციენტისათვის ძლიერი სტრესის მიზეზიც კი ხდება. 
თუ ადამაინმა იცის ალერგიული რინიტის გამოწვევი, თავი უნდა აარიდოს მას, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ეს შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორების გვერდის ავლა გულისხმობს: საცხოვრებელი გარემოს შეცვლას, ყოველდღიური ყოფის გამოცვლას...

როგორ ვიქცევით ალერგიული რინიტის დროს?
აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, რის საფუძველზეც დაზუსტდება აღნიშნული პრობლემა მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე მოგვარდება თუ პაციენტისთვის სასურველი ეფექტის მისაღბად საჭირო იქნება ქირურგიული ჩარევა. 
ალერგიული რინიტის დროს,როგორც წესი ობიექტურად იცვლება ცხვირის ორივე სავალში ცხვირის ნიჟარების მოცულობა და ვითარდება ნიჟარების ჰიპერტროფია. თუ პრობლემა მოიცავს რამდენიმე წელს, ცხვირის ქვედა ნიჟარები მოცულობაში იმდენად იზრდება, რომ შეუძლებელი ხდება მათი შეჭმუხვნა მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე. დაგვიანებულ მკურნალობას ხშირად მივყავართ ოპერაციულ ჩარევამდე, თვითმკურნალობას კი სავალალო შედეგებამდე. 
სწორი სუნთქვის აღდგენის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას, რაც მხოლოდ ოტორინოლარინგოლოგის კომპეტენციაა.

 

ხათუნა ჩიტაძე - ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი