Nuk
"კატეგორიულად გაფრთხილებთ! ჰიდროქსიქლოროქინი არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით!"

თარიღი: 22 მარტი, 2020

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს არ მიიღონ პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით.

“მეგობრებო, კატეგორიულად გაფრთხილებთ! პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით! ის არის ურთულესი მედიკამენტი თავისი ფარმაკოკინეტიკით და ფარმაკოდინამიკით! აქვს უამრავი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა! ვიმეორებ, გამოიყენება კორონავირუსით გართულებული პნევმონიების დროს, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრად შერჩეული დოზირებით! არ დალიოთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ! ჯანმრთელობას გისურვებთ!”- წერს ინგა მამუჩიშვილი.

წყარო: https://fortuna.ge/