Nuk
7 კითხვა ალერგოლოგს ნებულაიზერის (ინჰალაციის აპარატის) შესახებ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 13 თებერვალი, 2017

7 კითხვა ალერგოლოგს ნებულაიზერის (ინჰალაციის აპარატის) შესახებ

 

1. რა არის ნებულაიზერი?

ნებულაიზერი არის მოწყობილობა რომელიც გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის მედიკამენტების გადასაცემად. ეს პროცესი ხდება თხევადი მედიკამენტების აპარატის საშუალებით ნისლისებურ აეროზოლად გარდაქმნით, რის შემდეგაც  ხდება მათი შესუნთქვა.

2. რომელი მედიკამენტების მიწოდება  ხდება ნებულაიზერით?

ყველაზე გამოყენებადი  მედიკამენტების ჯგუფი ალერგოლოგიაში, რომელიც შეიძლება ნებულაიზერით იქნას მიწოდებული არის:

- ბრონქოდილატატორები: ეს არის ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ბრონქოსპაზმის (მათ შორის ვირუს ინდუცირებული), მსტვინავი სუნთქვის, ასთმური შეტევის დროს. ისინი აფართოებენ სასუნთ გზებს და ხსნიან ბრონქოსპაზმს.

- საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები: ეს სამკურნალო პრეპარატები  უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია გამოიყენება. ისინი ამცირებენ სასუნთქი გზების  ანთებით პროცესებს,  სასუნთქი გზების შეშუპებას და ჭარბ ლორწოს.

3. როგორ გამოვიყენოთ სწორედ ნებულაიზერი? 

გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები;

გადაამოწმეთ ექიმის დანიშნულებაში ნებულაიზერის აპარატში ჩასასხმელი მედიკამენტის დოზა;

მოათავსეთ ისინი ნებულაიზერის თასში;

მიაერთეთ თასი ნიღბის მუნდშტუკს;

გამოიყენეთ მილი, რათა  დაუკავშიროთ  ჰაერის კომპრესორი და ნებულაიზერის თასი ერთმანეთს;

 სანამ თქვენს შვილს დაუყენებთ ნიღაბს, ჩართეთ კომპრესორი; შეამოწმეთ და დარწმუნდით მუშაობს თუ არა ის სათანადოდ, თუ დაიანახავთ, რომ აეროზოლი გამოდის მილის მეშვეობით ნისლისებურად, ე.ი მანქანა მუშაობს;

ბავშვი დაისვით სკამზე ან თქვენს მუხლებზე, სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს;

დარწმუნდით რომ ნიღაბი მჭიდროდ ედება ბავშვის სახეს;

ჩართეთ მოწყობილობა;

10-15 წთ-ის შემდეგ როდესაც აეროზოლი ნისლისებურად გამოსვლას შეწყვეტს გამორთეთ მოწყობილობა;

ინჰალაციის შემდეგ დაბანეთ პირი ბავშვს

4. როგორ გავასუფთაოთ ნებულაიზერი გამოყენების შემდეგ?

- ნებულაიზერის გამოყენების დღეებში ყოველ დღე, პროცედურის შემდეგ გაავლეთ ნებულაიზერის ნაწილები (კომპრესორის გარდა) გამდინარე თბილის წყლით;

- დააწყვეთ სუფთა ნაწილები პირსახოცზე რომ კარგად გაშრეს;

- კვირაში ერთჯერ ან ორჯერ გაასტერილეთ ნებულაიზერის ნაწილები სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით.


5. რა უნდა გავაკეთოთ ნებულაიზერით ინჰალაციის პროცესში?

ნებულაიზერით მკურნალობის პროცედურას შესაძლოა დასჭირდეს 10 დან 15 წუთამდე. სანამ თქვენს შვილს ნებულაიზერით მიეწოდება წამალი, ხელი შეუწყეთ მას, რომ ისუნთქოს ნელა და მშვიდად. თქვენ შეგიძლიათ თქვენს შვილთან ერთად ისუნთქოთ, ხმამაღლა დაუთვალოთ და ა.შ.

გააგრძლეთ ნებულაიზერის გამოყენება მანამ, სანამ ნებულაზიერში არსებული მედიკამენტი  არ ამოიწურება, როდესაც ეს მოხდება, მანქანა დაიწყებს შიშინს და ნისლისებური აეროზოლი აპარატიდან გამოსვლას შეწყვეტს.


6. როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ინჰალაციის დროს მშვიდად ყოფნას?

- გამოიყენეთ ნებულაიზერი ერთსა და იმავე დროს და ადგილას. მაშინ ის გახდება რეგულარული ნაწილი თქვენი ბავშვის ყოველდღიურობისა;

- ნებულაიზერის გამოყენებას თამაშის სახე მიეცით. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ნებულაიზერის ნიღბები ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ სახალისო ფერები და სპეციალური ზომები;

- უფრო გაუმარტივდება თქვენს ბავშვს, თუ ის ამ დროს ფოკუსირებას რაიმეზე მოახდენს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ამ დროს  წაუკითხოთ ან შეეცადეთ აყურებინოთ მულტფილმი;

- თუ თქვენი შვილი მოზრდილია, დააკისრეთ ნებულაიზერზე რაიმე პასუხისმგებლობა, სთხოვეთ რომ დაგეხმაროთ ნიღბის გაკეთებაში, თვითონ გამორთოს და ჩართოს დანადგარი.

 

7. თუ ბავშვი ტირის და უარს ამბობს ნებულაიზერით ინჰალაციის გაკეთებაზე?

დღევანდელ დღეს საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული პორტატული ნებულაიზერი (Vibrating Mesh Technology – V.M.T), რომელიც არის აბსოლუტურად უხმო და შესაძლებლობას იძლევა ბავშვს ძილის  დროს ინჰალაცია მშვიდად გაუკეთოდ.

 

მითები ნებულაიზერთან დაკავშირებით:

მითი 1: ნებულაიზერი გამოიყენება მხოლოდ ბრონქული ასთმის სამკურნალოდ

რეალობა: ნებულაიზერის გამოყენება შესაძლებელია ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის რესპირატორული ინფექციების, ცრუ კრუპის, მწვავე ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფქოდის დროს და ა.შ.

მითი 2: ნებულაიზერის მოწყობილობის გამოყენება საკმაოდ რთულია და სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს

რეალობა: ნებულაიზერის გამოყენება ძალიან მარტივია, მთავარია სწორი დოზირების წამლის მოთავსება ნებულაიზერის თასში, კომპრესორთან დამაკავშირებელი მილის მიერთება, ბავშვისთვის ნიღბის მორგება და ჩართვის ღილაკის დაჭერა.

მითი 3:  ნებულაიზერის, ისევე როგორც ჩვეულებრივი ინჰალატორის გამოყენების დროს წამალი თანაბრად, სწორი დოზით ხვდება სასუნთ გზებში.

რეალობა: ინჰალატორის შესუნთქვისას პაციენტმა წინაწარ უნდა იცოდეს ინჰალატორის გამოყენების სწორი ტექნიკა, როგორ ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს, როდის შეაკავოს სუნთქვა, იმისთვის რომ ექიმის მიერ დანიშნული დოზა სრულყოფილად მოხვდეს ბრონქებსა და ფილტვებში. ნებულაიზერის შემთხვევაში ეს არ არის საჭირო, ის არ საჭიროებს სპეციალური მითითებით სუნთქვს, რადგან წამალი  გარანტირაბულად ჩავა საჭირო დოზით სასუნთ გზებში.