Nuk
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კბილი აგტკივდათ - კორონავირუსის გამო სტომატოლოგიური კლინიკების მომსახურება იცვლება

თარიღი: 22 მარტი, 2020

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის გამო სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციებით მიმართა. ახალ რეკომენდაციებს სხვადასხვა ქვეყნის სტომატოლოგიურ კლინიკებში უკვე იყენებენ.

მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა.

„მსოფლიო ჯანდაცვის რეკომედაციაა, რომ სტომატოლოგიურ კლინიკებში გეგმიური ვიზიტები შეჩერდეს. ფოკუსირება იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე და ამ შემთხვევებშიც არის გარკვეული შეზღუდვები. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა მაღალი რისკის ქვეყანიდან დაბრუნებულები, კბილის გასაწმენდად იყვნენ კლინიკაში მისული. ასეთი შემთხვევებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ.

სტომატოლოგთან ვიზიტი გადაუდებელი შემთხვევის დროს იქნება შესაძლებელი.
- როცა საჭიროა კბილის ამოღება;
- როცა ფიქსირდება კბილიდან სისხლდენა;
- როცა არის ღრძილის შეშუპება, ანუ არის ვარაუდი, რომ დაჩირქების პროცესი მიმდინარეობს.

მხოლოდ ამ ჩამოთვლილ შემთხვევებში პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.

აუცილებელია, რომ პაციენტმაც და ექიმმაც ჰიგიენის წესები უფრო მკაცრად დაიცვან, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა სტომატოლოგიურ კლინიკებში.

ექიმი აღჭურვილი უნდა იყოს სახის ფარით, პირბადითა და სათვალით.

ჭავლული აპარატების გამოყენება უნდა შეიზღუდოს, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ინფექციის მაქსიმალური გამოფრქვევა და ეს არის კორონავირუსის გავრცელების დამატებითი რისკი. შესაბამისად გადაუდებელი დახმარება ისე უნდა ჩატარდეს, რომ ეს პირობები გათვალისწინებული იყოს.

იმ შემთვევაში თუ პაციენტისთვის კბილის დაბჟენა აუცილებელია, ეს დაბალი სიხშირის ბურღით უნდა გაკეთდეს. გარდა ამისა, უნდა გამოიყენონ მხოლოდ გარე რენტგენის საშუალებები.

გეგმიური ვიზიტები სტომატოლოგებთან უნდა შეიზღუდოს მინიმუმ პირველ მაისამდე, მანამ კორონავირუსის გავრცელების რისკია ქვეყანაში და შემდეგ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, როგორი ეპიდოლოგიური სიტუაციაც იქნება“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

წყარო: https://fortuna.ge/