როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
აგვისტოში იწყებს ყვავილობას ისეთი სარეველა მცენარეები, როგორიცაა ამბროზია, ავშანი, ნაცარქათამა და სხვა მრავალი, რომლებიც ხშირად ალერგიის მიზეზი ხდება.
ალერგიის დიაგნოსტიკა შესაძლებელია:
კანის სინჯით
სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით
მულტიკომპონენტური ტესტით, რომელიც ალერგენის ზუსტ კომპონენტსაც ადგენს
მცენარეული ალერგიის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
ცემინება, სურდო, ცხვირის გაჭედილობა
ცრემლდენა, თვალების სიწითლე და ქავილი
ხველა და სუნთქვის გაძნელება
ამ სიმპტომების მიღმა ალერგია დგას თუ რაიმე სხვა დაავადება, ამის დადგენას ალერგიის სამიზნე ორგანოების (ცხვირი, თვალები, ბრონქები) გამოკვლევები უზრუნველყოფს: ცხვირის ციტოლოგიური ნაცხი, FeNO-ინფლამომეტრია, სპირომეტრია და სხვ.
ზაფხულში მნიშვნელოვანია მწერის ნაკბენზე ალერგიის დროული დიაგნოსტიკაც. თუ ნაკბენის ადგილზე 10 სმ-ზე მეტი სიწითლე ან შეშუპება განვითარდა, რეკომენდებულია ალერგოლოგის კონსულტაცია.
ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს საკვებმაც, განსაკუთრებით მცენარეულ ალერგიასთან ჯვარედინად მორეაგირე პროდუქტებმა.
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ურტიკარიის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სპეციალური ტემპ-ტესტი.
თუ ალერგიის სიმპტომები გაწუხებთ, დროული დიაგნოსტიკა სწორი მკურნალობის პირველი ნაბიჯია.
დაგეგმე ვიზიტი:(+995 32) 2 52 05 33