როგორ მოვერიოთ ალერგიას ვირუსული ინფექციების დროს - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

თარიღი: 11 დეკემბერი, 2019

რამდენად მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების მართვა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა ალერგიული პაციენტებისთვის. რა ტიპის ალერგიულ პაციენტებს მართებთ სიფრთხილე სასუნქთი გზების ინფექციების მიმართ და როგორ გავუფრთხილდეთ იმუნიტეტს ამ დროს. ამ თემაზე გვესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ვისაუბროთ ვირუსინდუცირებულ ალერგიული ფონზე, რა ტიპის ალერგიაა ეს და რა ასაკში ვლინდება უფრო მეტად?

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტერმინის შეფასება, თუ რამდენად შესაძლებელია ალერგიული ფონი ვირუსით იყოს განპირობებული. ხშირად გვეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ რთული ხველის დროს, როდესაც თითქოს არც ერთი წამალი არ შველის. პირველ რიგში ამოსავალი არის ის,  თუ რა დიაგნოზთან გვაქვს საქმე. დიაგნოზის გარეშე სიმპტომის მკურნალობა არაფრის მომცემია. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ხველა და ამავე დროს პნევმონია, ცალსახად ვმკურნალობთ ფილტვის ანთებას და არა ხველას. თუ პაციენტს ძაღლის ყეფის მაგვარი ხველის მანერა აქვს, რომელსაც ჩასუნთქვისაც გაძნელებული სუნთქვითი ხმიანობა აქვს, ეს არის ვირუსული კრუპისთვის დამახასიათებელი ლარინგილური ტრიადა, რომლის უკანაც შესაბამისი მკურნალობაა. ეს კი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის და სხვა საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. აი ამ მდგომარეობას არ ვაფასებთ, როგორც ალერგიულ ხველას და ხველის საწინააღმდეგო წამლებს არ ვიღებთ.

ცალსახად ვირუსით გამოწვეულ ავადობობას ალერგიულს არ ვუწოდებთ, მაგრამ თუ ჩვენ შევეხებით ისეთ ნოზიოლოგიურ ფორმას, რომელსაც ჰქვია ბრონქოსპაზმი, ეს საყურადღებო მოვლენაა. მას ვიზინგსაც უწოდებენ, ის განსაკუთრებით სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში ვლიდნება ამოსუნთქვის დროს მსტვინავი ელფერის ხმიანი სუნთქვით, რომელსაც თან ახლავს მუცლის შებერილობა. მშობლები პირდაპირ ასე ამბობენ ხოლმე, ჩემს შვილს ედრიკება გულ-მკერდი, რის ფონზეც ბავშვი ხშირად გადაუყვანიათ სტაციონარში ან გამოუძახიათ სასწრაფო დახმარება. ვიზინგის მიზეზი უხშირესად არის ვირუსული ინფექციები, ძირითადი განმაპირობებელი არის ორი ძირითადი ვირუსი, რუნოვირუსი და რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი.

ეს ორივე ვირუსი გარემოში ჩნდება სექტემბრის ბოლოდან, მოზრდილი ადამიანები ამ ტიპის ვირუსს შეცდომით უწოდებენ ხოლმე გრიპს. ეს არ არის გრიპის აგრესიული და მკვლელი ვირუსი, ამ დროს მოზრდილ ადამიანში რინოვირუსი და მისი 200-მდე ქვეშტამი იწვევს სურდოს, ყელში ფხაჭვნის შეგრძენას, ყელის ტკივილს, მსუბუქ ტემპერატურას. ბავშვებში კი, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ვირუსინდუცირებული ბრონქოსპაზმისკენ, საკმარისია ნებისმიერ სოციალურ გარემოში კონტაქტი, რომ რამდენიმე საათში, მაქსიმუმ მეორე დღეს, სურდოსთან ერთად, უნვითარდება ქვედა სასუნთქ გზებში ბრონქოსპაზმის ეპიზოდი და ამ მოვლენას ვირუსინდუცირებულ სპაზმს ვეძახით.

ოჯახში, სადაც დაფიქსირებულა ორი ან სამი შემთხვევა ვირუსული სპაზმის, ბრონქოსპაზმის და ვიზინგის, ხშირად აქვთ კითხვა, ხომ არ არის საფთხე ბავშვს დაემართოს ასთმა, ხომ არ დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში?

პასუხი შემდეგია, ტუქსონის კვლევის თანახმად, 1251 ბავშვს დაბადების პირველი დღიდან აკვირდებიან მთელი მისი ზრდა განვითარების პერიოდში. აღმოჩნდა, რომ 51 %-ს ბრონქოსპაზმი არ დამართნია, 49%-ს კი დაემართა. ბავშვებს, რომლებსაც ჰქონდათ ადრეულ ასაკში დაწყებული ბრონქოსპაზმი და მათ უკან იდგა მხოლოდ ვირუსული ინფექცია, ანუ ალერგიული კომპონენტი არ იყო, ასევე მათ არ ჰქონდათ დატვირთული ოჯახური ანამნეზი ალერგიისადმი ანუ დედ-მამას არ ჰქონია ბრონქული ასთმა და ამ პაციენტებს არ აღენიშნებოდათ ალერგია ყველაზე ხშირ ალერგენებზე, როგორიცაა ოთახის მტვერი, ნესტი, მცენარეული ალერგენი, ტარაკნის ეპითელი, ცხოველების ბეწვი და ა.შ. ასეთი ბავშვების 60%-ს ავადობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უკვალოდ ეკარგებათ  სკოლის ასაკამდე. დანარჩენმა 40%-მა კი, თუ სკოლის ასაკამდე ალერგია არ შეიძინა, უდიდეს ნაწილში სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 12-13 წლამდე, მაგრამ საბოლოოდ დაეკარგებათ.

ჩნდება კითხვა, ვის რჩება ბრონქული ასთმა?

ბრონქულინ ასთმა რჩებათ და რისკი პერსისტირების აქვს იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ვიზინგი არა ვირუსით, არამედ ალერგიით გამოწვეული. ასევე,  ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავთ ბრონქული ასთმით დაავადებული, ადრეულ ასაკში ჰქონდათ ატოპიური დერმატიტი, გადაუვიდათ ცხვირის ალერგიაში და შემდეგ დაიწყო ბრონქოსპაზმები, ანუ ატოპიური მარში განვითარდა, ან აქვთ ალერგია რომელიმე გარემო ალერგენის მიმართ. თუ ბავშვს ამ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან აქვს რომელიმე ან რამდენიმე ერთად, დიდი რისკია რომ ეს მთელი ცხოვრება გაუგრძელდეთ. აქედან გამომდინარე, სწორი შეფასება და დიაგნოზირება არის ამოსავალი.

ყოველთვის ალერგიულია თუ არა გახანგრძლივებული ხველა?

ხველის გახანგრძლივების სხვა და სხვა ვარიანტი არსებობს, არის მწვავე ხველა, ქვე მწვავე ხველა და ქრონიკული. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ამერიკის პედიატრთა აკადემია მხოლოდ მწვავე და ქრონიკულს აღიარებს. მწვავე ხველა საშუალოდ ორი კვირა გრძელდება და არ უნდა აჭარბებდეს 21 დღეს. თუ ბავშვი თვეზე მეტხანს ახველებს, აქ შეიძლება საქმე გვქონდეს ქრონიკული მიმდინარეობის ხველასთან.  მწვავე ხველის მიზეზი უმეტესად არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს და პირველ რიგში აქ არის ინფექციური კომპონენტი. ქართული რეალობის გათვალისწინებით, თუ ხველა ოთხ კვირას გადასცდა, ვფიქრობთ, ყივანახველასთან ხომ არ გვაქვს საქმე. ეს ხველა მიყოლებითი, ჩაბჟირებითი, ძირითადად ღამის საათებში აქტიურდება და ღებინებით მთავრდება.

გახანგრძლივებული ხველის უკან შეიძლება იყოს გასტროეზოთაგალური რეფლუქსი, ანუ კუჭი და მასთან კავშირი და ასევე არ უნდა გამოგვეპაროს ასთმური და ალერგიული კომპონენტი.

ერთი თვის ინტერვალში ნებისმიერი ინფექციის შემდგომი ხველა მშობელს არ უნდა აშინებდეს, მაგრამ ბავშვი აუცილებლად პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.  ხოლო თუ ბავშვს ხველა, ერთ თვეზე მეტხანს გაუგრძელდა, აქ მულტიდისციპლინარული გუნდი უნდა ჩერთოს, სადაც შედის პედიატრი, ალერგოლოგი, ყელ-ყურ ცხვირის სპეციალისტი და გასტროენტეროლოგი.

მოქმედებს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატი მათზე, ვისაც ბანალური ვირუსული ინფექცია ალერგიული ფონით უმძიმდება?

ჩვენი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია იმუნური სისტემის მამოდულირებელი პრეპარატების გამოყენება. აქ არის არის საუბარი იმაზე, რომ მივიღებთ პრეპარატს და ავად არ გავხდებით, აქ საუბარია იმაზე, რომ მივიღებთ პრეპარატს და ავადობა იქნება მინიმალური, შემოკლებული და ბევრი არასაჭირო მედიკამენტის მიღებას ავარიდებთ თავს. არჩევანი დიდია და რთული გასაკეთებელი, 21-ე საუკუნეში მედიცინა დგას პრეპარატის უსაფრთხოებაზე და შემდეგ ეფექტურობაზე. მჯობნის მჯობნი არ გამოილევა, ყველას თავისი პროფილი აქვს, მაგრამ ჩემთვის, როგორც ალერგოლოგისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოება და ამ პრეპარატზე ჩატარებული კლინიკური კვლევები. სწორედ კვლევებით დასტურდება მათი უსაფრთხოებაც და კლინიკური ეფექტურობაც. თითოეულ პრეპარატს ვუყურებ იმ ჭრილში, რომ არ იყოს ზე ჭარბი სტიმულაცია.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარტი, რომელიც ჩემი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, არის ბუნებრივი პოლისაქარიდისგან წარმოქმნილი ბუნებრივი იმუნოსტიმულატორი, რომელიც წარმოადგენს სოკოსგან მიღებულ პოლისაქარიდს. ის  კალმახა სოკოს ექსტრაქტირებით მიღებულ პროდუქტ ბეტაგლუკანის ფუძეზე მზადდება, რომელიც წარმოადგენს მცენარეულ პროდუქტს. ის არ გადადის სისხლში და სისტემურ მოქმედებაში. დაწყებული ნუშურა ჯირკვლებიდან და ენის ძირში არსებული ლიმფური ქსოვილიდან, დამთავრებული ჭიაყელა ნაწლავამდე, ადამიანს იმისთვისთვის გვაქვს ეს ყველაფერი, რომ იქ არის ამოფენილი ლიმფური ქსოვილი. ნაწლავ ასოცირებული ლიმფური ქსოვილი კი იმუნური სისტემის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბეტაგლუკანის ტიპის პრეპარატი კუჭ-ნაწლავს ამომფენ ლიმფუიდურ ქსოვილზე მოქმედებს და ამ ქსოვილის სტიმულაციის გზით, C ვიტამინთან ერთად გაკაჟებას უწყობს ხელს. ბეტაგლუკანს აქვს უნარი იმუნური სისტემის აქტივაციით ხელი შეუწყოს ავადობის შემცირებას. ისეთი წამალი, რომ საერთოდ არ ვიავადოთ არ გაგვაჩნია, აუცილებელიც არის, რომ ბავშვმა იავადმყოფოს, რადგან სტერილურად გაზრდილი ბავშვებს, რომლებსაც საერთოდ არ უავადმყოფიათ, ყველაზე ხშირად მათ ემარტებათ ბრონქული ასთმა მოზრდილობის ასაკში. მსუბუქი ავადობა დასაშვებია, მისაღებია და აუცილებელიც კია.

„დეფენსიკანის“ სახელწოდების პრეპარატზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ საშუალოდ 60-70%-ით მცირდება წლიური ავადობა და ამ პრეპარატის გამოყენება ემთხვევა ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდს. მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ამ პერიოდში ჩვენი დანიშნულებების განუყოფელი ნაწილი ხდება. მნიშვნელოვანია, რომ გაციებითი თუ ნებისმიერი მწვავე დაავადებების დროს, პრეპარატის საპროფილაქტიკო დოზა უნდა გაორმაგდეს.

 

პრეპარატი ბეტაგლუკანი ძალიან კარგადაა ლაბორატორიულად გამოკვლეული, 1500 პუბლიკაციაა მასზე გამოქვეყნებული. ჩვენთან საშუალოდ ერთი წელია არსებობს, ჩვენს დაკვირვებებსაც ვაწარმოებთ. ჩემი შეფასება დადებითია, მე მომწონს ეს პრეპარატი. მას აქვს თავისი ნიშა, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ავადობის დროს, დაიცვათ ასაკობრივი ჭრილი, პედიატრს დაეკითხოთ, ავადობის უკან არ გამოგვრჩეს რაიმე სერიოზული ნოზოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, ორი წლის ასაკიდან, ამ პრეპარატის დანიშვნა თამამად არის შესაძლებელი.

წყარო: fortuna.ge