Nuk
როგორ შევამციროთ კბილების ამოსვლის დროს განვითარებული დისკომფორტი

თარიღი: 02 ოქტომბერი, 2018

მოსიყვარულე მშობლებისათვის პატარას პირველი კბილის ამოჭრა დღესასწაულია. პირველი კბილების ამოსვლის ვადა აბსოლუტურად სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგ ჩვილს ადრეული ამოჭრა აღენიშნება, რაც 3 თვის ასაკიდან იწყება, ზოგს, პირიქით, მოგვიანებითი _ დაახლოებით 1 წლის ასაკში. საშუალოდ, ამოჭრა 4-7 თვის ასაკში იწყება. ჩვილებში პირველ კბილებთან უახლოესი შეხვედრის უმთავრესი ნიშნებია გაძლიერებული ნერწყვდენა, ღრძილების შეშუპება და ქავილი. სწორედ ამ პერიოდში ბავშვები გამორჩეულად ჭირვეულები ხდებიან და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ. კბილების ამოჭრის პროცესი შესაძლოა გართულდეს ცუდი ძილით, საკვების მიღების აკრძალვით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, დიარეით. როგორ დავეხმაროთ პატარას, რომ პირველ კბილებს სიხარულით შეხვდეს?

როგორ შევამციროთ კბილების ამოსვლის დროს განვითარებული დისკომფორტი

კბილების ამოჭრა 4-7 თვიდან იწყება, თუმცა ზოგჯერ ის უფრო მოგვიანებითაც ამოიჭრება. 

დაგვიანებული ამოჭრა ხდება როგორც ზოგიერთი დაავადების, ისე გენეტიკური თავისებურებების დროსაც, რაც ნორმად ითვლება.

აი, ნიშნები, რომელთა გამოჩენისას კბილის ამოჭრას უნდა ველოდოთ:

ნერწყვდენის გაძლიერება
ღრძილების ქავილი-პატარა ყველაფერს პირში იდებს, სიამოვნებს, როცა ღრძილებზე ეხებით
მომატებული ჭირვეულობა
ჩაძინების გაძნელება
კვებაზე უარით თქმა

როგორ უნდა მოიქცეთ კბილების ამოჭრის დროს?

✅ პატარას ისეთი სათამაშოები შეურჩიეთ, რომელთაც ადვილად გარეცხავთ. რბილი და ფუმფულა სათამაშოები ამ დროს არ გამოდგება. ბავშვი ხომ მათ გამუდმებით პირში იდებს.

✅ შეიძინეთ სპეციალური გელისშემცველი სათამაშოები, რომელთაც წინასწარ მაცივარში გააციებთ და შემდეგ პატარას შესთავაზებთ. ცივი სათამაშო მცირე ხნით ღრძილების დისკომოფტს დაუამებს.

✅ გაღიზიანებულ ღრძილებს ცივი ხილიც შველის. მიეცით პატარას უფლება, შესიებული ღრძილებით დააქუცმაცუს ცივი დაჭყლეტილი ბანანი ან ატამი.

✅ განახორციელეთ ზეწოლა სუფთა თითით ღრძილებზე.

✅ განსაკუთრებული ჭირვეულობის დროს სჯობს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი შესთავაზოთ. 

✅ არ გამოიყენოთ ბენზოკაინისშემცველი ტკივილგამაყუჩებელი გელები ღრძილებზე წასასმელად - თუმცა იშვითად, მაგრამ არსებობს მძიმე გართულების-მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკი. 

✅ კვლევებით დადსტურებულია ბუნებრივი, მცენარეებისა და მინერალების შემცველი ჰომეოპათური პრეპარატების ეფექტურობა კბილების ამოჭრისას განვითარებული დისკომფორტის დროს. 

სცადეთ დენტოკინდი - უსაფრთხო, ეფექტური ბუნებრივი პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აიოლებს კბილების ამოჭრით გამოწყვეულ დისკომფორტს. 

დენტოკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი სწორედ კბილების ამოჭრის პროცესის შესამსუბუქებლად. აღნიშნული პრეპარატის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სისტემურად მოქმედებს და შეუძლია ამოჭრის ყველა იმ სიმპტომის მოხსნა, როგორიცაა ღრძილების მტკივნეულობა, გაძლიერებული ნერწყვდენა, ღრძილების ქავილი, შეშუპება, ანთება და ტკივილი, რომელიც გადაეცემა ყურს, დიარეა, სხეულის ტემპერატურის  მატება, `ნაწლავთა კოლიკა~. კომპლექსური მოქმედება წარმატებით განასხვავებს დენტოკინდს იმ გელებისა და მალამოებისაგან, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივად  (ღრძილზე) მოქმედებს და ნერწყვის ყლაპვისას სწრაფად ჩამოირეცხება. ბავშვებში რეკომენდებულია, დენტოკინდის ტაბლეტი მიღების წინ ერთ ჩაის კოვზ წყალში გაიხსნას.

ვრცელი ინფორმაცია მისი შემადგენლობის შესახებ იხილეთ აქ